
ყოველთვის როცა გარდერობში ვიხედებით და ვფიქრობთ, თუ რა ჩავიცვათ, ამა თუ იმ ტანსაცმელს განსაკუთრებული მიზეზით გვერდზე ვდებთ: ნაოჭები, რომლებიც ყელისა და დეკოლტეს ზონაში წარმოიქმნება. Girl.ge–ს რედაქცია გთავაზობთ სასარგებლო რჩევებს, თუ როგორ აიცილოთ თავიდან ნაოჭების გაჩენა ყელისა და დეკოლტის ზონაში. ასევე გთავაზობთ შინაურულ ნიღბებს ნაოჭების შესამცირებლად.
ჯანსაღი ძილი
მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ ბატარეების გადასატვირთად და სამუშაო ძალების აღსადგენად ხარისხიანი ძილი აუცილებელია.
საქმე იმაშია, რომ ძილის დროს მიღებული ბევრი პოზიცია ნაოჭების წარმოქმნას ხელს უწყობს. ბალიშში ჩარგული თავი, გვერდზე ან სახით წოლა თავის კვალს ტოვებს. ასეთი კვალი შეიძლება დროებითი მოგეჩვენოთ, მაგრამ დროთა განმავლობაში კანში ფესვებს იდგამს და აღარ ქრება.
ძილის სწორი მეთოდი: სახით ზემოთ ან ოდნავ გვერდზე ისე, რომ სახის ან ყელის კანს არ დააწვეთ.
მზისგან დაცვა
ყელის, ასევე კანის კიდევ ერთი მტერი მზეა. მზე ტოვებს კვალს, ლაქებს. კანის სიმშრალეს ხელს უწყობს. ეს ყველაფერი კი ნაოჭებს წარმოქმნის. მზის ზემოქმედებისგან თავი აუცილებლად დაიცავით.
ფაქტია, რომ ნაოჭები ადრე თუ გვიან თავს იჩენს. ჩვენ შეიძლება ზოგიერთ ჩვევაზე უარი ვთქვათ ან შინაურული საშუალებები გამოვიყენოთ, რომ ნაოჭები დავმალოთ.
გახსოვდეთ, რომ ყელის კანი ძალიან თხელია და ადვილად უარესდება. მის დატენიანებაზე სათანადოდ უნდა იზრუნოთ. ამ შინაურული ხრიკების დახმარებით სიმკვრივეს შეინარჩუნებთ და გარეგნობას გაიუმჯობესებთ, ამიტომ არასდროს მოგიწევთ იმ ტანსაცმლის გადადება, რომელიც მოგწონთ, და შეძლებთ ჩაიცვათ ის, რაც გსურთ.
ნიღბები, რომელთა მომზადებას სახლში იმდენჯერ შეძლებთ, რამდენჯერაც გსურთ:
ბანანი და ვარდის წყალი: მწიფე ბანანი კანის აღსადგენად იდეალურ თვისებას შეიცავს. საკმაოდ მწიფე ბანანი აიღეთ, პიურე გააკეთეთ და 1 კოვზი ვარდის წყალი ან ასკილის ეთერზეთი დაუმატეთ. ყელზე წაისვით და 30 წუთით გაიჩერეთ. შემდეგ წყლით ჩამოიბანეთ. მკურნალობა კვირაში 3–ჯერ გაიმეორეთ.
ლუდის საფუარის ნიღაბი. მთავარი ფაქტორი, რაც კანის მდგომარეობას აუარესებს და რომელსაც შეუიარაღებელი თვალით ვერ ვხედავთ, კოლაგენის გამომუშავების შემცირებაა. კოლაგენის დეფიციტი ნაოჭების წარმოქმნას იწვეს და კანს გაუწყლოებულს ხდის. ამ ნიღბის დახმარებით კოლაგენის წარმოებას ხელს შეუწყობთ. იოგურტი, 1 ს/კ ხორბლის აღმონაცენი და 1 ს/კ ლუდის საფუარი აურიეთ. მიღებული ნარევი ყელზე სრულ გაშრობამდე წაისვით. პროცედურა კვირაში 3–ჯერ გაიმეორეთ და შედეგი რამდენიმე გამოყენების შემდეგ შეაფასეთ.
სხვა რჩევები:
მზეზე გასვლის და ძილის შესახებ რჩევების გარდა შეგიძლიათ ჯანმრთელი ჩვევები შეიძინოთ, რომელსაც ორგანიზმი მხოლოდ მიესალმება.
- მზეზე დამცავი საშუალების გარეშე გასვლას მოერიდეთ. ასევე მზის ძალიან აქტიურ პერიოდს მოერიდეთ.
- ჯანსაღი საკვები მიირთვით, როგორიცაა ხილი და ბოსტნეული.
- ბევრი წითელი ხორცის ჭამას მოერიდეთ.
- რაფინირებული ფქვილის რაოდენობა შეამცირეთ.
- რაციონიდან ამოიღეთ არასასურველი საკვები, რადგან ის ტოქსინებით სავსეა. ტოქსინები კი ორგანიზმში გროვდება და კანის ხარისხზე გავლენას ახდენს.