ჩინელი ექიმების მარტივი მეთოდი მრავალი დაავადების სამკურნალოდ. აი, რატომ ვიღლებით

0
565

ჩინელი ექიმების თქმით, როცა მერიდიანების და არხების გამტარობის პრობლემა არ გვაქვს, სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული პრობლემებიც არ გვაწუხებს და თავს კარგად ვგრძნობთ. Girl.ge–ს რედაქცია გთავაზობთ მარტივ მეთოდს ჩინელი ექიმებისგან, რომლის დახმარებით ბევრ უსიამოვნებას მოიშორებთ.

ჩვენ ხელზე 6 არხი გვაქვს:

  • ცერა თითი – ფილტვების არხი;
  • საჩვენებელი თითი – მსხვილი ნაწლავის არხი;
  • შუათითი – სამმაგი გამათბობელის არხი;
  • არათითი – პერიკარდის არხი;
  • ნეკა თითი – გულის არხი;
  • ხელისგულის უკანა ნაწილი – ზურგი;

მარტივი მეთოდი, გულის და კისრის პრობლემების დროს:

  1. ხელები ოდნავ წინ გაწიეთ.
  2. წარმოიდგინეთ, რომ თითოეულ ხელში ჭიქა გიჭირავთ.
  3. ხელები ამ პოზაში შეინარჩუნეთ და ორივე მაჯის შიგნით მობრუნება დაიწყეთ.
  4. შიგნით მოძრაობა 150-ჯერ გააკეთეთ და ბრუნვის დროს საკუთარ შეგრძნებებს დააკვირდით.
  5. შემდეგ იგივე მოძრაობა გარეთ გააკეთეთ, ასევე 150-ჯერ.

ასეთი ვარჯიში ყოველდღე უნდა შეასრულოთ. თქვენ ხერხემლის კისრის ნაწილში შვებას იგრძნობთ და მხრების ტკივილი გაქრება.

თუ ხელების ბრუნვა ცუდად ან საერთოდ არ გამოგდით, გამოდის, რომ გულის და განავლის პრობლემები გაქვთ.

ასევე შეგიძლიათ ორივე ხელზე იდაყვის შიდა მოხრის ადგილიდან ცოტა ზემოთ დააკაკუნოთ (ასევე 150-ჯერ). თუ გტკივათ, ეს კვლავ გულის პრობლემებზე საუბრობს.

თუ დიდხანს ზიხართ და ზურგის დაბუჟებას გრძნობთ, ხელისგულების უკანა მხარეები ერთმანეთს დაუტყაპუნეთ.

ხელისგულის უკანა მხარე ზურგს უკავშირდება და ასეთი მოქმედებით შვებას იგრძნობთ.

ჩვენს ფეხებზე ასევე 6 მერიდიანია:

3 ფეხის შიდა და 3 გარე მხარეს.

  • შუა (გვერდითა) ხაზი ფეხის გარე მხარეს – ნაღვლის ბუშტის არხი;
  • წინა მხარე – კუჭის არხი;
  • უკანა მხარე – შარდის ბუშტის არხი;

მერიდიანების ფეხის შიდა მხარეს:

  • შიგნით (გვერდით) – ღვიძლის არხი;
  • წინა ნაწილთან ახლოს – ელენთას არხი;
  • ფეხის უკანა ნაწილი – თირკმლების არხი;

ფეხებში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად დაჯექით, ფეხები ოდნავ წამოწიეთ და ორივე ტერფის მობრუნება დაიწყეთ ჯერ მარცხნივ, შემდეგ მარჯვნივ (ასევე 150-ჯერ ერთი მხრიდან და 150-ჯერ მეორე მხრიდან)

მაჯის და ტერფის ბრუნვა, რომელიც სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, შეგიძლიათ დილით, გაღვიძებისთანავე შეასრულოთ, როცა ჯერ კიდევ საწოლში ხართ.