ტესტი X-ზე: დახატეთ იქსი და გაიგეთ, რას ამბობს ორი ხაზი თქვენზე

0
580

ინგლისურენოვან ინტერნეტ სივრცეში უკვე მერამდენე დღეა მნიშვნელოვან თემას განიხილავენ: როგორ ხატავენ ადამიანები ჯვარს (იქს, ასო X) და რას ამბობს ეს მათზე? გამოსცადეთ საკუთარი თავი და მეგობრებს აჩვენეთ!

ყველაფერი „ტვიტერზე“ მომხმარებლის cyanpotato–ს მიერ გამოქვეყნებული პოსტით დაიწყო. მან დახატა სურათი, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა (სხვათა შორის, ამისთვის მრავალრიცხოვანი რეპოსტის გარდა ვერაფერი მიიღო). მასზე გამოსახულია იქსის დახატვის რვა მეთოდი: ფერადი ხაზი – პირველი, შავი – მეორე. სპეციალისტებმა დააკომენტარეს, თუ რომელ პიროვნულ თვისებებზე შეიძლება საუბრობდეს ესა თუ ის მეთოდი. Girl.ge–ს რედაქცია გირჩევთ, სანამ წაკითხვას გააგრძელებთ, იქსი დახატოთ და ნაბიჯების თანმიმდევრობა დაიმახსოვროთ!

ინგლისურენოვან მომხმარებლებს შორის ყველაზე პოპულარული მე-7 ნომერი აღმოჩნდა: ზედა მარცხენა კუთხიდან ქვემოთ მარჯვნივ, შემდეგ ზედა მარჯვენა კუთხიდან ქვემოთ მარცხნივ. ეს წერის მიღებულ სტილს შეესაბამება მარცხნიდან მარჯვნივ და, ფაქტობრივად, ხელწერის ექსპერტების თვალსაზრისით ყველაზე სწორია. აი, რას ამბობს ეს და სხვა ვარიანტები პიროვნების შესახებ.

  1.  ქვედა მარჯვენა კუთხიდან ზედა მარცხენა კუთხისკენ, ქვედა მარცხენა კუთხიდან ზედა მარჯვენა კუთხისკენ.თქვენ წინსვლა გსურთ, მაგრამ რატომღაც წარსულზე მიჯაჭვული ხართ.
  2. ქვედა მარცხენა კუთხიდან ზემოთ მარჯვნივ, ქვედა მარჯვენა კუთხიდან ზემოთ მარცხნივ.ცდილობთ წარსულის გაკვეთილები დაივიწყოთ, მომავალზე ბევრს ფიქრობთ. წარსული თქვენს ქცევებზე გავლენას მაინც ახდენს.
  3. ზედა მარჯვენა კუთხიდან ქვემოთ მარცხნივ, ქვედა მარჯვენა კუთხიდან ზემოთ მარცხნივ.თქვენ მეამბოხე სული გაქვთ, ზოგჯერ კამათს უმიზეზოდ იწყებთ.
  4. ქვედა მარჯვენა კუთხიდან ზემოთ მარცხნივ, ზედა მარჯვენა კუთხიდან ქვემოთ მარცხნივ.აქ „სწორად“ მხოლოდ მეორე ხაზია დახაზული. ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ცდილობთ მომავალზე იფიქროთ, მაგრამ რაღაც უკან გექაჩებათ. წარმოიდგინეთ, რომ მანქანას მართავთ, მაგრამ მხოლოდ უკანა სარკეში იყურებით.
  5. ზედა მარცხენა კუთხიდან მარჯვენა ქვედა კუთხისკენ, ქვედა მარცხენა კუთხიდან ზედა მარჯვენა კუთხისკენ.პირველი ხაზი „სწორად“ დახაზულია, მეორე – პირიქით. თქვენ ინდივიდუალისტი ხართ და საკუთარი წესებით ცხოვრობთ, რაც გსიამოვნებთ.
  6. ქვედა მარცხენა კუთხიდან ზემოთ მარჯვნივ, მარცხენა ზედა კუთხიდან ქვემოთ მარჯვნივ.თქვენ არასწორი კუთხით და თანმიმდევრობით იწყებთ, ანუ შეიძლება ტრენდების შემქმნელი ან ხალხის წინამძღოლი იყოთ.
  7. ზედა მარცხენა კუთხიდან ქვემოთ მარჯვნივ, ზედა მარჯვენა კუთხიდან ქვემოთ მარცხნივ.როგორც უკვე ითქვა, ამ ვარიანტს სწორად მიიჩნევენ. თქვენ ცდილობთ, რომ ნორმის ჩარჩოებს არ გასცდეთ, ყველაფერში წესრიგი და ბალანსი გიყვართ.
  8. ზედა მარჯვენა კუთხიდან ქვემოთ მარცხნივ, ზედა მარცხენა კუთხიდან ქვემოთ მარჯვნივ.აქ, პირველი და მეორე ხაზი უკუ თანმიმდევრობით არის დახაზული: მეოცნებე ხართ და არასტანდარტულ ვარიანტებს პოულობთ.

რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი სიმბოლოს დახაზვა თქვენი ბუნების მთელ სიღრმეს ვერ გამოავლენს, მაგრამ საკუთარ თავზე რაღაც ახლის გაგება ყოველთვის სასიამოვნოა, ასე არაა?