იყო ძლიერი, მაგარია. ფსიქოლოგი გიამბობთ, რატომ არ გჭირდებათ ქალურობის ტრენინგები

0
850
photo credit: Getty Images

ტრენინგი „ნამდვილი ქალის“ შესახებ დღემდე პოპულარულია, არადა ცნობილია, რომ აქ კარგს არაფერს ასწავლიან. Girl.ge–ს რედაქცია გიზიარებთ ფსიქოლოგ დანატა დავიდოვის მოსაზრებას, თუ რატომ არ გჭირდებათ ასეთი ტრენინგები. ნახეთ, რატომ არის მაგარი, იყო ძლიერი ქალი.

ჩემმა კლიენტმა (პირობითად, მარი) გადაწყვიტა უფრო ქალური გახდეს და ექსპერიმენტი ჩაატარა: მთელი წელი მხოლოდ ქვედაბოლოს ტარება და არანაირი შარვალი. როგორც ერთ–ერთ ტრენინგზე უთხრეს, ლამაზი სიარული და გრაციოზულობა ქალურობას გააღვიძებს. „აჰა! – იფიქრა მარიმ, – გამოდის, ელექტრო ცოცხივით წინ და უკან სიარულს, თავხედობას და ყველას დაშინებას შევწყვეტ. უფრო ნარნარა და მოხდენილი გავხდები, როგორც მონიკა ბელუჩი!“

ურთიერთობაში სინაზე და ცხოვრებაში სიმშვიდე ნამდვილად გამოჩნდა. მაგრამ! დროთა განმავლობაში შეამჩნია, რომ შედეგების მიღწევა და ალტერნატიული ვარიანტებიდან არჩევანის გაკეთება უჭირდა. დრო ნელა გადიოდა და ბოლოს და ბოლოს თავდაუჯერებლობა გაჩნდა. როცა მისი უბედურების სათავეს ძებნა დავუწყეთ, გაჩნდა კითხვა: „რატომ დავიწყე საკუთარი თავის შეცვლა? რა მაკლდა?“

მარისთვის აღმოჩენა გახდა მისი პასუხი: „სიმართლე რომ ვთქვათ, ყველაფერი მაკმაყოფილებდა. ბიზნესში წარმატებული ვიყავი, მეგობრები და ახლობლები მიღებდნენ ისეთს, როგორიც ვიყავი. უბრალოდ იდეალური ქალის ახალ მოდას ავყევი“.

ერთი წელიც არ გასულა, რომ ქალებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა ტრენინგებიდან ზღვა კლიენტები მოვიდა. დაკარგული გოგოები ტირილით ყვებოდნენ, თუ როგორ სურდათ საკუთარი თავის უკეთესი ვერსია გამხდარიყვნენ, მაგრამ შედეგად დეპრესია მიიღეს, საყვარელ ადამიანს ეჩხუბნენ ან დაშორდნენ.

ყველაფერი იმიტომ, რომ ქალურობის ტრენინგები არავის სჭირდება! მოდით გავარკვიოთ, როგორები არიან ამჟამად 30 წლის ქალები და რა სჭირდებათ სინამდვილეში.

  • ახალგაზრდა და წარმატებული 30 წლის ქალი აღზრდილია იმისთვის, რომ ძლიერი და დამოუკიდებელი იყოს. როცა რთულ სიტუაციაში სხვები წუწუნს იწყებენ და იყინებიან, როგორც ცხვრები, მებრძოლი თევზი ბრძოლას იწყებს. თუ 30 წლის ბიზნეს ლედი ასეთი მებრძოლი არ იქნებით, წარმატებას ვერ მიაღწევთ. დაფიქრდით, ეს მნიშვნელოვანია!
  • ზოგჯერ, მოდის ტენდენციების მიდევნებით შეიძლება საკუთარი თავი დაკარგოთ. ახალგაზრდა და წარმატებულო ქალებო საკუთარ თავს მთავარი კითხვა დაუსვით: რა დაგეხმარათ წარმატების მიღწევაში? შეუპოვრობა, ამბიცია, მუშტის დაკავების უნარი? ეს შესაძლებელია, თუ თავდაჯერებული ხართ, საკუთარი სიმართლის და უძლეველობის გწამთ.
  • რატომ უნდა გადააბიჯოთ საკუთარ თავს იმისთვის, რომ სხვას თავი მოაწონოთ? ნახეთ, რამდენი ადამიანი გამოჩნდა, რომ სწორად ცხოვრება გასწავლოთ. ტრენინგები ქალებისთვის, ინფობიზნესი – ეს ბიზნესი ყვავის, თქვენ კი ინდივიდუალურობას კარგავთ, რაც მთავარი კოზირია თამაშში, სახელწოდებით ცხოვრება.
  • უკიდურესობაში არ გადაეშვათ, გახდე წყნარი, ლამაზი გოგონა–გვირილა, როცა სულში ენერგია ჩქეფს, არ გამოგივათ. „დედოფალი?“ – იკითხავთ. მოიცადეთ, ეს ხომ ცივი ქალის ტიპია მაღალი თვითშეფასებით, რომელსაც ამქვეყნად არავინ აინტერესებს. აქ, დისონანსი ჩნდება: თუ საკუთარი თავის შეცვლა გსურთ, გამოდის თქვენთვის სხვისი აზრი მნიშვნელოვანია. რა დედოფლობაზეა საუბარი? ყველა ტიპი ქალს ბუნებით აქვს და ხრიკი ისაა, რომ მათი არსებობის შესახებ არ ვიცით, არადა ყოველდღიურად ვიყენებთ. იყავით ისეთი, როგორიც ხართ.
  • მამაკაცების შესახებ: ჩვენს 30 წლის ბიჭებს ბევრი ქალური ენერგია აქვთ და ამიტომ ძლიერი ქალებისთვის მიმზიდველნი არიან. თუ პარტნიორთან ურთიერთობის გაწყვეტა გსურთ, როლის შეცვლა – პირდაპირ ცხენის სვლაა! ასეთი ბიჭები ძლიერ განიცდიან, როცა მათი ძლიერი და წარმატებული ცოლები იცვლებიან. თავს კომფორტულად ვერ გრძნობენ და მომავალი აშინებთ. სხვათა შორის, გავლენიანი 40 წლის ბიზნესმენებიც იძაბებიან, როცა მათი ცოლები მოულოდნელად მკვეთრად იცვლებიან. სახლში მათ ჩვეულ გარემოში მოხვედრა სურთ. და თუ საკუთარ თავში რაიმეს შეცვლა გსურთ, დაფიქრდით, დიდი ალბათობით, საყვარელი მამაკაცი სწორედ თქვენი  მჩქეფარე ენერგიით, სპორტული ცხოვრების წესით, სწრაფად და დაუყონებლივ მოქმედების უნარით არის აღფრთოვანებული.
  • თუ გაწუხებთ, თუ სხვების თვალში როგორ გამოიყურებით, ეს თვითშეფასების პრობლემაა. თავდაუჯერებლობა კი ხშირად საკუთარი თავის მიმართ უსიყვარულობით არის გამოწვეული. ამ თემაზე სამუშაოდ ფსიქოლოგს დაუკავშირდით და წიგნებში მზა პასუხებს ნუ ეძებთ.