
Girl.ge-ს რედაქცია გთავაზობთ საუკეთესო ცოლების რეიტინგს ჰოროსკოპის მიხედვით. ნახეთ, რეიტინგში რომელ ადგილას იმყოფებით თქვენ ან თქვენი მეუღლე.
მე-12 ადგილი: მორიელი
მორიელი ცოლების რეიტინგში ბოლო ადგილს იკავებს. ის მომხიბვლავი, ლამაზი და ჭკვიანი ქალია, მაგრამ მასთან დაქორწინება ნიშნავს – საკუთარი თავი მონად გაყიდოთ. რა თქმა უნდა, ცუდი არაა ასეთ ქალს ემსახუროთ, ერთი პრობლემა რომ არ იყოს. გამელოტებას მოასწრებთ, ერექციულ დისფუნქციას შეიძენთ და პენსიასაც აიღებთ, სანამ მის პრეტენზიულ ხასიათს შეეგუებით და თავდასხმების მოგერიებას ისწავლით. შემდეგ კი უკვე უშნო მამაკაცს ვინმე ოცდაათი წლის ულვაშიანი მაჩოთი ჩაგანაცვლებთ.
მე-11 ადგილი: თევზები
ცოლად მოიყვანოთ თევზის ნიშნის ქალი, ნიშნავს სახლში კატა მოიყვანოთ. თვალწარმტაცი ქალი მთელი ცხოვრება ისე შემოგხედავთ, როგორც ხანგრძლივი მონელების პროცესის ცუდ სურნელოვან შედეგს. თევზის ყოლა უფრო ძვირი სიამოვნება, ვიდრე კატის, თან ერთნაირი სარგებელი მოაქვს: ზოგჯერ, თუ კარგ განწყობაზეა, საშუალებას მოგცემთ ხელში აიყვანოთ და მოეფეროთ. შეიძლება კნავილიც დაიწყოს. და ამ კნავილზე შეიძლება შეჯდეთ: ერთხელ და სამუდამოდ. რადგან მაშინაც კი, თუ ნემსს მიატოვებთ, მთელი ცხოვრება ცარიელი და უაზრო გახდება. მაგარია, არა?
მე-10 ადგილი: ლომი
ლომის ნიშნის ცოლი ნამდვილი ვიტრინა და ქმრის მიღწევების გამოფენაა. და თუ ქმარმა რამდენიმე კარატი ბრილიანტის შესაძენად ვერ გამოიმუშავა, საქმე წასულია: კატის მძიმე თათი პირდაპირ ქმარს მოხვდება, თან ძალიან მწარედ. ამასთან, შეუძლებელია ლომთან განშორება. არა, თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ პრაქტიკულად, კი მასთან შედარებით ყველა ქალი უბრალოდ რაღაც უსახურ ასლს დაემსგავსება, სხვა ლომისთვის უკვე ზედმეტად ღარიბი იქნებით.
მე-9 ადგილი: მშვილდოსანი
ცოლი–სატანა. მშვილდოსანი პირდაპირ გაფრთხილებთ, რომ ქმრისგან უკვდავი სულის გარდა არაფერი სჭირდება. ისიც მხოლოდ სამომავლო გარანტიისთვის, აბა ქმრის სულში ჩახედვა დიდად არ სურს. მისი აზრით ერთობლივი მომავალი ასე გამოიყურება: როგორც იტყვის, ისე იქნება. ყოველთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში,ხელშეკრულების პუნქტს დახედეთ –ჯოჯოხეთში დაიწვებით. სამუდამოდ!
მე-8 ადგილი: ტყუპები
სახიფათო ცოლი. ზოგიერთი ქალის გვერდით მამაკაცი თავს გმირად მიიჩნევთ, ზოგთან თავს წარუმატებლად გრძნობს, მაგრამ არსებობს ისეთი ქალები, როგორიცაა ტყუპები. მან კარგად იცის, თუ ვინ ხართ სინამდვილეში. თავის მოჩვენებას აზრი არ აქვს. სულისმჭვრეტელი ტყუპები სხვების ურჩხულებს კვებავს და მათზე ზრუნავს. პრობლემა იმაში, რომ შინაგანი ურჩხულების ვინმესთვის ჩვენება ყველას არ სურს.
მე-7 ადგილი: ვერძი
იცხოვრო ვერძთან ნიშნავს, მუდმივად მოთუხთუხე ვულკანზე იჯდეთ. ამის შესახებ ყველამ იცის, თუმცა ცოტა თუ ხვდება, რატომ ღირს ასე გარისკვა. ვერძს შეუძლია თავისი ტემპერამენტით ნებისმიერი ლითონის ბოქლომი გაალღოს, ფორმა მისცეს და ლამაზი და სასარგებლო ნივთი მიიღოს. ამით ყველა კმაყოფილია. უკმაყოფილოებს ვერძი თავიდან ადნობს.
მე-6 ადგილი: სასწორი
სასწორი ზუსტად ისეთი ქალია, რომელზეც ყველა ოცნებობს: რბილი, ნაზი, დამთმობი ქალი, მშვენიერი, თუმცა ცოტა ნერვიული, დახვეწილი კულინარი, ჭკვიანი, ლამაზი და სექსუალური არსება. ასეთი იმ დღეებშია, როცა კეთილია და ბედნიერია. რაც ხშირად არ ხდება. სხვა დროს ისტერიკას, სკანდალებს და ტირილს უთმობს, მაგრამ ამასაც მომხიბვლელად აკეთებს.
მე-5 ადგილი: ქალწული
ქალწული არა უბრალოდ ცოლი, არამედ საუკეთესო მეგობარი და თანამეგზურია. მისი აზრით, ცოლ–ქმარი არა ერთმანეთს, არამედ ერთი მიმართულებით უნდა იყურებოდნენ. ამასთან მიმართულებას ქალწული ირჩევს. ქალწულის ქმრობა მომგებიანია, თავს ნამდვილ ალფა–მამრად იგრძნობთ. ლიდერი არ იქნებით, მაგრამ სტატუსი გექნებათ. მთავარია, მგლის ტყავში გახვეული ცხვარი არ იყოთ. „ტყუილის“ შემოწმება ადვილია, თუ ქალწულმა ბეჭდის დანახვისას პირდაპირ არ გიპასუხათ და დასაფიქრებლად დრო გთხოვათ, ცხვარი ხართ და უნდა გაიქცეთ.
მე-4 ადგილი: კურო
თუ მხიარული, მაგრამ ღარიბი და უსაქმური ხართ, ცოლად კურო მოიყვანეთ. მას ნამდვილი ნიჭი აქვს, რომ ღარიბი მხიარული ზარმაცი ადამიანი წარმატებულ უსაქმურად აქციოს. თუმცა ამ გარდაქმნის პროცესში მთელი მხიარულება ქრება. კურო ცოლად მოიყვანეთ, თუ ფიქრობთ, რომ თავს ზემოთ თეფშების სროლა სახალისოა, თან 3580-ჯერაც.
მე-3 ადგილი: თხის რქა
თხის რქამ ოჯახური ბედნიერების მარტივი რეცეპტი იცის. მისი აზრით, იდეალური მამაკაცი იდეალურ ქალთან უნდა იყოს. გათხოვებაზე გადაწყვეტილებას საღი გონებით იღებს და მითიურ სიყვარულის გრძნობას არ ეყრდნობა. ასე კი იდეალურ მამაკაცთან დიდხანს და ჰარმონიულად ცხოვრობს. კრიტერიუმებზე ყურადღებას არ გავამახვილებთ. ერთს ვიტყვით, ვისაც თხის რქა აირჩევს, შეუძლია სარკეში ჩაიხედოს, სხვებს კი ასეთი საშინელი რამ არ სჭირდებათ. შემდეგ ვეღარ დაიძინებთ.
მე-2 ადგილი: მერწყული
მერწყულს პირველობა არ უყვარს, ამიტომ საპატიო მე-2 ადგილს იკავებს. ის თითქმის მითიური არსებაა: ყოველთვის ახალგაზრდა, 90 წლის ასაკშიც პირველკურსელი გოგოსავით კეკლუცია, ყოველთვის ლამაზი, მის ტემპერამენტს დრო ვერაფერს აკლებს. გასაოცარი, რადგან ყოველთვის თავისი ცხოვრებით ცხოვრობს. პრობლემა ერთია: 7 რკინის ჩექმას გაცვეთ, სანამ მერწყული ცოლობაზე დაგთანხმდებათ.
1-ლი ადგილი: კირჩხიბი
გაგიჭირდებათ, რომ კირჩხიბი გათხოვებაზე დაითანხმოთ, მაგრამ შემდეგ მთელ ბრწყინვალებას აჩენს. ჭკვიანი, ლამაზი და კარგი დიასახლისია. შვილებს იდეალურად ზრდის, სახლს მართავს, მეუღლის ნათესავებთან მეგობრობს. ქმარს ყოველთვის მხარს უჭერს. მისთვის ოჯახი მთავარია. თუ ვალდებულებების შესრულებას თავს აარიდებთ, უფრთხილდით, ვიღაცას ფოლადის მარწუხი არ აცდება.