10 პოპულარული ბიუთი-პროცედურა, რომლებიც შეიძლება საშინლად დასრილდეს

0
302

მრავალი პოპულარული პროცედურა, რომლებსაც სახლის პირობებში ვიკეთებთ, პროფესიონალის ხელით უნდა გაკეთდეს. თითოეულ ჩვენგანს ერთხელ მაინც მოსვლია შეცდომა, დაკავშირებული არასწორ თვითმოვლასთან. არ გაიმეოროთ შეცდომები, რომლებსაც ახლა Girl.ge-ის რედაქცია გაგაცნობთ.

1. ნუნების მოჭრა

ერთი შეხედვით, ამაზე მარტივი რა შეიძლება იყოს. თუმცა, რეალურად, ეს ის პროცედურა არაა, რომელიც დამოუკიდებლად უნდა ჩაიტაროთ, თუ საკუთარ პროფესიონალიზმში ეჭვი გეპარებათ. ნუნების საკვნეტით მოჭრისას, უნდა ფლობდეთ გარკვეულ ტექნიკას, რათა კანი, რომელიც, თითქოს, სრულად მოიშორეთ, რამდენიმე დღეში ნაწილებად გაიზრდება. გარდა ამისა, თუ ნუნებს არასწორად მოიჭრით, ეს ფრჩხილის ხარისხზეც აისახება და მის ზედაპირზე ღარებს გააჩენს.

2. სახის წმენდა ელექტრონული ჯაგრისით

სახის გამწმენდი ლექტრონული ჯაგრისი ბოლო დროს დაუჯერებლად პოპულარული გახდა. “ვაუ-ეფექტი”, რომელსაც ჯაგრისის გამოყენების სემდეგ იღებთ, თქვენ წინააღმდეგ შეიძლება შემოტრიალდეს. საქმე ისაა, რომ, თუ კანზე გარკვეული ანთება ან მუწუკებია, ამ პრობლემუმრი ზონების “წმენდა” არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება – არსებობს ამ “საზიზღრობის” მთელ სახეზე გავრცელების დიდი რისკი, შემდეგ კი ამ კატასტროფას კოსმეტოლოგთან ერთად უნდა ებრძოლოთ. დასკვნა: ჯაგრისთან ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, პრობლემური კანისთვის იგი არ გამოდგება.

3. თმის გაღიავება

მაშ ასე, ის დღე დადგა. გადაწყვიტეთ გაქერავება. სახლში. საკუთარი ხელით. გამაღიავებელი შეიძინეთ, ინსტრუქცია წაიკითხეთ. კარგი იქნებოდა, აქვე რომ გაჩერებულიყავით, საღებავი შეგენახათ და გამოცდილ ოსტატთან სალონში ჩაწერილიყავით. მაგრამ არა! ძალიან კარგად ვიცით, ეს რითიც დასრულდება: გადამწვარი, გაყვითლებული თმა, ისტერიკა, მაღაზიაში ნაქსოვი ქუდისთვისა და უფრო მუქი საღებავისთვის წასვლა, რადგან ეს უმსგავსობა როგორღაც უნდა გადაფაროთ.

4. პილინგი

სახლის პილინგი საკმაოდ სარისკო წამოწყებაა, ამას ნებისმიერი კოსმეტოლოგი გეტყვით. საქმე ისაა, რომ ეს პროცედურა ქიმიური ზემოქმედებაა, ამიტომ შემადგენლობა ფრთხილად, კანის ტიპის შესაფერისად უნდა შეირჩეს. დარწმუნებული ხართ, რომ შეძლებთ? არასწორი პილინგის შედეგად, შესაძლოა მიიღოთ სიწითლე, აქერცლვა და დამწვრობაც კი. სწორედ ამიტომ არ გირჩევთ ამ პროცედურის ჩატარებას სახლის პირობებში. ჩვენ ხომ თქვენს სახეზე ვსაუბრობთ!

5. ნატურალური ნიღბები

მარწყვის, არაჟნის, ალუბლის, თაფლის, შვრიის და კიდევ უამრავი სხვა რამის, რაც სამზარეულოში იპოვეთ, სახეზე წასმამდე უნდა დარწუნდეთ, რომ მასზე ალერგია არ გაქვთ, თორემ გლუვი და განახლებული კანის ნაცვლად, ქავილსა და შეშუპებას მიიღებთ.

6. ცვილით ეპილაცია

საინტერესოა, არსებობს დედამიწის ზურგზე თუნდაც ერთი გოგონა, რომელმაც შეძლო და ცვილით ეპილაცია სახლის პირობებში ტრავმებისა და ცრემლების გარეშე დაასრულა? ზედმეტად ცხელი ცვილით დამწვრობა, კანზე მიწებებული ცვილი, რომელიც არაფრით სძვრება (რეალურად, მისი მოშორება მზესუმზირის ზეთით შეიძლება), და ჩაშლილი პაემანი… გარდა ამისა, თუ თმას არასწორი მიმართულებით მოიშორებს, იგი დაიწყებს ჩაზრდას, ეს სიტუაცია კი ნამდვილად უსიამოვნოა.

7. პედიკური

ეს ძალიან რთული პროცედურაა. მისი გაკეთება უნდა შეგეძლოთ. საქმე არამხოლოდ ისაა, რომ საკმაოდ დიდხანს ჯდომა მოგიხდებათ, სამ ნაკეცად მოხრილი. პედიკურში ყველაზე რთულია კანის გამაგრებული ფენის ისე მოშორება, რომ ქუსლები არ “გადაიხეხოთ” და შემდეგ სიარულის უნარი დაკარგოთ. ზედმეტი მცდელობა სრულდება ნახეთქებითა და ახალი კოჟრებით. თუ ფეხის დამოუკიდებლად მოწესრიგება გადაწყვიტეთ, გადამალეთ ყველა უხეში სახეხი და არჩევანი ყველაზე ნაზზე შეაჩერეთ.

8. წარბების კორექცია

ზედმეტი თმების მოშორებაში ცუდი არაფერია. თუმცა, წარბისთვის ახალი ფორმის მიცემის მცდელობა ყოველთვის საშინლად სრულდება! საუკეთესო შემთხვევაში, ოსტატთან მიხვალთ და გადაიკეთებთ, უარესში – დაელოდებით წარბების ამოზრდას.

9. სკრაბირება

ბევრი ქალი უბრაოდ გიჟდება სკრაბებზე – ყავით ან შაქრით მომზადებულზე თუ შეძენილზე. სამწუხაროდ, სკრაბის გამოყენება ყველასთვის არ შეიძლება – კანის გაწმენდის სურვილი, შესაძლოა, უკუეფექტით დასრულდეს. სკრაბით ყველაზე წვრილი ანთების წმენდაც კი სერიოზულად ავნებს მას. სამწუხაროდ, ეს პროცედურა მხოლოდ იდეალურად სუფთა კანზე უნდა ჩატარდეს.

10. თმის ინით გაძლიერება

რატომღაც ითვლება, რომ ინა თმისთვის ძალიან სასარგებლო პროდუქტია. რეალურად, იგი არ შეიცავს მკვებავ ნივთიერებებს, თუმცა, თმის ქერცლების დაწებება შეუძლია, რაც თმას აელვარებს. ამ დროს კი თმა უფრო მკვრივი, მშრალი და, ესე იგი, მსხვრევადი ხდება. ამიტომ, თუ დაყოფილ ბოლოებზე ოცნებობთ, გააგრძელეთ თმის ამ საშუალებით გაძლიერება.