10 მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელთა შესახებ ჭკვიანმა ქალმა უნდა იცოდეს

0
754
photo credit: Getty Images

ცხოვრება არაპროგნოზირებადია, მაგრამ ამის მიუხედავად რამდენიმე მნიშვნელოვანი ქალური პრინციპის გამოყოფა შეიძლება, რომელთაც Girl.ge–ს რედაქცია გიზიარებთ. მათი გააცნობიერება და მიღება უფრო ბედნიერს გაგხდით.

ქალის ცხოვრებისეული პრინციპები

ნებართვა არ გჭირდებათ, რომ სასურველი განახორციელოთ

როცა თინა სილინგი, წიგნის „შექმენი საკუთარი თავი“ ავტორი, სტენფორდის უნივერსიტეტში მეწარმეობის შესახებ ლექციებს კითხულობს, აუდიტორია სავსეა. ლექციაზე ყველას მოუწოდებს, რომ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადასადგამად ავტორიტეტის (ან არც თუ ისე) ნებართვას არ დაელოდონ. “უფლება გაქვთ, რომ ექსპერიმენტები ჩაატაროთ, სამყაროს ახლებურად შეხედოთ, საკუთარი გზა გაიკაფოთ, შესაძლებლობების საზღვრები შეამოწმეთ, დამარცხდეთ და რაღაცის გაკეთება კვლავ სცადოთ. ეს ერთადერთი ბუნებრივი უფლებაა და არა ის, რაც ჩვენ ზემოდან ან გარედან მოგვეცა“.

არავინ არავის წინაშე ვალდებული არაა

რადგან ამქვეყნად არავინ იბადება იმისთვის, რომ სხვისთვის იცხოვროს. ძლიერი ქალის ამ პრინციპს ინვესტიციების ანალიტიკოსი ჰარი ბრაუნი ხსნის  – არა, არა ფინანსურ სტატიაში, არამედ ქალიშვილისადმი მიწერილ წერილში. 1966 წლის შობას მან წიგნებთან და სათამაშოებთან ერთად ქალიშვილს სიბრძნე აჩუქა: ამ სამყაროში არაფერი, სიყვარულიც კი, ისე არ უნდა მიიღო, როგორც არსებული. არავინ ცხოვრობს შენთვის, რადგან შენს პიროვნებას არავინ წარმოადგენს. შენ შეიძლება მხოლოდ საკუთარი ბედნიერება იგრძნო, ამიტომ მისი ორგანიზებაც თავად უნდა მოახერხო. თუ არ იფიქრებთ იმაზე, თუ რამდენი გეკუთვნით, იმედგაცრუების წინააღმდეგ ძლიერ იმუნიტეტს გამოიმუშავებთ. მოლოდინის არარსებობა – სასწაულებით და საოცრებებით სავსე ცხოვრების საფუძველია.

ცუდი ადამიანები უფრო ცოტაა, ვიდრე ფიქრობთ

ბიზნეს კონსულტანტი ალექსანდრე ლევიტასი დარწმუნებულია: მომხმარებლებს შეძენილი პროდუქტის დაბრუნების შეუზღუდავი შესაძლებლობა რომ მისცეთ, გამყიდველის უპრეცედენტო სიკეთეს მხოლოდ 2% გამოიყენებს. ის, ვინც უსინდისოდ იქცევა, ბევრი არაა. სხვები, ნამდვილად ცუდ საქციელს არა ბოროტი ზრახვით, არამედ ბედნიერებისკენ სწრაფვის სურვილით ჩადიან.

სინამდვილეში არავის აინტერესებს, რას აკეთებთ, რას ფლობთ და როგორ ცხოვრობთ

ცხოვრებაში ორი ტიპის ადამიანს ვხვდებით. პირველი, ვისაც ფეხებზე კიდია: ჩვენი წარმატება, დამარცხება, უბედურება. თავად გამოიმუშავე მანქანის ფული? ყოჩაღ. მსხვილი კომპანიის დირექტორი გახდით? კარგია. „და რა? სამაგიეროდ.“ – ასეთი ბევრია. აი, ვისთვისაც სულერთი არაა, ცოტაა. მართალია მათ უფრო აინტერესებთ, თუ ვინ ხართ, ვიდრე რას აკეთებთ და ფლობთ. თუ ასეთ ადამიანს შეხვდით, არ დაკარგოთ. დანარჩენებზე სჯობს არ იდარდოთ. როგორც მწერალმა დევიდ ფოსტერ უოლესმა თქვა „თქვენ შეწყვეტთ ნერვიულობას იმაზე, თუ რას ფიქრობენ სხვები თქვენზე, როცა მიხვდებით, თუ ამას რამდენად იშვიათად აკეთებენ“.

ქცევის ყველაზე ეფექტური სტრატეგია „თვალი თვალის წილ“

სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ კეთილი გოგო ხართ, მაგრამ ყოველთვის მარცხენა ლოყის მიშვერა მაშინ, როცა მარჯვენა ლოყაზე სილა გაგაწნეს, პირადი კეთილდღეობისა და ჯანმრთელობისთვის საზიანოა. სჯობს ნამდვილი ქალის პრინციპი გამოიყენოთ, რომლის რაციონალურობა მათემატიკურად დამტკიცებულია. „თვალი თვალის წილ“ – ასე ერქვა ანატოლია რაპოპორტის, ფილოსოფოსის და ფსიქოლოგის, პროგრამას, რომელმაც კომპიუტერულ შეჯიბრში ქცევის ყველაზე ეფექტური სტრატეგიის მოსაძებნად ყველას აჯობა. მისი ალგორითმი ორი ნაბიჯისგან შედგებოდა: დაიწყე თანამშრომლობით, შემდეგ მოწინააღმდეგის ქცევა გაიმეორეთ. თუ ოპონენტმა რამე კარგი გააკეთა, რაპოპორტის პროგრამა საპასუხო ქცევით პასუხობდა, მაგრამ მუხთლობაზე თვალს არასდროს ხუჭავდა. პრინციპი „სიკეთე უნდა იყოს მუშტებით“ ჭკვიანი ქალის ცხოვრებაშიც გამოიყენება. პირველი თავს არ დაესხა, საქმით აჩვენეთ, რომ თანამშრომლობისთვის მზად ხართ. ისე მოიქეცით, როგორც გექცევიან. მზად იყავით აპატიოთ მათ, ვინც ინანიებს და კვლავ თანამშრომლობა გააგრძელეთ.

ყოველთვის გამოჩნდება კიდევ ერთი შანსი, რომ რაღაც საწყენი თქვათ

სანამ გულსატკენ ან უსიამოვნო რეპლიკას წარმოთქვამთ, საკუთარ თავს სამი კითხვა დაუსვით: „ეს კეთილი სიტყვაა?“, ეს სამართლიანი სიტყვაა?“, „ეს აუცილებელი სიტყვაა?“ თუ ამ კითხვებს დადებითად არ პასუხობთ, პლუტარქის რჩევა გამოიყენეთ: „სიბრაზეს მისი გაჩენის მომენტში დუმილით მარტივად დაამარცხებთ“. ნეგატივის გადმოფრქვევით სამყაროში კარგი არაფერი მოგაქვთ.

თითოეულ ჩვენგანს საკუთარი როლი აქვს და გაუმართლებელი ცვლილება შეიძლება გვერდიდან გამოვლინდეს

ფსიქოლოგი ალექსეი კაპრანოვი განმარტავს: „როლი პასუხია კითხვაზე „ვინ ვარ?“, „ახლა ვისი პოზიციით ვმოქმედებ?“. თითოეული სიტუაცია გარკვეულ ნიღაბს მოითხოვს და სადაც არ უნდა იყოთ, აუცილებლად ვიღაც გახდებით: უნივერსიტეტში – სტუდენტი, მშობლებთან – ქალიშვილი. არსებობს 2 საფრთხე: უადგილო ადგილას როლში რჩებით და ერთდროულად რამდენიმე ურთიერთსაწინააღმდეგო ნიღაბს ირგებთ. ამის გამო დაღლილობის და სინანულის გრძნობა ჩნდება. როლიდან დროულად რომ გამოხვიდეთ, უნდა გააცნობიეროთ ან გამოიყენოთ მეთოდი „სტოპ–ტექნიკა“. მაგალითად, სამსახურში გაგკიცხეს, მაგრამ ოფისიდან გამოსვლისას თანამშრომლის ნიღაბს იშორებთ და ასე ვთქვათ თავდაჯერებული გოგოს როლს ირგებთ.

ერთადერთი ადამიანი, ვისაც უნდა მოწონდეთ, თქვენ ხართ

სხვები ვერასდროს განსაზღვრავს, თუ რამდენად ღირებული და ღირსეული პიროვნება ხართ. რატომ? უმეტესობას წარმოდგენა არ აქვს, თუ თავად რამდენად ღირებულნი არიან. ისინი გარემოებას, ხალხს ან მაღალ ძალებს საშუალებას აძლევენ განსაზღვრონ, თუ რას წარმოადგენენ. სხვებს იარლიყების მიკერების უფლება არ მისცეთ. აქსიომად მიიღეთ პრინციპი „საკმარისად კარგი ვარ“. აი, რას ამბობს უეინ დაიერი, თვითგანვითარების შესახებ მრავალტირაჟიანი წიგნის ავტორი: „თქვენი თვითშეფასება სხვების აზრს არ უნდა ეყრდნობოდეს. თქვენ ღირსეული ხართ უკვე იმიტომ, რომ თავად ასე თვლით“.

მოქმედების არ შეგეშინდეთ, ნამდვილად მოგეწონებათ. შიში აჩვენებს, რომ რაღაც ნამდვილად მნიშვნელოვანი და ძვირფასია

ჩვეულებრივ, ამაღელვებელი მოვლენები საშიშია: საკუთარი ბიზნესის დაწყება, ბავშვის გაჩენა, სცენაზე გამოსვლა. „შიში ნორმალურია, რაც უფრო დიდია ოცნება, მით უფრო ძლიერია შიში“ – ამბობს მარკ მაკგინესი წინგში „ყველაფრის მიუხედავად“. შიშთან შეგუება შეიძლება, შემდეგ კი გამოცდილებით მისი დამარცხება. რაც უფრო ხშირად აკეთებთ რაღაცას, მით უფრო ნაკლებად გეშინიათ. აი, ქალის ცხოვრებისეული პრინციპი!

როგორი დამაჯერებელიც არ უნდა იყოს არგუმენტები, არავინ იცის, რამდენად სწორია (ჩვენც)

ბლოგერი რიზვან ასიმი ამბობს, რომ ადამიანები სამყაროს ისეთს ხედავენ, როგორც ფიქრობენ მასზე. მოვლენებს საკუთარი ბავშვობის, აღზრდის, მშობლების თანხმობის ან უფროსების დასჯის პრიზმიდან ვუყურებთ. თითოეული, ვისაც ესაუბრებით, გიზიარებთ მოსაზრებას, რომელიც ფაქტებით მორთულია და არა ფაქტებს, მოსაზრებით მორთულს. რეალობა გამოგონილისგან განასხვავეთ, პირადი ხედვა – მტკიცებულებებისგან. აიღეთ მხოლოდ ის, რაც გჭირდებათ და შეცდომების დაშვების არ შეგეშინდეთ. როგორც ამბობს ირინა ჰაკამადა, „თუ არ იცით, რა გააკეთოთ, გააკეთეთ ის, რაც იცით“. ბოლოს და ბოლოს, საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებელი თავად ხართ.