
ზოგჯერ ისე ხდება, რომ კარადა ტანსაცმლით სავსეა და ჩასაცმელი არ გვაქვს. შეგიმჩნევიათ? იგივე სიტუაციაა კოსმეტიკური საშუალებების ბაზარზე: თითქოსდა მრავალფეროვანი არჩევანია, მაგრამ გვსურს რაღაც, რაც იდეალურად მოგვიხდება და სასიამოვნო ფასიც ექნება. მოკლედ, წყარო ნაპოვნია. iHerb-ის სილამაზის განყოფილებიდან რამდენიმე პროდუქტი დავტესტე, რომელთა შემოწმება დიდი ხანია მსურდა.
ჩრდილების პალეტი Pro Palette 3 და პრაიმერი, Lorac
ალბათ, კოზირით დავიწყებ. ნაცნობი ვიზაჟისტებისგან ამ პალეტის შესახებ ხშირად მსმენია. როგროც კი Lorac–ის პროდუქტები iHerb-ზე ხელმისაწვდომი გახდა, ამ ჩრდილების გამოყენება საკუთარ თავს შევპირდი. პირველ რიგში, ასეთი პროდუქტი (ჯერ) არავის აქვს და ექსკლუზიურობას ვაფასებ. მეორეც, ნეიტრალურმა სპექტრმა (წარმოუგენლად ფერად პალეტებზე მხოლოდ ყურება მიყვარს) და ამავე საიტზე წარმოუდგენლად გამძლე პიგმენტზე მიმოხილვებმა გამაოგნა. მესამეც, ჩრდილების პალეტს მოყვება სამგზავრო ზომის პრაიმერი, რომელთა დახმარებით ჩრდილები უფრო პიგმენტური ხდება. ეს ყველაფერი კომპაქტურ შეფუთვაში, რომლის შენახვა და თან წაღება მოსახერხებელია. პრაიმერის პატარა შეფუთვამ არ შეგაცბუნოთ: იმდენად ეკონომიურია, რომ რამდენიმე თვე გეყოფათ. ამ პალეტში მბზინავ ჩრდილებსაც დელიკატური დასასრული აქვს, რომ არაფერი ვთქვათ გლუვ ჩრდილებზე. ქუთუთოებზე ძალიან მდიდრულად გამოიყურება.
გამჭვირვალე, ფხვიერი პუდრა, Coty Airspun
ეს პუდრა ნამდვილი ლეგენდაა! მისი ფორმულა თითქმის ასი წელი არ შეცვლილა, მაგრამ საშუალებით დღემდე გატაცებულნი არიან ბიუთიგოლიკები და ახლა უკვე იუთუბბლოგერები. რატომღაც ამ პუდრაზე ნამდვილი ნადირობა მიმდინარეობს. პირველი გამოყენებიდან ყველა კითხვას პასუხი გაეცა: საშუალება ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის ნამდვილი აღმოჩენაა. პუდრა შეგიძლიათ დამატენიანებელი კრემის შემდეგ წაისვათ, თუ ტონალური კრემისგან ისვენებთ – ის მცირე ნაკლოვანებებს დაფარავს, მსუბუქ blur ეფექტს შექმნის. მეორე ვარიანტი – მაკიაჟის დასრულება: ნახევრად გამჭირვალე ხავედროვან ფინიშს მიიღებთ, რომელიც დაახლოებით 7 საათი გაძლებს და ფორებს არ ამოავსებს. ასევე გამაოგნებელია შეფუთვის დიდი ზომა, უწვრილესი ფხვნილი, რბილი ბუმბულა ნაკრებში და „ვარდისფერი“ სურნელი. არ დაგავიწყდეთ: თავად საშუალება ცოცხალი ისტორია და სილამაზის ექსპონატია.
ბრონზერი Murumuru Butter Bronzer, Physician’s Formula
iHerb–ი მაინც iHerb–ია და ყველაზე ეთიკური და უვნებელი სილამაზის საშუალებების გამო გვიყვარს. მათ შორისაა Physician’s Formula–ს აბსოლუტურად ვეგანური ბრონზერი. მის შემადგენლობაში არ შედის პარაბენები, გლუტენები და მავნე ზეთები. სამაგიეროდ გვხვდება მურუმუროს, კუპუასუს და ტუკუმას ნატურალური ტროპიკული ექსტრაქტები, სუფთა მარგალიტი და უცვლელი ცხიმოვანი მჟავები და პროვიტამინები. ასეთმა გაჯერებულმა კოქტეილმა არ შეგაშინოთ! მდიდრული კრემისებრი ტექსტურის წასასმელად სპეციალური სპონჟი–აპლიკატორი გამოიყენება, რომლის დახმარებით კონტურინგი (ლოყების ჩავარდნა, ცხვირის გასწორება) გაგიადვილდებათ. შეგიძლიათ მსუბუქი რუჯის შეფერილობა მიიღოთ, თითქოსდა ტროპიკული კუნძულებიდან დაბრუნდით (საშუალებაში ქოქოსის სუნი ასეთ ოცნებას ხელს უწყობს).
ბალზამი მაკიაჟის მოსაშორებლად Green Tea Pure Cleansing Balm, Yadah
მაკიაჟი გაიკეთეთ, სხვებს თავი მოაწონეთ, მამაკაცებისგან კომპლიმენტები შეაგროვეთ – დროა, მაკიაჟი მოიშოროთ! ვიმედოვნებთ, დემაკიაჟს და სახის დაბანას ერთ პროცედურაში არ აერთიანებთ და ორეტაპიან გაწმენდის პროცედურას იტარებთ. ჰიდროფილური ზეთით მაკიაჟის მოშორებას ბევრი მიეჩვია, მაგრამ ცოტას თუ ადარდებს, რამდენად კარგად აშორებს მაკიაჟს და ჭუჭყს. ბალზამი მწვანე ჩაის ექსტრაქტით Yadah–სგან „გრიმს“ არა მხოლოდ აშორებს, არამედ ფორებიდან მძიმე ლითონები და წვრილი ჭუჭყი ამოაქვს.
გამწმენდი გელ–ქაფი BHA მჟავებით Low PH Good Morning Gel Cleancer, Cosrx
დილით სახეს იბანთ? მოდით, გამოვიცნობ: ალბათ, არა, ონკანის წყლით შემოიფარგლებით. სილამაზით შეპყრობილმა კორეელებმა სპეციალური გელ–ქაფი გამოიგონეს და მსხვილი ასოებით დააწერეს Good Morning, რომ ნამდვილად არ შეცდეთ. მასში შედის BHA მჟავები და ჩაის ხის ზეთი, რომლის წყალობით დასაბან საშუალებას ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული ეფექტი აქვს. რამდენიმე მარცვალი გელი სველ კანზე ნაზ ქაფ–ემულსიად გადაიქცევა. მსუბუქი მენთოლის სუნი თან დაგამშვიდებთ და თან გაგამხნევებთ. ახლა ჩემი დილა ყავით არ იწყება!
ტონერი AHA. BHA. PHA. 30 Days Miracle Toner, Some By Mi
საერთოდ, ის ფაქტი, რომ iHerb-ზე ხარისხიანი კორეული კოსმეტიკის დიდი არჩევანია, ჩემთვის აღმოჩენა გახდა – მაინც საიტი ვიტამინებთან და ბიოდანამატებთან ასოცირდებოდა. Some By Mi–ს ამქერცლავმა ტონერმა სამადლობელი მიმოხილვებით და შემადგენლობით გამაოცა: AHA, BHA, PHA მჟავები, ნიაცინამიდი 2%, ჩაის ხის ნატურალური ზეთი, ასევე რამდენიმე ხილის ექსტრაქტი, მოკლედ ნამდვილი კომპოზიციაა. ტონერი კანს დელიკატურად აქერცლავს, სიწითლეს ჩააქრობს, პიგმენტურ ლაქებს გააღიავებს და ღრმად დაატენიანებს, კანს ზედმეტად არ აშრობს. თუ „ძველი ტყავის“ მოშორება და სახისთვის ბზინვარების მინიჭება გსურთ, ნამდვილად გამოგადგებათ.
ჰიდროგელის თვალის პატჩები Gold Hydrogel Eye Patch, Petitfee
iHerb-ის ერთ–ერთი ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი. როგორ გამომრჩა? ძირითადი ინგრედიენტებია ჰიალურონის მჟავა, კოლაგენი და გლიცერინი. ნამდვილად ჯადოსნურია: პატჩები შეშუპებას სწრაფად აქრობს, თვალის ქვეშ კანს ოდნავ აღიავებს და წვრილ ნაოჭებს ასწორებს. ამასთან, 24 კარატიანი ოქროს ნაწილაკები ნივთიერებათა ცვლას ააქტიურებენ და დაბერების პროცესს აფერხებენ. ერთ შეფუთვაზე 60 პატჩია, ამიტომ ნამდვილი კურსის გასავლელად გეყოფათ.
კრემ–მუსი პრობიოტიკებით Pretty Pop Probiotic Power Whipped Cream, Saturday Skin
პრობიოტიკები ასრულებენ ორ ამოცანას: პრობლემური კანის ნიშნების გაქრობა და დაბერების შეფერხება. ნაღებივით ათქვეფილი კრემი კორეული ბრენდის Saturday Skin-ის ბესტსელერია. მასში შედის ორი ტიპის პრობიოტიკი: „მუშა“ პრობიოტიკები და პრობიოტიკები–აქტივატორები, რომლებიც კანთან შეხების შემდეგ პირველ პრობიოტიკებს სრული ძალით მოქმედებას აიძულებენ. ასევე კრემ–მუსში შედის ნიაცინამიდი და ანტიასაკობრივი პეპტიდების კომპლექსი. ასეთი ძვირადღირებული პროდუქტი სჯობს iHerb-ზე შეუკვეთოთ, სადაც უფრო სწრაფი და იაფი გამოვა.