
შეშუპება საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, თუმცა, ყველამ არ იცის, რატომ ჩნდება და როგორ უნდა მოიშორონ ისინი. Girl.ge-ის რედაქცია ახლა ყველაფერს გიამბობთ. მყუდროდ მოკალათდით და წაიკითხეთ ჩვენი სტატია.
რა არის შეშუპება?
სანამ მტერთან ბრძოლას დაიწყებდეთ, უნდა გაერკვეთ, რას წარმოადგენს იგი. თავისი არსით, შეშუპება უჯრედშორის სივრცეში სოთხის დაგროვებაა. ყველაზე ხშირად, ესაა მთლიანი ორგანიზმის საერთო პრობლემა, რომელიც სადღაც მეტად თვალსაჩინოა, სადღაც – ნაკლებად.
ბევრი ფიქრობს, რომ შეშუპება მხოლოდ მათ უჩნდებათ, ვინც წინა საღამოს ბევრი წყალი, ბევრი მარილი ან აკოჰოლი მიირთვა. რეალურად, ეს მხოლოდ აისბერგის წვერია. არსებობს მიზეზთა ორი ტიპი, რომლებიც უჯრედებს შორის სითხის დაგროვებას იწვევს,
- ფარული (ცოტამ იცის, რომ ისინი შეშუპებას იწვევს);
- ღია (ისინი, რომლებსაც ყველა იცნობს).
შეშუპების მიზეზებს აუცილებლად უფრო დაწვრილებით უნდა გაეცნოთ იმის გასაგებად, რომ იგი ყოველთვის უვნებელი არაა და, შესაძლოა, ორგანიზმის ფუნქციის დარღვევებით იყოს გამოწვეული და არა ჩვენი მოქმედებებით.

უჯრედებში სითხის შეკავების მიზეზებია:
შეშუპების ფარულ მიზეზებს მიეკუთვნება
- “კომპიუტერის კისრის” სინდრომი;
თანამედროვე ცხოვრების წარმოდგენა შეუძლებელია მრავალფეროვანი მოწყობილობების (ტელეფონი, პლანშეტი, ლეპტოპი და მსგავსი) გარეშე. თუმცა, ოდესმე მიგიქცევიათ ყურადღება იმისთვის, თუ რა მდგომარეობაშია ჩვენი კისერი, როცა მოწყობილობაში ინფორმაციას ვკითხულობთ? იგი იძულებით ნახევრადაა მოხრილი. სწორედ ამ მდგომარეობაში ჩნდება კისრის კუნთების სპაზმი, ჰიპერტონუსი და სისხლძარღვებსა და ლიმფური ჭურჭლებზე ზეწოლა. ეს სითხის შეკავებასა და შეშუპებას იწვევს. ხანგრძლივი ნახევრადმოხრილი კისრის გასწორების შემდეგ ხომ დაღლილი ზონის მოთელვა ტყყუილად არ გვინდება.
- მეტაბოლისტური სინდრომი;
ესაა ნივთიერებათა მიმოცვლის დარღვევა, რასაც სიმპტომთა შემდეგი კომპექსი მოჰყვება: აბდომინალური გაცხიმოვნება, სისხლში გლუკოზის მომატება, მაღალი წნევა, ინსულინორეზისტენტულობა და დისლიპიდემია.
- სასქესო ჰორმონები;
ესტრეგენები, პროლაქტინი იწვევს უჯრედშორის სივრცეში სითხისა და ნატრიუმის შეკავებას. პროგესტერონის დეფიციტიც იწვევს სითხის დაგროვებას.
- ენდოკრინული სისტემის დაავადებები (ჰიპოთირეოზი, შაქრიანი დიაბეტი);
- თირკმლის ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;
- არასწორად შერჩეული კოსმეტოლოგიური პროცედურები.

თუ ფარული მიზეზები ორგანიზმის ფუნქციის დარღვევებს უკავშირდება, ღია მიზეზები თქვენი ცხოვრების წესსზეა დამოკიდებული:
- რაციონში მარილიანი ან ცხარე საკვების სიჭარბე;
- სასმლის არასწორი რეჟიმი (სითხის სიჭარბეც ისეთივე მავნეა, როგორც დეფიციტი);
- ნახშირწყლების ან ცილოვანი საკვების ჭარბი მოხმარება;
- სტრესი;
- ქრონიკული უძილობა;
- ცხოვრების უმოძრაო წესი;
- არასწორად შერჩეული ბალიში (ძილის დროს თავი კუთხურადაა მოხრილი).
მაშ ასე, როგორ მოვიქცეთ, თუ შეშუპება დაგვეწყო? არსებობს რამდენიმე გზა სახის მოსაწესრიგებლად:
გამოიყენეთ ერთ-ერთი ან რამდენიმე ხრიკი ერთდროულად, დილაობით შეშუპების მოსაშორებლად.
- თავის წრიული მოძრაობები;
რამდენადაც სითხის დაგროვების ერთ-ერთი მიზეზი კუნთოვანი ჰიპერტონუსია, მათი მოთელვა აუცილებელია. მოძრაობა ტალღოვანი და აუჩქარებელი უნდა იყოს, ეცადეთ, თავი რვიანებად ატრიალოთ.
- მსუბუქი თვითმასაჟი;
ხელებით შეასრულეთ რბილი, მოფერებითი მოძრაობები თავიდან მხრებამდე, 5-7-ჯერ. კარგი იქნება, თუ მასაჟის დაწყებამდე წაისვამთ კრემს, რათა ხელებმა კარგად ისრიალოს. კიდევ 5-7-ჯერ გაიმეორეთ, თუმცა, ოდნავ უფრო ძლიერი ზექოლით. ეს ლიმფის შეკავებას გახსნის.

- ადგილზე ხტომა;
ამას ლიმფოდრენაჟულ ხტომასაც უწოდებენ. იგი აუმჯობესებს ლიმფის დინებას, ორგანიზმიდან დევნის ჭარბ სითხეს და აუმჯობესებს მიკროცირკულაციას. ასეთი სავარჯიშო უზმოზე უნდა შესრულდეს. კარგი იქნება, თუ ფეხის წვერებზე დადგებით, ქუსლებს კი იატაკიდან სულ რამდენიმე სმ-თი წამოწევთ. ახტომის შემდეგ კი მთლიან ტერფზე დახტით. რეკომენდებულია წამში ერთი ნახტომის შესრულება. სავარჯიშო 30-60 წამს უნდა გაგრძელდეს.
- სავარჯიშო “ტარაკანი”;
თუ ხტომა გეზარებათ, არსებობს მეორე ვარიანტიც: წამოწექით ზურგით სწორ ზედაპირზე, წამოწიეთ ხელები და ფეხები და შეასრულეთ აუჩქარებელი კანკალის მსგავსი მოძრაობა, თითქოს ვიბრირებთ.
- თვალის გარშემო ზონის მასაჟი;
უნდა აღინიშნოს, რომ თვალის გარშემო ზონა ძალიან დელიკატურია, ამიტომ, თვითმასაჟის დროს ნუ ეცდებით ქუთუთოების ან კანის დაჭიმვას. შეასრულეთ მსუბუქი, დაკვრითი მოძრაობები, საფეთქლიდან ცხვირისკენ, 3-5 წუთის განმავლობაში.

- თვალის პატჩები;
გახსოვდეთ, რომ ისინი სხვადასხვანაირია. შეშუპებასთან ბრძოლისთვის საჭიროა პატჩებში ლიმფო- და ვენოტონიკების არსებობა. დაიტანეთ იგი მხოლოდ 10-15 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ ნარჩენები. შეინახეთ პატჩები მაცივარში.
- თვალის კრემი;
საკმაოდ გავრცელებული შეცდომაა თვალქვეშ იმავე კრემის წასმა, რომელსაც დანარჩენ სახეზე ისვამთ. ასე არ შეიძლება. სახის კრემი უფრო მკვრივია და იმ კომპონენტებს შეიცავს, რომლებიც იზიდავს წყალს, ატენიანებს და კვებავს კანს. როცა ასეთ საშუალებას თვალქვეშ ვისვამთ, შეშუპების გაძლიერებას ვუწყობთ ხელს.
- კონტრასტული დაბანა
მონაცვლეობით დაიდეთ სახეზე ცხელ და ცივ წყალში ჩალბობილი პირსახოცები.
თუმცა, ალბათ, მთავარი ხრიკი დროული დიაგნოსტიკა იქნება! ნუ მოატყუებთ საკუთარ თავს: თუ ზემოხსენებული საშუალებები არ დაგეხმარათ და შეშუპება ძალიან ხშირად გაწუხებთ, მიუხედავად თვალსაჩინო მიზეზების გამოსწორებისა, მიმართეთ ექიმს. შეშუპება, შესაძლოა, სხვადასხვა დაავადების შედეგი აღმოჩნდეს. ესაა თქვენი ორგანიზმის ერთგვარი SOS-ნიშანი. ხელი მუდმივად პულსზე უნდა გედოთ, თუნდაც წელიწადში ერთხელ უნდა ჩააბაროთ ანალიზი და გაიაროთ დიაგნოსტიკა. მოუსმინეთ საკუთარ ორგანიზმს და იყავით ჯანმრთელი!