
მზესაც კი აქვს ლაქები. თუმცა, ეს ვერ გვამშვიდებს, როცა მსგავსი სახეცვლილება კანს ემართება. Girl.ge-ის რედაქცია გეტყვით, როგორ უნდა მოიშოროთ პიგმენტური ლაქები.
როგორ მოვიშოროთ პიგმენტური ლაქები
1. ნატურალური ნიღბები
პიგმენტური ლაქების წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ფაქიზი მეთოდი ბუნებრივი კომპონენტებია. ასეთი შემადგენელი ელემენტები ხელმისაწვდომი, ეფექტური, რბილად მოქმედია, ამიტომ კანის გათეთრება სახლის პირობებში სწორედ ამით უნდა დაიწყოთ. თქვენ დაგეხმარებათ ბუნების ისეთი საჩუქრები, როგორებიცაა ლიმონი, ტკბილი წიწაკა, წითელი და შავი მოცხარი, ოხრახუში, ნედლი კიტრი, ნესვი, ბაბუაწვერა. ასეთი საშუალებები პიგმენტურ ლაქებზე ადგილობრივი დანართებით უნდა გამოიყენოთ, ფაფის ან ახალდაწურული წვენის სახით. სრულად გაშრობის შემდეგ, ჩამოიბანეთ წყლით ან ლიმონის ხსნარით.
2. მათეთრებელი კრემები
როგორ მოვიშოროთ პიგმენტური ლაქები სახეზე? პრაქტიკაში, ყველაზე ხშირად, გამოიყენება კრემები, რომელთა ძირითად მათეთრებელ ელემენტს ტოქსიკური ნივთიერება ჰიდროქინონი ან მისი პროდუქტი – ჰიდროქინონის გლიკოზიდი წარმოადგენს. მათ შორისაა ისეთი პოპულარული მათეთრებელი კრემები, როგორებიცაა “აქრომინი”, “აქროაქტივი”, Roc, Lierac.
თუმცა, გახსოვდეთ, რომ ეს პრეპარატები სიფრთხილით და, სასურველია, სპეციალისტის მკაცრი კონტროლის ქვეშ გამოიყენოთ: პიგმენტური ლაქების ასეთი ძლიერმოქმედი საშუალებებით დამოუკიდებლად მკურნალობა აბსოლუტურად საწინააღმდეგო ეფექტს გამოიწვევს – ლაქები უფრო ინტენსიურ სახეს მიიღებს.
3. ქიმიური პილინგი
პილინგის ასეთი ტიპი შესანიშნავად უმკლავდება კანის სხვადასხვა დეფექტს, მათ შორის, პიგმენტურ ლაქებსაც. ქიმიური პილინგი, თავისი არსით, კანის ზედაპირული დამწვრონაა. მისი სიღრმე მჟავის კონცენტრაციასა და სახეობაზეა დამოკიდებული. ეს მეთოდი თითქმის უმტკივნეულოა, პაციენტები მხოლოდ მცირე წვას, სიწითლესა და კანის შეშუპებას გრძნობენ, რომელიც მეორე დღეს ქრება. აგრეთვე, პილინგის უპირატესობაა ისიც, რომ შედარებით იაფია.
4. ლაზერული აფხეკა
აფხეკის პროცედურა შეიძლება იყოს როგორც ზედაპირული, ისე ღრმა. ლაზერის ზემოქმედების შედეგად არამხოლოდ პიგმენტური ლაქები, არამედ კანის ზედა ფენაც ახლდება. თანამედროვე ერბიუმის ეკზემპლარების დახმარებით, თერმოდაზიანების სიღრმე მცირდება და პოსტოპერაციული აღდგენის პროცესის დრო 2-4-ჯერ მოკლდება, ნახშირორჟანგულ მეთოდებთან შედარებით. ამ მეთოდის ნაკლი მისი მაღალი ფასია.
5. ფოტოთერაპია
მზით გამოწვეული პიგმენტური ლაქების მკურნალობა ისევ სინათლის დასხივებით შეიძლება. ინტენსიური იმპულსური შუქის წყალობით, პიგმენტური ლაქები კანის დაზიანების გარეშე ქრება. მოწყობილობა ისეთ ტალღას ასხივებს, რომელსაც მხოლოდ კანის პიგმენტი იღებს. შედეგად, პიგმენტაცია ღიავდება ან საერთოდ ქრება. პროცედურის განმავლობაში, პაციენტი მსუბუქ ჩხვლეტასა და სითბოს გრძნობს. გვერდითი ეფექტი – კანის უმნიშვნელო სიწითლე, რომელიც 1-2 დღეში გაივლის. პიგმენტური ლაქების სრულად მოშორებისთვის, 3-4-კვირიანი ინტერვალით ჩაიტარეთ რამდენიმე პროცედურა. ასე ხანგრძლივი შედეგი გარანტირებული გექნებათ, მხოლოდ იმ პირობით, რომ სახეს მზის სხივებისგან დაიცავთ და კურსის დასრულებიდან მომდევნო 2 კვირის განმავლობაში SPF-ფაქტორიან კრემს წაისვამთ.