
Girl.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ფსიქოლოგიურ ტესტს იმისთვის, რომ საკუთარი თავი უკეთ შეიცნოთ. ამ ტესტის დახმარებით გაიგებთ, თუ როგორი ადამიანი ხართ სინამდვილეში.
რომელია გოგო სურათზე მოცემული ბავშვებიდან?
უბრალოდ მოცემულ სურათს დააკვირდით და გვიპასუხეთ: რომელია გოგო ამ ბავშვებიდან?
ბავშვი №1
გონიერი ადამიანი ხართ, საკუთარი პრინციპების გჯერათ და ყოველთვის საზოგადოდ მიღებულ წესებს იცავთ. გადაწყვეტილების მიღებამდე სიტუაციას ყოველთვის აანალიზებთ და ყველაფერს აკეთებთ, რომ პრობლემების გადასაჭრელად ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღოთ.
ცდილობთ, რომ ყოველთვის მიუკერძოებელი იყოთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას ყოველთვის გონებით ხელმძღვანელობთ და არა ემოციებით.
ისე მოქმედებთ, რომ სხვებს გული არ ატკინოთ. გირჩევნიათ, კონფლიქტებს თავი აარიდოთ. ზოგჯერ სხვების ინტერესებს საკუთარზე მაღლა აყენებთ, თუნდაც ეს დიდ დროს და ძალისხმევას მოითხოვდეს.
თავდაუზოგავი და გულმოწყალე ხართ, ყოველთვის მზად ხართ სხვებს დაეხმაროთ. გირჩევთ, სხვებზე ნერვიულობა შეწყვიტოთ და საკუთარ თავზე იზრუნოთ! საკუთარ თავზე ზრუნვა არ ნიშნავს, რომ ეგოისტი ხართ. საკუთარი ბედნიერების გადადება შეწყვიტეთ. დღესვე ბედნიერი იყავით.
ბავშვი №2
შემოქმედებითი პიროვნება და გენიალური იდეებით სავსე ხართ, რაც საშუალებას გაძლევთ ნებისმიერი პრობლემა იდეალურად მოაგვაროთ.
რაღაც ახლის სწავლის შესაძლებლობას ხელიდან არასდროს უშვებთ და კომფორტის ზონის დატოვება არ გაშინებთ. იცით, რომ ყველაფერი გამოგივათ. თქვენი შემოქმედებით და მოხერხებულობით ბევრს იზიდავთ.
თქვენს პატარა სამყაროში ჩაკეტილი ხართ და არავის უშვებთ. იმედგაცრუებასთან გამკლავება უნდა ისწავლოთ.
ყოველთვის გამოჩნდება ადამიანი, ვინც სხვადასხვა მიზეზით მოგმართავთ, მაგრამ არ უგულებელყოფთ ისინი, რომელთა გაცნობაც ნამდვილად გსურთ. შანსი მიეცით, რომ მიხვდებით, თქვენს ცხოვრებაში მათი არსებობა გჭირდებათ თუ არა.
ბავშვი №3
თუ ფიქრობთ, რომ ნომერი 3 გოგონაა, შესაძლოა ძალიან გულახდილი ხართ. ქარიზმა საშუალებას გაძლევთ ნებისმიერ ადამიანს გაუგოთ, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, კარგი მეგობარი ხართ.
თავგადასავლები და ადრენალინი გიყვართ. გადაწყვეტილებებს ხშირად იმპულსურად იღებთ, რადგან თვლით, რომ ყველაზე უგუნური რისკი რისკის არ ქონაა. ზოგჯერ შეიძლება მართალი იყოთ. ცხოვრება რისკებით სავსეა, მაგრამ ყოველთვის შედეგებზე უნდა დაფიქრდეთ.
ყოველთვის, როცა იმპულსურ გადაწყვეტილებას იღებთ, დაფიქრდით მათზე, ვისაც გულწრფელად უყვარხართ და თქვენზე ზრუნავენ. გახსოვდეთ, რომ გვერდით საოცარი ადამიანები გყავთ, რომლებიც თქვენს მეგობრობას აფასებენ და ნამდვილად უყვარხართ.
ბავშვი №4
რთული ხასიათი და დიდი გული, მაგრამ ამასთან დიდი ეგო გაქვთ. დარწმუნებული ხართ, რომ ყოველთვის და ყველაფერში მართალი ხართ და ფიქრობთ, რომ სხვები ყოველთვის ყველაფერს არასწორად აკეთებენ.
ძლიერი ადამიანი ხართ, ნებისმიერ ცვლილებას ერგებით, ამიტომ პასუხისმგებლობის აღების არ გეშინიათ. კარგი ამბავია ის, რომ ყოველთვის შემოქმედებითი იდეებით სავსე ხართ. თუ ლიდერის ვალდებულებები აიღეთ, სხვების მოსაზრებებს აუცილებლად მოისმენთ. თქვენი იდეები ყოველთვის საუკეთესო არაა.
თუ გსურთ, რომ მოსიყვარულე ხალხი თქვენ გვერდით იყვნენ, მათი მოსმენა ისწავლეთ. მათ დაფასება და პატივისცემა სჭირდებათ. გარდა ამისა, სხვების წარმატების აღიარება უფრო უკეთეს გხდით.