ყოველდღიური მოდური ვარცხნილობები: მხოლოდ 15 წუთია საჭირო

0
784

როცა გაშლილი თმა ან ტრადიციული ცხენის კუდი მოგბეზრდება, ვარცხნილობის ახალი მასტერ-კლასების დრო დგება! Girl.ge-ის რედაქცია გასწავლით მარტივ ვარცხნილობებს, რომლებიც თავს განახლებულად გაგრძნობინებთ.

ეს ვარცხნილობები იმ დღეებისთვისაა, როცა რაღაც განსაკუთრებულის ცდა მოგინდებათ. საგაზაფხულო განწყობა ახალი ვარცხნილობებისთვის შთაგვაგონებს.

მოდური ქალური ვარცხნილობები

მოცულობითი ნაწნავ-კუდი

რეიჩელ ზოის მსგავსი ვარცხნილობა რომ გაიკეთოთ, მხოლოდ თმის რამდენიმე რეზინი და სარჭი დაგჭირდებათ.

  • გამოყავით შუბლის შუა გულიდან კეფამდე თმა. გადაიტანეთ მარცხნივ – ამ მხარეს დავიწნავთ თმას.
  • დანარჩენი თმა შეიკარით კუდად. გამოყოფილი თმა ჩაიწანით, ოღონდ თანდათან, თავზე დამაგრებული ნაწნავის მისაღებად, სანამ კეფამდე არ მიხვალთ. დაიმაგრეთ ყურს უკან რეზინით, ქვემოთ კუდი კი მოიტოვეთ. ნაწნავი თავისუფალი უნდა იყოს – ეს ვარცხნილობა ცოტათი დაუდევარი უნდა ჩანდეს.
  • ახლა შეაერთეთ ჩაწნული თმა მარჯვნივ დარჩენილ თმას, გაიკეთეთ საერთი კუდი.

ფრანგული ნიჟარა

ეს გასული საუკუნის მოდური ვარცხნილობაა, რომელმაც 2016 წელს ახალი სახელწოდება შეიძინა! ნახეთ ოლივია პალერმოს ფოტოები: ვარცხნილობა მას იმდენად ელეგანტურ ლუქს აძლევს, რომ წითელ ხალიჩაზეც თავისუფლად გავა. ეს შესანიშნავი ვარიანტია საქმიანი ვარცხნილობის ან რომანტიკული პაემნისთვის. შეავსეთ ვარცხნილობა წითელი ტუჩსაცხით, კაბით, პალტოთი და ფეხსაცმლით, განუმეორებელი ლუქი რომ მიიღოთ.

  • გამოყავით წინა თმა თანაბრად და დაიმაგრეთ ყურების წინ.
  • კეფაზე დარჩენილი თმა არიეთ და ხელით აიჩეჩეთ. შემდეგ შეკრიბეთ, ქვემოთ შეიკარით და დაახვიეთ. აიტანეთ თხემისკენ.
  • დაიჭირეთ “ნიჟარა” ხელებით, საიმედოთ ჩაამაგრეთ სარჭებით.
  • სახესთან დატოვებული თმა გადაიტანეთ უკან, კეფის მიმართულებით, მსუბუქი ტალღის სახით. ჩაიმაგრეთ ნიჟარის გვერდით, ისევ სარჭებით. თმა ლამაზად, ფენებად დაიყოფა და მოცულობას შქმნის.

თქვენ რომელი ვარცხნილობა უფრო მოგეწონათ?