
გრძელი თმა გაქვთ, ცვლილებები გჭირდებათ, თუმცა თმის შეჭრისა და მასთან გამოთხოვებისთვის მზად არ ხართ? სცადეთ თმის შუბლზე შეჭრა. Girl.ge-ის რედაქცია გთავაზობთ წინამოების 24 შესანიშნავ ვარიანტს, თანაც ცნობილი ადამიანების მაგალითზე.
1. რიზ ვიზერსფუნი

სწორი თმა და ოდნავ ასიმეტრიული წინამო – რიზ ვიზერსფუნის არჩევანია. ძალიან საყვარელი და კეკლუცი ვარცხნილობაა.
2. პენელოპა კრუსი

პენელოპა კრუსი წარბებს ოდნავ ზემოთ სიგრძის სწორ წინამოს ატარებდა და ბალიაჟის ტექნიკით ორ ფერში იღებავდა – ეს მის სახეს ახალგაზრდობას, ხოლო ლუქს – აქტუალობას ანიჭებდა. შავგვრემნებს მისთვის მიბაძვას ვურჩევდით.
3. კიმ კარდაშიანი

ოდესღაც, კიმს წინამო ჰქონდა და, უნდა ითქვას, რომ ძალიანაც უხდებოდა. კარდაშიანი შესანიშნავად გამოიყურებოდა სქელი, წყვეტილი წინამოთი და გლუვად დასწორებული თმით.
4. ჯენიფერ ლოპესი

ჯეი ლო კი 80-იანების წინამოს ირჩევს – გრძელ, ხშირ და ფუმფულა წინამოს. მეტი მოცულობა!
5. სიენა მილერი

ორ ნაწილად დაყოფილი წინამო ხსნის შუბლს და ლამაზად ასწორებს სახეს – სიენა მილერის ქალური ლუქი ამის მტკიცებულებაა.
6. ემა სთოუნი

წინამოს კიდევ ერთი ვარიანტი – 30-იანი წლების სტილის ცამხრივი ვარიანტი. ასეთი ცარცხნილობის გაკეთება ჩვეულებრივი სახვევი უთოთი ძალიან მარტივია – უბრალოდ ოდნავ დაიხვიეთ თმა და ჩაიმაგრეთ საფეთქელთან.
7. რიანა

ცრუ წინამო. თუ იმიჯის გამრავალფეროვნება მოგინდებათ, წინამოს შეჭრა კი ჯერაც ვერ გადაწყვიტეთ, გაიკეთეთ ასეთი ვარცხნილობა.
8. თეილორ სვიფთი

იდეალური ვარიანტი მაღალშუბლიანი გოგონებისთვის – ხშირი, გრძელი წინამო, როგორც თეილორ სვიფთს აქვს. ძალიან მოდურად გამოიყურება, თუმცა, მისი დავარცხნა ყოველდღე არაა საჭირო.
9. ჯენიფერ გარნერი

დაუდევარი წინამო, როგორიც ჯენიფერ გარნერს აქვს, შესანიშნავი იქნება გრძელ თმასთან და კასკადის ვარცხნილობასთან ერთად. ასეთი წინამო ერთ მხარეს ოდნავ გრძელი უნდა იყოს.
10. ჯესიკა ბილი

ჯესიკას ეს ვარცხნილობა უკვე მრავალი წელია აქვს და ძალიანაც უხდება. თმა იდეალურად, სარკესავით გლუვია, წინამო კი ზოლივითაა შეჭრილი. კარგი იქნება თხელი თმის მფლობელებისთვის.
11. ზოი დეშანელი

წინამოს კიდევ ერთი ვარიანტი – წარბებამდე, ოდნავ დაუდევარი, საფეთქლებთან უფრო გრძელი. ძალიან ქალურია!
12. არიანა გრენდი

არიანას წინამო უხდება გრძელ, მაღალ კუდს – იგი გრძელი, უთოთი დახვეული, 80-იანების სტილისაა.
13. ჯესიკა ალბა

წამოზრდილი წინამო მათთვისაა შესაფერისი, ვინც მოკლე წინამოს მოშორებას ცდილობს – დაიხვიეთ მისი ბოლოები და დაყავით 2 ნაწილად, შუბლი რომ გამოჩნდეს.
14. ბლეიქ ლაივლი

ბლეიქ ლაივლის გრძელი წინამო აქვს, რომელიც ეფექტურად ამშვენებს სახეს. ასეთი ვარცხნილობის გაკეთება კასკადზე შეიძლება და წინამოს ცალკე შეჭრა საჭირო აღარ იქნება.
15. ბეიონსე

გრძელი წინამო, გადავარცხნილი ერთ მხარეს -სწორედ ამ ვარიანტს ირჩევს ბეიონსე, როცა თმას ისწორებს.
16. ქეით მოსი

მოსის ვარცხნილობა მოცულობას სწორედ წინამოსა და სწორად შეღებვის წყალობით იღებს – ქერას რამდენიმე ელფერი და მუქი ძირები შესანიშნავად გამოიყურება!
17. ჯესიკა ჩესთეინი

ჯესიკას ქალური, სტრუქტურირებული წინამო აქვს, თუმცა, არც ისე ხშირი, საფეთქლებთან გრძელი თმით. ეს საუკეთესო ვარიანტია მათთვის, ვისაც ცხენის კუდის გაკეთება მოსწონს.
18. ლეიტონ მისთერი

ლეიტონის წინამო ისევე დაუდევარი და კეკლუცია, როგორც მისი მთლიანი ვარცხნილობა. სწორედ ამ დაუდევრობაშია მისი ხიბლი.
19. ენ ჰეთევეი

ენ ჰეთვეის საკულტო ლუქი ფილმიდან “ეშმაკი ატარებს Prada-ს” – ძალიან მოდური და გრძელი წინამოა, რომელიც თვალებს თითქმის ფარავს. ეს ძველებურად აქტუალურია.
20. ქერი ვაშინგტონი

ხშირი და ბოლოებში ოდნავ წყვეტილი წინამო ქერი ვაშინგტონის საყვარელი ვარიანტია. გირჩევთ, გაიმეოროთ.
21. სიუკი ვოთერჰაუსი

ხვეული თმის მფლობელებისთვის ვოთერჰაუსს თავზე შემოქმედებითი უწესრიგობა აქვს. თუმცა, გაითვალისწინოთ, რომ იგი გაგაწვალებთ: თავის დაბანის შემდეგ, იგი უნდა დაიხვიოთ თითზე ან სავარცხელზე, ისევე რომ გაშრეს, როგორც გინდათ.
22. ბეჰათი პრინსლოუ

კიდევ ერთი მოდური ფანტაზია წინამოსთან დაკავშირებით – წყვეტილი, სწორი და ორად გაყოფილი. თუმცაღა, ასეთი ვარცხნილობა ყოველდღე უნდა ჩამოისწოროთ.
23. დემი ლოვათო

გრაფიკული წინამო – იდეალურად სწორი, წარბებამდე, მხოლოდ ასეთივე გრძელ და სწორ თმას უხდება. ეს ვარიანტი მრგვალსახიანი და რბილნაკვთებიანი გოგონებისთვისაა.
24. ჯიჯი ჰადიდი

ჯიჯის ყველაზე მოდური წინამო აქვს. იგი ერთდროულად ხშირი, დაუდევარი და კიდეებზე მოგრძოა, ანუ, ვარცხნილობა საფეხურებად გადადის. აი, ამის განმეორებას ნამდვილად გირჩევთ.