
Girl.ge-ის რედაქციამ გადაწყვიტა, რომ რომანტიკა ყველაფერშია საჭირო, ამიტომ ახლა წარმოგიდგენთ ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგს, რომანტიკის შეგრძნების მიხედვით.
მე-12 – ქალწული
საპატიო მეთორმეტე ადგილი შეხვდა ქალწულს, რომელსაც რომანტიკაზე გული ერევა არამხოლოდ სულიერ, არამედ ფიზიკურ დონეზეც. ეს მათი ნერვების ბრალია: ქალწულმა არ იცის, როგორ მოიქცეს ან რა რეაქცია ჰქონდეს რომანტიკულ აფეთქებებზე, ხოლო, როცა მან რაღაც არ იცის, ტვინის ქავილი ეწყება. ამიტომ, თუ ქალწულის გვერდით ხართ, მოერიდეთ ამ სისულელესა და ვარდისფერ დორბლებს. საუკეთესო შემთხვევაში, იგი უბრალოდ მაქსიმალური სიჩქარით ტრიალებს. უარეს შემთხვევაში – რომანტიკას მძიმე ფსიქოლოგიურ ტრავმას მიაყენებს საჯარო წაკბენით. ნუ, არ შეუძლია, რა ქნას?
მე-11 – მორიელი
მორიელისთვის რომანტიკული ქალის წოდება მის საშინლად შეურაცხყოფას ნიშნავს: რომანტიკა მოსამზადებელი დონეა, მორიელი ქალი კი მანკიერი ვნების ორდენის დედა-დამფუძნებელი და დიადი მაგისტრია, ამიტომ, ამ თქვენს ბავშვურ საქციელებთან ახლოსაც არ ჩაივლის. თუმცა, მაინც გამოჩნდებიან კამიკაძეები, რომლებიც მორიელის ჟანრის კლასიკაში რომანტიკული მანერებით მოხიბლვას ეცდება. რაღა გითხრათ – მორიელებს ლექსები არ ეუცხოებათ, იმ გაგებით, რომ მას არამხოლოდ შეუძლია რომანტიკული თაყვანისმცემლის თვითშეფასებას ეპიტაფია მიუძღვნას, არამედ გარითმული ეპიტაფიის დაწერაც შეუძლია.
მე-10 – ვერძი
ვერძი რომანტიკისთვის ზედმეტად ტემპერამენტულია: იმას ვერ ვიტყვით, რომ ვიღაცის რომანტიკული სურპრიზი გააბრაზებს – მთავარია, იგი დიდხანს არ გაგრძელდეს. ვარდები-შმარდები, მთვარის ქვეშ სეირნობა, საყვარელი საჩუქრები – 1-2 წუთი სავსებით საკმარისია. მალე ვერძი მოუთმენლად დაიწყებს ჩლიქებით ბაკუნს, კბილების ნერვულად კრაჭუნს, ქვედა ტუჩისა და კიდურების კანკალს. და, თუ ამ მომენტში პარტნიორი არ გაჩერდება, შუბლში დაუნდობელ “როგორც მივხვდი, დღეს სექსი არ გვექნებას” სტკიცებს.
მე-9 – ტყუპები
ზოგადად, ტყუპებისთვის რომანტიკა უცხო არაა. თუმცა, სანთლების შუქსა და ვარდების სუნზე, იშვიათად, ტყუპების ბუნების ინფერნალური სიღრმიდან სუბპიროვნება გამოძვრება – რომანტიკული ქალწული. გარეთ გამოხედვისას კი დაუყოვნებლივ იკიდებს ხელს გულზე, ღვიძლსა და ცხვირზე ერთდროულად, ამის შემდეგ ისევ გაიჯახუნებს ქვეცნობიერის კარს, როცა გაიაზრებს, როგორ აწყობს ტყუპები ურთიერთობას. დანარჩენი პიროვნებები რომანტიკულ ქალწულს უკან, კეთილშობილ უკუნში მიათრევენ.
მე-8 – მშვილდოსანი
არსებობს მოსაზრება, რომ მშვილდოსნისთვის რომანტიკა უცხო არაა, უბრალოდ, ეს რომანტიკა განსაკუთრებულია: გზის მტვერი და ქარის სტვენა. რეალურად, ის როგორღაც არსებობს, უბრალოდ, ეს მხოლოდ პირადი გამოყენების რომანტიკა უნდა იყოს. ურთიერთობებში მშვილდოსანი პარტნიორს თავს რომანტიკულ ქალად აჩვენებს, ოღონდ ცოტა ხნით: ცხოვრებისეული კრედო “იბატონე და დაამცირე” მოკანკალე შეყვარებულის იმიჯს ისევე უხდება, როგორც ძროხას უნაგირი, ბაყაყას ბრილიანტები, ფრანკენშტეინს კი კარე. მოკლედ, ყველა რომანტიკულ აფეთქებას ეს ნიშანი ვარდების პირველივე თაიგულის შემდეგ ჩაახშობს.
მე-7 – კურო
კუროსთან ყველაფერი მარტივი და ლოგიკურია: რატომ უნდა დაიტანჯო თავი რაღაც რომანტიკისთვის, როცა პროგრესულმა კაცობრიობამ დიდი ხნის წინ მოიგონა 14 თებერვალი, 8 მარტი, დაბადების დღე, ახალი წელი, გაცნობის თარიღი, ქორწინების წლისთავი და პრემენსტრუალური სინდრომი? აი, შესაძლებლობა, აიღე და გამოიყენე! მნიშვნელოვან თარიღებზე აჩუქეთ სოლიდური საჩუქრები და გააკეთეთ საყვარელი სურპრიზები თვეში ერთხელ – კურო კმაყოფილი და რომანტიკით აღსავსე იქნება. სერენადების სიმღერაც არაა საჭირო. პირველ რიგში, ესაა ფინური სირცხვილი, მეორეც, ურჩევნია, ჭურჭელი დარეცხოთ, სანამ კურო წიგნს წაიკითხავს.
მე-6 – თხის რქა
თხის რქა ერთადერთი ნიშანია, რომელიც რომანტიკასა და პრაქტიკულობას აერთიანებს: მას უბის წიგნაკში უწერია, როდის მოვა საყვარელი სურპრიზის ან პატარა საჩუქრის, საჭირო მესიჯის გაგზავნის, პიჯაკის ჯიბეში აღიარების წერილის ჩადების ან რესტორანში დაპატიჟების (რეალურად კი აეროდრომზე წაგიყვანთ და პარაშუტით გადმოხტებით) დრო. ერთადერთი, რას თხის რქას არ ესმის – რატომ არ შეუძლიათ სხვებს ეს?
მე-5 – მერწყული
ლიდერთა ხუთეულს მერწყული ხსნის – ქალბატონი საშინლად რომანტიკულია, თუმცა, ეს ბევრს არ ესმის. მხოლოდ იმიტომ, რომ არსებობს ჯანმრთელი ადამიანის ან მწევლის რომანტიკა, მერწყულს კი მეორე აქვს – ის, რაც მას საშინლად რომანტიკულად ეჩვენება, გარშემომყოფებისთვის დაცინვა, ნაგავი, ცუდი ყოფაქცევაა. სხვათა შორის, მერწყულს ეს არ აინტერესებს. ვინც მისი რომანტიკული საქციელი არასწორად გაიგო, თვითონაა სულელი.
მე-4 – კირჩხიბი
მოულოდნელია, მაგრამ კირჩხიბმა ლამის ლიდერთა სამეული გახსნა. ეს ის ქალია, რომელსაც ყველა უჩვეულოდ პრაქტიკულად და რომანტიკისგან შორს მიიჩნევს. რეალურად, კირჩხიბის რომანტიკული აფეთქება ქარიშხალ კატრინს არაფრით ჩამოუვარდება, უბრალოდ, თავის მეტაფორულ ბაქანს იშვიათად ტოვებს. თუმცა, ჩვენი რედაქცია გარწმუნებთ, რომ მის სიღრმეში ნამდვილი მარტორქაა, ბედნიერების ცრემლებით.
მე-3 – ლომი
ბრინჯაოს მედალი ერგო ლომს, რომელსაც მართლა სჯერა, რომ ურთიერთობა ლამაზი, ანუ რომანტიკული უნდა იყოს, ამისთვის კი ყველაფერზე წავა, რაც შეუძლია. მართალია, ასეთივე პასუხს ელის. უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ ლომის გაგებით “ლამაზი” უბრალოდ ლამაზი კი არა, ძვირადღირებულიც უნდა იყოს. მის პატივსაცემად დაკრეფილი ტიტები ლომს ნამდვილად არ მოეწონება, ისევე, როგორც ნაზი წერილი, რომელსაც რამდენიმეკარატიანი რაღაც არ მოჰყვება.
მე-2 – სასწორი
ვერცხის მედალი კი სასწორისაა – ეტალონური რომანტიკული ქალბატონისა: სასწორს არამხოლოდ რომანტიკის შენარჩუნება, არამედ გადამრავლებაც შეუძლია ურთიერთობაში, თუნდაც ქორწინების 50-ე წლისთავზე. ამას ისევე მარტივად აკეთებს, როგორც სუნთქავს. თუმცა, თუ მათ რომანტიკულ აფეთქებას მხარს არ დაუჭერთ, სასწორი სწრაფად ჩაქრება და ძალიან პრაგმატულად გადაწყვეტს, რომ სხვა უნდა იპოვოს.
1-ლი – თევზები
დაააა პირველი ადგილი თევზებს, მსოფლიოში ყველაზე რომანტიკულ ქალს შეხვდა. თევზები რომანტიკის გარეშე თავს ხმელეთზე გრძნობს, სადაც, როგორც ხვდებით, დიდხანს ვერ ძლებს. ამავდროულად, როგორც მისთვისაა დამახასიათებელი, თევზებს მაინცდამაინც არ შეუძლია რომანტიკული ნაბიჯების გადადგმა, რადგან ეს მეფური საქმე არ გახლავთ: დაე, ის ატარონ ხელის გულზე, მუდმივად გამოუტყდნენ სიყვარულში, მოაყარონ ვარდის ფურცლები და ვარდისფერი ნერწყვების ჩანჩქერი მოუწყონ. თევზები კი კეთილშობილურად მიიღებს. უბრალოდ, იგი ზედმეტად რომანტიკულია იმისთვის, რომ რომელიმე იდეას ხორცი შეასხას, ჰ-ჰ.