მოსაწყენი და ბუზღუნა: ზოდიაქოს ყველაზე მომაბეზრებელი ნიშანი

0
1016
Photo credit: Getty Images

დღეს Girl.ge-ის რედაქცია გაგაცნობთ ზოდიაქოს ნიშნებს, რომლებიც თავიანთი ბუზღუნითა და მოსაწყენობით გარშემომყოფებს სულს უხუთავენ.

12-ე ადგილი – ტყუპები

მოსაწყენ ნიშნებს შორის საპატიო ბოლო ადგილი ტყუპებს ერგება, რადგან მისი მეორე სახელი თავისუფალი ქარია: იგი იმდენად მომხიბლავი და მსუბუქია, რომ მის გვერდით, პირიქით, სუნთქვა გაგიმარტივდებათ. თუმცა, ხანდახან შეიძლება იფიქროთ, რომ “მხიარულ” აირს სუნტქავდით, რადგან ტყუპებთან ურთიერთობის შემდეგ მენტალური ნაბახუსევი დგება. თუმცა, ეს მხოლოდ ურთიერთობის შემდეგ და არა განმავლობაში.

11-ე ადგილი – ვერძი

ვერძი და მოსაწყენობა ანტონიმებია: ცეცხლოვანი ტემპერამენტი ვერძს უბრალოდ არ აძლევს მოწყენის საშუალებას. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ ვერძის ცეცხლოვანი ტემპერამენტი მოწყენის საშუალებას სხვა დანარჩენებსაც არ აძლევს – ვერძიდან არანაკლებ 100 მეტრის რადიუსში. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ვერძის გარემოცვაში თუ მოიწყენთ, მას ძალიან გააღიზიანებთ და თქვენს გამხიარულებას დაისახავს მიზნად.

მე-10 ადგილი – მშვილდოსანი

მშვილდოსნები მხიარულებისთვის ცხოვრობენ: სვამენ, ეწევიან, უკიდურეს შემთხვევაში, მცირე სახელმწიფო გადატრიალებას აწყობენ. თანაც, ამისთვის ნებისმიერი მოსაწყენი ადამიანის წაქეზება შეუძლიათ, ამიტომ, სწორედ მათ შეგვიძლია ვუწოდოთ ყველაზე ხარისხიანი პედანტების, სიტყვაჭამიებისა და მომაბეზრებელი წუნიების ნეიტრალიზატორები. ასეთებს, მშვილდოსნებთან ურთიერთობის შემდეგ, ერთგვარი სინანულის გრძნობაუჩნდებათ, ბოლოს კი ირკვევა, რომ სჯობდა, ასე არ მოქცეულიყვნენ. გვიანია, Sorry.

მე-9 ადგილი – მერწყული 

მერწყულს ურჩევნია, თავისი ქუდი შეჭამოს, ვიდრე გარშემომყოფებს მოსაწყენი ადამიანის შთაბეჭდილება დაუტოვოს: იგი მჭერმეტყველებისა და სიგიჟეების უშრეტი შადრევანია. ბოდიში, კრეატიული იდეების შეუჩერებელი გენერატორი, რომელიც გარშემომყოფებს იუმორითა და ხალისით ამარაგებს. მოკლედ, ესაა ყველაზე გუნდური ადამიანი მსოფლიოში. მეცხრე ადგილი მას იმიტომ ერგო, რომ სულს ყელში ამოგიყვანთ, დაუსრულებლად რომ დაგიმტკიცოთ ყველაფერი, რაც ზემოთ ვთქვით.

მე-8 ადგილი – ლომი

ლომი გარშემომყოფებთან ორნაირ ურთიერთობას ამყარებს: ან თავმდაბლურად აქებს, ან ბრძანებებს გასცემს. რა თქმა უნდა, არც ერთს არასდროს იმეორებს. და, ზოგადად, განმეორება მეფური საქმე არაა. ლომის დამარცხება მოსაწყენობის თვალსაზრისით მხოლოდ ერთი გზით შეიძლება, თუმცა, ეს გზა ჩვენ არ ვიცით: ვინც ეს მოახერხა, სამწუხაროდ, სასაუბრო მდგომარეობაში არაა.

მე-7 ადგილი – მორიელი

მეშვიდე ადგილი ერგება მორიელს, რომლის მაგნიტური ზემოქმედება ზოგიერთ მოუმზადებელ ადამიანს მხუთავ აირად მოეჩვენება: მორიელი ამისთვის არაფერს აკეთებენ, მართლა. ისინი უბრალოდ ზოგიერთის “დონემდე ეცემიან”, მათ კი მაშინვე მოეჩვენებათ, რომ ჟანგბადის წყარო გადაუკეტეს. ზოგადად, მორიელი საკმაოდ მარტივი ადამიანები არიან ურთიერთობაში. თუ, რა თქმა უნდა, მას არ გააბრაზებთ.

მე-6 ადგილი – სასწორი

ცენტრალური ადგილი სასწორმა დაიკავა – ესაა დაუჯერებლად მსუბუქი და მომხიბლავი ადამიანი, რომელიც ნებისმიერ წრეს სუფთა ჰაერს მოუტანს. თუმცა, მხოლოდ მანამ, სანამ ეჭვი არ შეეპარება: საკმარისად უყვართ თუ არა იგი, რამდენად საკმარისად აფასებენ და იღებენ მას ამ გარემოცვაში? თუ დარწმუნდება, რომ საკმარისია, ბუზღუნს დაიწყებს და სხვების დასანახავად დაიტანჯება, თითებს დაიმტვრევს, ყველას მშიერი ლეკვის თვალებით შეხედავს და ატმოსფეროს თავისი “აჰ, მე, ასეთი მშვენიერი, არავის ვუყვარვარ”-ით წამლავს.

მე-5 – კურო

კუროს ყოველთვის სურს, რომ გარშემო ყველაფერი წესრიგში იყოს და შეუჩერებლად მუშაობდეს. სასურველია, რა თქმა უნდა, კუროს ძალისხმევის გარეშე – ანუ, თქვენ მუშაობთ, კურო კი გხელმძღვანელობთ. კარგი იქნება, თუ მაშინვე დათანხმდებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, კურო სულს ყელში ამოგიყვანთ და ბუტბუტს დაიწყებთ. თანაც, უნდა გაითვალისწინოთ, რომ მოსაწყენი ბუტბუტი კუროს ძალისხმევას საერთოდ არ მოითხოვს, ამიტომ, მას მეორედ მოსვლმდე შეუძლია შეუჩერებლად ბუტბუტი, დასვენებისა და ჭამის გარეშე. ამის უწყვეტლივ მოსმენა კი მართლა ძალიან რთულია.

მე-4 – თევზები

სასოწარკვეთილება ცოდვა კი არა, ცხოვრების წესია – ესაა დევიზი თევზებისა, რომელიც თავისი დათრგუნული სახით ნებისმიერს ჩაითრევს ნაღველის მორევში. თევზებს თევზივით შეუძლიათ დადუმება – სიტყვების ნაცვლად, მისი სახის საფირმო გამომეტყველება. ყველაზე საწყენი კი ისაა, რომ სულის სიღრმეში თევზები გულწრფელად ერთობა, როცა ხედავს, როგორ გახრევინებთ თავს მისი ხასიათის სიმძიმე.

მე-3 – კირჩხიბი

ლიდერთა სამეულს ხსნის კირჩხიბი – ფანტასტიკური ადამიანი, რომელიც გარშემომყოფებს ყველაფრით უხუთავს სულს: კარგი, გვესმის, როცა პირდაპირი მითითებებით ან მომაბეზრებელი ბუტბუტით გიხუთავენ სულს. თუმცა, კირჩხიბს შეუძლია თქვენი სულის შეხუთვა ზრუნვით, ჭკუის სწავლებით, სულიერი ბაასით. კირჩხიბს წვნიანით შეხუთვაც კი შეუძლია – იგი უნდა მიირთვათ, გინდათ თუ არა ეს. კირჩხიბმა ხომ იმდენი იწვალა მის მოსამზადებლად, არ გრცხვენიათ?

მე-2 – ქალწული

ფრთხილად, საშიში მომენტია! ქალწული ჭკვიანია, ამიტომ, სურვილის შემთხვევაში, გუნდური და ცხოვრებით ბედნიერი ადამიანის შთაბეჭდილებას დატოვებს – თანამოსაუბრეს უბრალოდ დაუსრულებელი ცოდნისა და კარგი ხუმრობების ნარევს მიაყრის. თუმცა, ეს მიმიკრია სულაც არაა! რეალურად, ქალწული ისე გიტყუებთ, როგორც ბუზსაჭერი იზიდავს მწერებს თავისი ტკბილი სუნით. ქალწული პროფესიონალი სულთამხუთავია, რომელიც გულწრფელად იღებს სიამოვნებას ახლობლების ნერვების მოშლით. და მაინც, ცერებრალური სექსი (აი, ერთ-ერთი მონაწილე ტვინი რომაა) – ქალწულის ყველაზე საყვარელი საქმიანობაა. შეიძლება ითქვას, მოწოდებაც კი.

1-ლი – თხის რქა

ტა-დამ! საპატიო პირველი ადგილი, ოქროს მედალი და დილი თხის რქას – ნაღებ სულთამხუთავს ერგება. საქმე ისაა, რომ ტხის რქას არ სჭირდება ძალისხმევა იმისთვის, რომ გარშემომყოფებს სული შეუხუთოს. იგი ჰაერის დამატენიანებელივითაა – კუთხეში მდუმარედ ჯდომისასაც კი ეგზისტენციალური ნაღველის ავადმყოფური მიაზმის ატმოსფეროს აწარმოებს. რატომ? იმიტომ, რომ თხის რქის დანახვისთანავე გაგახსენდებათ: უშრომველად მზე არ სუფევს ცის კამარაზე; ადრე ამდგარსა კურდღელსა ვერ დაეწევა მწევარი და ა.შ.