
ხშირად ამბობენ, რომ სავსებით შესაძლებელია ჩვენი ცხოვრების შედარება ყუთთან, რომელიც სურპრიზითაა სავსე. ერთადერთი, რაშიც შეგიძლიათ სრულად იყოთ დარწმუნებული, არის ის, რაც აქ და ახლა გვხდება თავს. აი, რატომ ვცდილობთ თითოეული წამის დაფასებასა და ზეცისადმი მადლიერების გამოხატვას.
დღეს Girl.ge-იმ მოამზადა 6 ყუთი, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა აირჩიოთ. გახსენით იგი და წაიკითხეთ, რა მოგიმზადათ ბედისწერამ.
1. ამ ყუთში გასაღები იმალება. ეს გასაღები გახსნის იმ კარს, რომელსაც თავად მოარგებთ. ეს შეიძლება აღმოჩნდეს ახალი მანქანის, ახალი ბინის, ახალი კარიერული შესაძლებლობების ან სასიყვარულო ურთიერთობაში თქვენი გულის გასაღებიც კი. ბედისწერა გჩუქნით წარმატებისა და ახალი მიღწევების გასაღებს.
2. ამ ყუთში ძვირადღირებული ქვაა მოთავსებული. ეს ქვა ცხოვრების ფინანსურ სფეროში მოგიტანთ წარმატებას. მზად იყავით იმისთვის, რომ თქვენი მატერიალური მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება და, ბოლოს და ბოლოს, მრავალ ოცნებას აიხდენთ. ბედისწერა მოგცემთ აყვავებისა და ფინანსური კეთილდღეობის შესაძლებლობას.
3. ამ ყუთიდან ფარანი ამოვიდა. ფარანი მკვეთრი შუქის წყაროა, რომელიც გაგინათებთ და გამოაჩენს გზას, რომელზეც უნდა იაროთ. იგი დაგეხმარებათ თქვენს ცხოვრებისეულ მოგზაურობაში, რათა შეძლოთ იმ მნიშვნელოვანი საგნების შემჩნევა, რომლებიც ამ მოგზაურობის განმავლობაში გელით, თქვენივე მიზნების მისაღწევად. ბედისწერა ბევრ სინათლეს გჩუქნით და საიმედო გზას გიჩვენებთ.
4. ამ ყუთში კი საათია მოთავსებული. ეს საათი თქვენს ცხოვრებაში საკვანძო მომენტზე მიუთითებს. მალე დადგება ცვლილებების დრო და ის, რასაც აქამდე თქვენთვის ცრემლები მოჰქონდა, აწი ღიმილს მოგიტანთ, ხოლო ის, რასაც დარდი მოჰქონდა, სიხარულის წყაროდ იქცევა. ბედისწერა სიხარულსა და ბედნიერებას გაჩუქებთ.
5. თუ მეხუთე ყუთი აირჩიეთ, დახურული კონვერტი შეგხვდათ. ამ კონვერტში კი მოთავსებულია დოკუმენტი, რომელსაც მალე უნდა მოაწეროთ ხელი. ეს დოკუმენტი შეიძლება რაღაც მნიშვნელოვან შენაძენს (მანქანას ან უძრავ ქონებას) ეხებოდეს. აგრეთვე, ეს შეიძლება იყოოს ქორწინების ან სხვა ისეთი მოვლენის მოწმობა, რომლის მიღებაზეც დიდი ხანი ოცნებობდით. ბედისწერა სიმდიდრესა და ბედნიერ ცხოვრებას მოგიტანთ.
6. ამ ყუთის შიგთავსი გაგაოცებთ – მიკროფონი. ამ მიკროფონის დახმარებით, თქვენ შეძლებთ სამყაროსთან გასაუბრებას და იმის გამჟღავნებას, რაც გაწუხებთ. თქვენს ხმას გაიგონებენ და, შესაბამისად, თხოვნასაც დაგიკმაყოფილებენ. ბედისწერა ოცნების ხორცშესხმის საშუალებას მოგცემთ. ახლა უბრალოდ სთხოვეთ მას იმის ახდენა, რაზეც დიდხანს ოცნებობდით.