გარეგნობის ფერთატიპი: როგორ განვსაზღვროთ ჩვენი ტიპი

0
782

გარეგნობის ფერთა ტიპი რაღაც მითოლოგიური კლასიფიკაცია არაა, რომელიც სტილისტებსა და ვიზაჟისტებს სჭირდებათ მუშაობისთვის. პირველ რიგში, საკუთარი ტიპის განსაზღვრა ნებისმიერ გოგოს იმისთვის სჭირდება, რომ ტანსაცმლის ფერები სწორად შეარჩიოს. იგივე ეხება მაკიაჟსაც. თუ თქვენს ფერს განსაზღვრავთ, მაკიაჟის შექმნა უფრო სწრაფი და მარტივი იქნება შესაფერისი ელფერებით, რომლებიც ხაზს გაუსვამს კანის, თვალებისა და თმის ფერს, გარეგნობასთან უთანხმოებაში არ მოვა. Girl.ge სწორედ ამაში დაგეხმარებათ.

ფერის ტიპი – ესაა გარეგნობის კოლორიტი. იგი არაა დამოკიდებული განათებაზე, დაბადების თარიღზე, ჰოროსკოპსა და სხვა პირად ცნობებზე. ფერების ტიპი მხოლოდ გარე ნატურალური მონაცემების შეჯამებით განისაზღვრება: თმის, წარბების, თვალების, კანისა და ტუჩების ფერიც კი გასათვალისწინებელია. ჰარმონიული ლუქი მრავალ დეტალს მოიცავს და ქალების უმრავლესობაც ამ მისიას ინტუიტურ დონეზე შესანიშნავად უმკლავდება.

თუ გსურთ, ტანსაცმელი და მაკიაჟის ფერთა პალიტრა უზუსტესად შეარჩიოთ, წვრილმანებამდე უნდა შეისწავლოთ გარეგნობის ფერთა ტიპები და განსაზღვროთ თქვენი.ეს ინფორმაცია ძალიან სასარგებლო იქნება მომდევნო შოპინგზე, როცა მაღაზიაში აღარ მოგიხდებათ იმაზე ფიქრი, თუ როგორ ბლუზას შეუხამოთ ახალი ქვედა ბოლო, რა ფერის ფეხსაცმელი და აქსესუარები აირჩიოთ… ფერთა ტიპი გამორიცხავს ზედმეტ ფერებს, გიტოვებთ მხოლოდ იმათ, რომლებიც ყველაზე მომგებიანად გაუსვამს ხაზს თქვენს გარეგნობას. სტილისტები მუდმივად იყენებენ ამ ხერხს კლიენტებისთვის ინდივიდუალური ლუქბუქის შესადგენად.

როგორ განვსაზღვროთ ჩვენი გარეგნობის ფერის ტიპი

თუ გაინტერესებთ, როგორ განსაზღვროთ საკუთარი გარეგნობის ფერის ტიპი, დღის შუქზე დადექით სარკის წინ. კარგი, რბილი განათება, რომელიც არ ჩრდილავს ფერის ფაქტურას, დაგეხმარებათ თქვენი ფერის ტიპის განსაზღვრაში. არსებობს პოპულარული კლასიფიკაცია წლის დროებთან მიმართებით: ცივი ფერის ტიპი – “ზაფხული” და “ზამთარია”, თბილი – “შემოდგომა” და “გაზაფხული”. უფრო ზუსტი განსაზღვრისთვის, მოიშორეთ მაკიაჟი და გაიშალეთ თმა. მნიშვნელოვანია თქვენი თმის ბუნებრივი ფერის გათვალისწინებაც, ამიტომ, თუ თმა შეღებილია, არ გაითვალისწინოთ ახალი ფერი, ბუნებრივი ფერი გაიხსენეთ.

მიიდეთ სახეზე თბილი ატმისფერი და ცივი ვარდისფერი ელფერის ქსოვილები და აირჩიეთ, რომელი მათგანი უფრო გიხდებათ. მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ რომელი ფერი უსვამს ხაზს თქვენი კანის ფერს, ან რომელი აფერმკრთალებს მას. თუ ატმისფერი გიხდებათ, თქვენი ფერის ტიპი “შემოდგომა” ან “გაზაფხულია”, ხოლო, თუ ვარდისფერი – “ზაფხული” ან ზამთარი”. გარეგნობის ფერის ტიპსა და მის აღწერას უფრო თვალსაჩინოდ შეისწავლით ვარსკვლავების მაგალითზე.

“გაზაფხული”

ფერის ამ ტიპის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი გახლავთ გვინეტ პელტროუ. ასეთი ტიპის გოგონებს ახასიათებთ ნაზი, თითქმის გამჭვირვალე, ნათელი ფერის კანი. თმის ბუნებრივი ფერი, უმეტესად, თბილი ან ღია ქერაა – ხორბლისფერი, თაფლისფერი, ოქროსფერი. თვალებიც ღია ფერის აქვთ: ნათელი ცისფერი და ნაცრისფერი, ღია ყავისფერი, ღია მწვან. მათ ფარავს ღია ფერის წარბები და წამწამები. ამ ტიპის გოგონებს ახასიათებთ ბავშვური მსუბუქი შეწითლება და ნაზი, ვარდისფერი ტუჩები.

“გაზაფხულის” ტიპის ადამიანები სწრაფად იწვებიან მზეზე, ზაფხულში ღია ჭორფლები უჩნდებათ.

შესაფერისი ფერები: რბილი ჟანგმიწა, თბილი კრემისფერი, შოკოლადისფერი, ორაგულისფერი, ატმისფერი, ყვითელი, გარგრისფერი, ლაზურული, ღია ცისფერი, ამ სეზონზე პოპულარული მწვანე ვაშლისფერი, თბილი ნარინჯისფერი.

“ზაფხული”

ქეით ჰადსონი გარეგნობით თავის დაბადების თარიღს შეესაბამება. ლოსანჯელესელი მსახიობი “ზაფხულის” ფერთა ტიპის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია. ამ ტიპის გოგონები არ უშინდებიან მზეს, მათი კანი კარგად იტანს რუჯს და სწრაფად იქცევა ბრინჯაოსფრად. კანის ბუნებრივი ფერი მეტყეობს ღია ვარდისფრიდან ღია ნაცრისფრამდე, ღია ქერა და ცივი ფერფლისფერი თმებით. თვალები შეიძლება ჰქონდეთ რუხი, რუხ-ცისფერი, მუქი ყავისფერი და ჭროღაც კი. ტუჩები – ფერმკრთალი ვარდისფერი. ამ ტიპს უხდება ცივი ელფერების პალიტრა.

პალიტრა: იდეალურია ცივი ცისფერი და მოლურჯო ელფერების გამა, თეთრი, კვერცხის ნაჭუჭის ფერი, მარგალიტისფერი, ცივი და ჭუჭყიანი ვარდისფრის ყველა ელფერი, იასამნისფერი, ლიმონისფერ-ყვითელი.

“შემოდგომა”

რაღა თქმა უნდა, ჯულია რობერტსი. იგი “თბილი შემოდგომის” იდეალური ხორცშესხმაა – კანი მოოქროსფრო ელფერისაა, თმა – სპილენძისფრიდან და ოქროსფრიდან მკვეთრ ჟღალამდე ან წითელი, თვალები თბილი ელფერის უნდა ჰქონდეს (ქარვისფერი, თხილისფერი). შემოდგომის ფერთა ტიპის გოგონები ვერ იტანენ რუჯს, თუმცა, მსუბუქი ბრინჯაოსფერი ელფერი უფრო ძლიერად უსვამს ხაზს მათ სილამაზეს.

პალიტრა: ზურმუხტისფერი, ჭიაფერი, ჟღალი გოგრისფერი, პომიდვრისფერ-წითელი, ყველა თბილი ყავისფერი ელფერი, ზეთისხილისფერი, რუხი.

“ზამთარი”

ამ ტიპს საუკეთესოდ ასახავენ ევა გრინი და მონიკა ბელუჩი. ამ მკვეთრ ცივ ტიპს ახასიათებს კონტრასტი გარეგნობაში: შავი ან მუქი ყავისფერი თმა, ფაიფურის კანი და მუქი ქერა, მწვანე ან ცისფერი თვალები. კანი ძალიან ღია ფერისაა, თითქმის თეთრი, რუჯს უპრობლემოდ იტანს.

პალიტრა: კობალტის გაჯერებული ელფერი, წითელი, იისფერი, ზურმუხტისფერი.

არსებობს უფრო კერძო კლასიფიკაციაც, რომელიც გარეგნობის ფერთა 12 ტიპისგან შედგება. ასე, თითოეული ტიპის დაყოფა კიდევ ორ სახეობად შეიძლება: კონტრასტული და არაკონტრასტული. მაგალითად, “კონტრასტული ზამთრის” ტიპს მიეკუთვნება დინა ვონ ტიზი (ნაზი, ფითქინა კანი ქარვისფერი თმის ფონზე) და “არაკონტრასტული ზამთარი” – ჯენიფერ ლოპესი (შავგვრემანი, ზეთისხილისფერი კანით).

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ