
ალბათ, არაერთხელ მოგისმენიათ, რომ თმა იშვიათად უნდა დაიბანოთ. თუმცა, რამდენაც იშვიათად? ყველას სხვადასხვანაირი სიგრძის, სიხშირისა და სიმკვრივის თმა აქვს და, რაც ერთი ადამიანისთვის კარგია, მეორეს არ შეეფერება. თუ თავს ხშირად დაიბანთ, თმა გამოშრება, გაფუჭდება, ბოლოები დაიყოფა, თუ ძალიან იშვიათად – გაივსება თმის ნასვრეტები, იწყება ანთება და თმისცვენაც კი.
Girl.ge-ის რედაქცია ახლა გეტყვით, რა ტიპის თმა როგორი სიხშირით უნდა დაიბანოთ.
- სწორი თმა: ყოველ მეორე დღეს. სწორ თმაზე ცხიმი უფრო თვალსაჩინოა, ვიდრე ხვეულზე, ამიტომაც იბანთ მათ ყყოველდღე. თუმცა, ეცადეთ, დაბანა შემდეგი დღისთვის გადადოთ, აირჩიეთ ნაზი შამპუნი, რომელიც მოცულობასაც გაზრდის.
- ხშირი თმა: კვირაში ერთხელ. ლამაზ, ხშირ თმას ხშირად დაბანა არ სჭირდება – იგი ჭარბ ცხიმს დამოუკიდებლადაც მშვენივრად უმკლავდება. აირჩიეთ ანთების საწინააღმდეგო კომპონენტებისა და ზეთების შემცველი შამპუნი, რომელიც თმის ნასვრეტებსაც გაწმენდს.
- ტალღოვანი თმა: ყოველ მეორე დღეს. მათი ხვეული თმასავით დატენიანება და დამძიმება საჭირო არაა. აიღეთ შამპუნი სულფატის გარეშე, დატენიანების მსუბუქი ეფექტით.
- ხვეული თმა: ყოველ მესამე დღეს. მისი მთავარი პრობლემაა ცხიმის დაგროვება თმის ძირებში და სიმშრალე ბოლოებში. კანის ქონი ვერ “არღვევს” თმის სპირალებში ისე, როგორც მშრაი თმის შემთვევაში, ამიტომ იგი უფრო მშრალი ჩანს. ასეთი თმისთვის რეკომენდებულია კოვოშინგი (კონდიციონერით დაბანა), თუმცამ, თუ ამ მეთოდის მომხრე არ ხართ, მიმართეთ გამწმენდ შამპუნს.
- დაზიანებული თმა: ყოველ მესამე დღეს. შეღებვის ან კერატინის დატანების შედეგად მიღებული ზარალი თმას აუხეშებს და აშრობს. გამოიყენეთ შეღებილი თმისთვის განკუთვნილი შამპუნი, რომელიც ყველა პრობლემას ერთი ხელის მოსმით გადაჭრის.
- ცხიმიანი თმა: ყოველ მეორე დღეს.რაც უფრო მეტად ცდილობთ მის დამარცხებას, მით უფრო მეტი ქონი გაჩნდება თმაზე. რატომ? როცა თავის კანი შრება, მეტ ცხიმს აწარმოებს, სწორედ ამიტომ არ უნდა დაიბანოთ თავი ყოველდღე.
- უბრალოდ თმა: ყოველ მეორე დღეს.ზოგადად, ასეთი ცნება არ არსებობს, თუმცა, თუ თმა არც მძიმე, არც ცხიმიანი, არც ძალიან ხვეული გაქვთ, ნორმალური თმისთვის განკუთვნილი შამპუნი გამოიყენეთ.