9 მავნე ჩვევა, რომლებიც საყოფაცხოვრებო ტექნიკას ანადგურებს

0
506

ყველა ძირითადი საყოფაცხოვრებო მოწყობილობა ექვემდებარება ცვეთას, რაც იმას ნიშნავს, რომ, ადრე თუ გვიან, იგი გაფუჭდება. თუმცა, ჩვენ მისი ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივება ნამდვილად შეგვიძლია.

იმას, თუ როგორ იყენებთ მოწყობილობებს დღეს, დიდი გავლენა აქვს იმაზე, თუ როგორ იმუშავებენ ისინი ხვალ. Girl.ge-ის რედაქცია პირდაპირ ჩამოგითვლით იმ მავნე ჩვევებს, რომლებიც ყოველდღიურად ართმევს თქვენს დამხმარე მოწყობილობებს წლებს.

1. მონეტები ჯიბეებში

გულდასმით შეამოწმეთ ყველა ჯიბე, სანამ ტანსაცმელს სარეცხ მანქანაში მოათავსებთ. მონეტებს ან მეტალის სხვა წვრილმანებს დოლაბის დაზიანება და ცარიელ ადგილებში გაჭედვა შეუძლია, რაც ძვირადღირებული რემონტის საჭიროებას გამოიწვევს. ტანსაცმელში ჩატოვებული მონეტებისთვის ცალკე ყულაბა მოამზადეთ.

Photo credit: unsplash

2. გადავსებული საყინულე

მართალია, სავსე საყინულე უფრო ეფექტურად მუშაობს, ვიდრე ცარიელი. თუმცა, ცოტა ხნით. საყინულეს გადავსებას სავენტილაციო ხვრელების დაბლოკვა, ცივი ჰაერის ნაკადის შეზღუდვა და მაცივრის კომპრესორის გადატვირთვა შეუძლია, რაც მას მალე გამოიყვანს მწყობრიდან.

Photo credit: unsplash

3. სარეცხი მანქანის გადატვირთვა

მანქანის გამოტენვა მაცდური აზრია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბევრი თეთრეული დაგიგროვდათ. თუმცა, ამის გაკეთებას არ გირჩევთ. გადატვირთული მანქანა მომატებულ დატვირთვას უქმნის საკისრებს, დოლაბი მწყობრიდან გამოჰყავს, რაც სხვა დაზიანებებსაც იწვევს.

Photo credit: unsplash

4. გაჟონვა ღუმელში

გაჟონვა კერძების მომზადების ბუნებრივი გვერდითი პროდუქტია. თუმცა, ყველაფერი, რაც ღუმელში ჩაიღვარა, სასწრაფოდ უნდა გაიწმინდოს, თორემ გამათბობელ ელემენტებს გააფუჭებთ. მოათავსეთ კილიტა ღუმლის ფსკერზე, რათა გაჟონილი სითხე მარტივად აალაგოთ.

Photo credit: unsplash

5. ბუსუსები საშრობში

არ დაგავიწყდეთ საშრობში ბუსუსების დამჭერის წმენდა ტანსაცმლის ყოველი ჩატვირთვის შემდეგ. თუ ამას არ გააკეთებთ, მანქანის ეფექტურობა მკვეთრად დაქვეითდება. ეს უსაფრთხოების საკითხიცაა. ბუსუსი, რომელიც სავენტილაციო მილში იჭედება, ხანძრის მიზეზი შეიძლება გახდეს.

6. საპონი გაზქურის საწმენდად

ეცადეთ, გაზქურის ზედაპირი საპნით არ გაწმინდოთ. ეს კოროზიას, აგრეთვე, ელექტროსანთებლის დაბლოკვას გამოიწვევს, რაც, შედეგად, მას მთლიანად გამოიყვანს მწყობრიდან. წაიკითხეთ ინსტრუქცია და დაიცავით მწარმოებლის რჩევები წმენდასთან დაკავშირებით.

Photo credit: unsplash

7. ბასრი საგნები ჭურჭლის სარეცხ მანქანაში

მოერიდეთ ბასრი საგნების მოხვედრას ჭურჭლის სარეცხ მანქანაში. თუ დანების რეცხვა გსურთ, მოათავსეთ ისინი სპეციალურ კოლოფში, ბასრი კიდეები ზემოთ მიმართეთ, მოწყობილობის შიდა ზედაპირი რომ არ დააზიანოთ. სტელაჟებზე ნებისმიერი ნაკაწრი გამოიწვევს კოროზიას, რომელიც მთელ ჭურჭელს დასვრის.

Photo credit: unsplash

8. თუჯი კერამიკულ ქურაზე

თუჯის ქვაბის ფსკერი ხორკლიანია, შესაბამისად, მარტივად კაწრავს კერამიკული პანელის გლუვ ზედაპირს. ამრიგად, მოერიდეთ თუჯის ჭურჭლის გამოყენებას დამცავი საფრის გარეშე. დარწმუნდით, რომ მძიმე ქვაბებსა და ტაფებს არ ახახუნებთ ქურაზე, წამოწიეთ და ისე გადადეთ.

Photo credit: unsplash

10. ცარიელი მიკროტალღური ღუმელი

Photo credit: unsplash

უნდა გახსოვდეთ, რომ მიკროტალღური ღუმელი მხოლოდ მაშინ უნდა ჩართოთ, როცა მასში არანაკლებ 50 გ სიმძიმის პროდუქტია. თუ კამერა თითქმის ცარიელია, ღუმლის ჩართვა არ შეიძლება – მაგნეტრონი მწყობრიდან შეიძლება გამოვიდეს. თუ მსუბუქ პროდუქტს მოათავსებთ, გვერდით ჭიქა წყალიც დაუმატეთ.