
აცეტონი, რომელიც ლაქის მოსაშორებელი სითხის შემადგენლობაში შედის, ეფექტურად გაწმენდს სახლში არსებულ რთულად მისაწვდომ ადგილებს.
ალბათ, თქვენ იცით, რომ აცეტონი ყველაზე ეფექტური სითხეა ფრთხილის ლაქის მოსაშორებლად, თუმცა, მისი გამოყენება აქ არ სრულდება. აცეტონი უნივერსალური და იაფფასიანი ქიმიური საშუალებაა, რომელსაც რამდენიმე საყოფაცხოვრებო პრობლემის გადაჭრა შეუძლია. იგი ეფექტურია სხვადასხვა მიზნით, მათ შორის, გახეხილი ტყავის გასაკრიალებლად, სუპერწებოსა და სტიკერების ნარჩენების მოსაშორებლად.
თუმცა, აქვე გაფრთხილებთ, რომ აუცილებელია უსაფრთხოების ზომების დაცვა: აცეტონი მარტივად ალდება, ამიტომ მისი გამოყენება ცეცხლთან ან სითბოს წყაროსთან ახლოს არ შეიძლება. მას შეუძლია ფილტვებისა და ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, ამიტომ აცეტონი მხოლოდ კარგად განიავებად ოთახში უნდა გამოიყენოთ. რამდენადაც მას კანის გამოშრობა ან დახეთქვაც კი შეუძლია, დაიცავით ხელები ხელთათმანებით. ნებისმიერი ძლიერმოქმედი ქიმიური ნივთიერების გამოყენებისას, პირველ რიგში, შეამოწმეთ მისი მოქმედება ზედაპირის მცირე, შეფარულ ნაწილზე, რათა დარწმუნდეთ, რომ არასახარბიელო ეფექტს არ გამოიწვევს.
მოკლედ, Girl.ge-ის რედაქცია წარმოგიდგენთ აცეტონის გამოყენების 9 სასარგებლო და ეფექტურ გზას.
1. დახაზული ზედაპირის გაგლუვება
თუ ფილებზე, ბეტონზე ან ლამინატზე უსახური შავი ნაკაწრები გაჩნდა, უბრალოდ დაასხით 2 ჩ.კ. აციტონი სუფთა ჩვარს ან ქაღალდის ხელსახოცს და კარგად გაწმინდეთ. შემდეგ გაამშრალეთ ეს ადგილი სუფთა, ნოტიო ჩვრით, აცეტონის ნარჩენების მოსაშორებლად. თუმცა, ნუ ეცდებით ამის გაკეთებას ხის იატაკზე – სითხეს დამცავი საფრის მოშორება და მტკიცე ლაქების დატოვება შეუძლია. პროცედურის დასრულებისას, აცეტონიანი ჩვარი გადააგდეთ, ან ჯერ გააშრეთ და შემდეგ გარეცხეთ.
2. ყავის სუფთა ფინჯნები
თუ თქვენს საყვარელ კერამიკის ან შუშის ფინჯანს ყავის ან ჩაის ყავისფერი ლაქა ჩვეულებრივი რეცხვით არ შორდება, აცეტონი მას მარტივად გაუმკლავდება. უბრალოდ ჩაასხით ფინჯანში 1-2 ჩ.კ. აცეტონი, გაწმინდეთ ჭუჭყი ღრუბლით ან ჩვრით, შემდეგ კი კარგად გარეცხეთ. იგი ისევ ახალივით გახდება. გამოყენებული ღრუბელი ან ჩვარი გააშრეთ და ისე გარეცხეთ, ან გადააგდეთ.
3. სუპერწებოს კვალის მოშორება
ეს ძალიან გავრცელებული სცენარია: სუპერწებოს გამოყენებისას, შემთხვევით თითები მიგეწებათ, ან იქნებ, წებო გჭირდებათ, თავსახურს კი ვერ ხსნით, გამხმარი წებოს გამო. საბედნიეროდ, ორივე პრობლემის გადაჭრას შეძლებთ, თუ ბამბის დისკს აცეტონით დაასველებთ და პრობლემურ ზონაზე გადაატარებთ. ეს დაშლის გამხმარ ან ჩაწებებულ წებოს.
4. საღებავის ნარჩენების მოშორება
ფანჯრის ჩარჩო შეღებეთ, შუშაზე კი საღებავის ლაქები დარჩა? ისევ აცეტონი. ჩაალბეთ ბამბის დისკი ამ სითხეში და დაადეთ საღებავის ლაქებს რამდენიმე წუთით, შემდეგ კი გაწმინდეთ საღებავი მშრალი ჩვრით.
5. ნაკაწრების შემცირება ან მოშორება
თუ პლასტმასის ციფერბლატზე, სურათის ჩარჩოზე, ავეჯზე ან პლასტმასის სხვა ნებისმიერ მყარ ნივთზე მცირე ნაკაწრები გაჩნდა, მათი მოშორება აცეტონით შეიძლება. დაასველეთ ბამბის დისკი აცეტონით, ოდნავ ნოტიო რომ გახდეს, შემდეგ კი ფრთხილად გაწმინდეთ დაკაწრული მონაკვეთი. აცეტონი ოდნავ გახსნის პლასტმასს, რაც ნაკაწრის მოშორების საშუალებას მოგცემთ. იმუშავეთ ნელა და ფრთხილად, რადგან ზედმეტი ხახუნი დაზიანებას გააუარესებს.
6. ნივთების დეზინფექცია
კანის მოსავლელი მეტალის პატარა ხელსაწყოები, მათ შორის სამართებლები, პინცეტები, მაკრატელი და ფრჩხილის საკვნეტები, როგორც წესი, იგროვებს მიკრობებს, რომლებიც კანის გაღიზიანებასა და ინფექციას იწვევს. პერიოდულად გაუკეთეთ ამ ნივთებს დეზინფექცია – გაწმინდეთ აცეტონით დასველებული ბამბის დისკით, შემდეგ კი გაავლეთ წყლით და გაამშრალეთ სუფთა პირსახოცით.
7. ქსოვილიდან მელნის ამოყვანა
თუ პერანგზე შემთხვევით მელანი დაღვარეთ, აცეტონი დაგეხმარებათ. უბრალოდ აიღეთ აცეტონის შემცველი ლაქის მოსაშორებელი სითხე, შეურიეთ 1 წილი სითხე 2 წილ წყალს და ბამბის დისკის ან ქსოვილის გამოყენებით წაუსვით ხსნარი მელნის ლაქას, სანამ იგი არ გაქრება, შემდეგ გარეცხეთ ნივთი. არ გამოიყენოთ იგი დელიკატურ ქსოვილებზე (მათ შორის, აბრეშუმზე).
8. აბაზანის წმენდა
თუ თქვენს თუჯის აბაზანას მახინჯი ყავისფერი ლაქები გაუჩნდა ან გარშემო ფილებს საპნის ქაფის ნადები მოეცხო, ჩაიცვით რეზინის ხელთათმანები და შეურიეთ წყალი და აცეტონი 1:1 პროპორციით. ჩაალბეთ ქსოვილი ხსნარში, უხვად წაუსვით იგი ჭუჭყიან მონაკვეთებს, შემდეგ კი გამოიყენეთ ჯაგრისი ჭუჭყის დასაშლელად და მოსაშორებლად. ჩარეცხეთ აბაზანა სუფთა წყლით.
9. გამდნარი პლასტმასის მოშორება
არ აქვს მნიშვნელობა, პურის პოლიეთილენის შეფუთვა შემთხვევით ცხელ ტოსტერს შეეხო თუ პლასტმასის ნიჩაბი ცხელ ტაფაში ჩატოვეთ, სამზარეულოში გამდნარი პლასტმასა ხშირი შემთხვევაა. თუმცა, აცეტონით პლასტმასის გადნობის უნარის წყალობით, ამ პრობლემასაც გადაჭრით. პირველ რიგში, დარწმუნდით, რომ ტაფა, ტოსტერი ან მეტალის სხვა ნივთი სრულად გაგრილდა და ელექტრო-წყაროში არაა შეერთებული. შემდეგ გაწმინდეთ გამდნარი პლასტმასი აცეტონიანი ჩვრით, შემდეგ კი კარგად გარეცხეთ ჭურჭელი წყლით და გააშრეთ ხელსახოცით.
იცოდით აცეტონის გამოყენების ამ გზების შესახებ? თქვენ რაში გეხმარებათ ეს სითხე?