7 ხე, რომლებიც თქვენს სახლს სიცოცხლესა და სიმწვანეს შემატებს

0
830

თუ ოთახისთვის სიცოცხლის შემატება გსურთ, ოთახის მცენარეები საუკეთესო საშუალებაა. სწორად შერჩეული მცენარე დაუყოვნებლივ გაანათებს და გააცოცხლებს უსიცოცხლო კუთხეს ან უფერულ ოთახს აქცენტს შემატებს. Girl.ge-ის რედაქცია დღეს გაგაცნობთ 7 შესანიშნავ ხეს, რომელთა გაზრდა სახლის პირობებში შეგიძლიათ.

1. ფიკუსი (Fiddle-Leaf Fig)

ფიკუსის სახეობა ოთახის პოპულარული მცენარეების მრავალ ქვესახეობას მოიცავს. თუმცა, ლირისებრ ფიკუსს გაცილებით მეტი ფოთოლი აქვს, ვიდრე მის ნათესავებს, ეს გამორჩეული ფოთლები კი, ხის ელეგანტურ დატოტვილ სტრუქტურასთან ერთად, მას ბოლო წლების ვარსკვლავად აქცევს. ხე ლამაზია, თუმცა, ვერ იტანს მზის პირდაპირ სხივებსა და სხველ ფესვებს, ცუდად რეაგირებს გადაადგილებაზეც.

2. მეიერის ლიმონი (Meyer Lemon)

ესაა ჯუჯა სახეობა, რომელიც უფრო გამძლეა, ვიდრე ლიმონის ხეების უმეტესობა, და მისი გაზრდა ოთახის პირობებში შეიძლება. მისი თხელკანიანი ნაყოფიც უფრო ტკბილია, ვიდრე სხვა სახეობები, რაც ამ ხეს განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის მზარეულებისთვის, რომლებსაც უყვართ ხელთ ახალი პროდუქტის არსებობა. ამ ხეს უყვარს მზის შუქით ტკბობა, ამიტომ გაიტანეთ თბილ ამინდებში გარეთ, ზამთარში კი მუდმივად ოთახში იყოლიეთ.

3. მალაბარის წაბლი (Malabar Chestnut)

ასევე ცნობილი, როგორც ფულის ხე, აყვავებისა და წარმატების ტრადიციული სიმბოლოა. ჩვეულებრივ, მას 5 ღერო აქვს, რომლებიც ერთმანეთზეა გადაწნული და მთელი ზრდის პროცესში იწნება. ფულის ხე უპირატესობას არაპირდაპირ სინათლესა და ნესტიანობას ანიჭებს, ამიტომ ეს შესანიშნავი არჩევანია სარკმლიანი სააბაზანოსთვის.

4. კარიოტა, პალმა თევზის კუდი (Fishtail Palm)

ეს უჩვეულო, თევზის კუდის ფორმის ფოთლებიანი პალმა შესანიშნავია ოფისის, საძინებლის ან მისაღებისთვის. ამ ხეს მზის დიდი რაოდენობით შუქი სჭირდება და არასდროს არ უნდა გამოაშროთ. ტროპიკულ მცენარეს უყვარს ტენიანი გარემო, ამიტომ, თუ ამ მცენარის ინტერიერში შემოტანას გადაწყვეტთ, აუცილებლად შაშხეფეთ ფოთლებს წყალი.

5. დრაცენა (Dracaena)

დრაცენა დეკორატიული მცენარეა, რომლის მოვლაც ძალიან მარტივია. ოთახში იგი 2 მეტრამდე იზრდება! მჩხვლეტავფოთლიანი დრაცენა შესანიშნავად შეავსებს თანამედროვე ინტერიერს.

6. შეფლერა სხივფოთლიანი (Australia umbrella tree)

ამ ხეს წვრილი ღეროები აქვს, რომელიც დახვეწილი ფოთლებით გვირგვინდება, და იგი საუკეთესოდ გრძნობს თავს მკვეთრ, არაპირდაპირ შუქში. მართალია, ტროპიკული ხე საკმაოდ მაღალი იზრდება, შემთხვევით გასხლვით მისთვის ფორმის მიცემა და მისაღები ზომების შენარჩუნება შეგიძლიათ. დაუმატეთ 1 მცენარე ინტერიერს, ლამაზი აქცენტის სახით, ან შექმენით ბუენბრივი ეკრანი ან ტიხარი ოთახისთვის.

7. ზეთისხილის ხე (Olive)

მართალია, ამ ხეს ოთახში მარადიულად ცხოვრება არ შეუძლია, შეგიძლიათ, იგი მცირე ზომის ქოთანში 8-10 წლის განმავლობაში იყოლიოთ, სანამ გარეთ გადარგავდეთ. ზეთისხილის ხე, რომელიც მშვენივრად იტანს მშრალ ჰაერსა და ნიადაგს, მას ოთახისთვის შესაფერის ხედ აქცევს, ნაკლებად ყურადღებიანი დიასახლისისთვის. ესაა ხმელთაშუაზღვის ბინადარი, რომელსაც დიდი რაოდენობით სინათლე სჭირდება. ხოლო, როცა გადარგვის დრო მოვა, თუ საკმაოდ თბილ რეგიონში არ ცხოვრობთ, აჩუქეთ ხე მეგობარს, რომელიც უფრო თბილ კლიმატშია დასახლებული.

თქვენ გაქვთ ხე სახლში? რომელი? რამდენად რთულია მისი მოვლა?