ცვილი, პინცეტი თუ ძაფი: ვირჩევთ ოპტიმალურ მეთოდს წარბების კორექციისთვის

0
848
photo credit: Pinterest

წარბები ჩვენი დროის ნამდვილი ფეტიშია. რომელ მეთოდს ირჩევთ წარბების კორექციისთვის? Girl.ge–ს რედაქცია გთავაზობთ, ერთად გავარკვიოთ, თუ რომელი მეთოდი სჯობს წარბების კორექციისთვის.

წარბების კორექციის მეთოდები

1. პინცეტით მოშორება

photo credit: Pinterest

„ერთადერთი მეთოდი, როცა დარწმუნებული ხართ, რომ ყოველ ჯერზე მხოლოდ ერთ–ერთადერთ თმის ღერს იშორებთ, – ამბობს სანია ვუსეტაი, ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული Brow ბარის მფლობელი ნიუ–იორკში, – პროცესი ცოტა დიდ დროს მოითხოვს, მაგრამ თქვენ თითოეულ ეტაპს აკონტროლებთ და ნებისმიერ წამს შეგიძლიათ შეჩერდეთ. პირადად, მე, ვთვლი, რომ ბუნებრივად თხელი წარბების ან ადრე წარუმატებლად კორექტირებული წარბების მქონე ქალებისთვის პინცეტი ერთადერთი გამოსავალია”.

შეგახსენებთ, რომ თვალის ირგვლივ კანი ძალიან ნაზი და მგრძნობიარეა, ამიტომ პინცეტით თმის მოშორება ერთ–ერთი ყველაზე ნაზი მეთოდია მათთვის, ვინც სიწითლისა და გაღიზიანებისკენ მიდრეკილია. ასე კანი ნაკლებად ზიანდება.

2. ძაფით მოშორება

photo credit: Pinterest

უძველესი მეთოდი წარბების ფორმის შესაცვლელად მოდაში ახლახანს შემოვიდა, მაგრამ პოპულარობა სწრაფად მოიპოვა. აიდა რადფარი, ერთ–ერთი პირველია, რომელმაც სალონი „ძაფი“ ლოს–ანჯელესში გახსნა და ამ ტექნოლოგიის ერთ–ერთ წამყვან სპეციალისტად ითვლება.

„მომწონს, რომ მთელი რიგი თმის ერთ წამში მოშორება შეიძლება. განსაკუთრებით აქტუალურია მათთვის, ვისაც სქელი და ფართო წარბები აქვთ. ძაფით წარბების კორექციისას კანი მიკროდაზიანებას იღებს, რაც უჯრედების აქტივობას სტიმულირებს, სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და კანისთვის ერთგვარ მასაჟს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ჩემი კლიენტები ხშირად აღნიშნავენ, რომ სალონში რეგულარული ვიზიტით მათი წარბები თითქოსდა ზემოთ იწევა, მსუბუქი ლიფტინგის ეფექტი იქმნება. თუ „აღმოსავლური“ სქელი და ფართო წარბები გაქვთ, ეს თქვენი მეთოდია“ – განმარტავს აიდა.

3. ცვილით მოშორება

photo credit: Pinterest

„ეს ყველაზე უმტკივნეულო და ყველაზე სწრაფი მეთოდია, რომ არასასურველი თმა მოიშოროთ, – ირწმუნება ელისონ ო’კონორი, ესთეტიკოსი ლოს–ანჯელესიდან, – პროცედურა კანის პილინგის როლსაც ასრულებს. ზედა გარქოვანებულ უჯრედებს, თმის ბუსუსებს აშორებს, რომლებიც წარბების მაკიაჟს ხშირად ართულებენ. ცვილის გამოყენებით შეგიძლიათ წარბებს საჭირო ფორმა მისცეთ და აბსოლუტურად სიმეტრიული წარბები მიიღოთ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ კლიენტი გეომეტრიულ ფორმას „კუთხით“ ირჩევს. ამ თანამედროვე მეთოდის ერთადერთი მინუსი – თუ რეტინოლის შემცველ კრემებს იყენებს, პროცედურამდე 2 კვირით ადრე მასზე უარის თქმა მოგიწევთ, რომ კანის გაღიზიანება თავიდან აიცილოთ.”