2020 წლის შემოდგომის ყველაზე მოდური მაკიაჟი: Dior-ის მთავარი ვიზაჟისტის რჩევები

0
675

მაკიაჟის კრეატიული დირექტორი, პიტერ ფილიპსი წელს გვთავაზობს ჰაილაითერების მხოლოდ ოქროსფერი პალეტებითა და ტუჩსაცხებით შეიარაღებას, რათა შემოდგომის ყველაზე მკვეთრი ლუქი შევქმნათ. ექსპერტის აზრით, ყველაფერი, რაც ამ სეზონზე მოდური მაკიაჟის შესაქმნელადაა საჭირო, წარმოდგენილია კოსმეტიკურ საშუალებათა ახალ ხაზში Dior Backstage. მოდელების სახით, პიტერმა თავისი მომხიბლავი მუზები, ცნობილი მოდელები აირჩია: ბელა ჰადიდი, იმარი კარანჯა, ხი კონგი და რუთ ბელი.

მაკიაჟის კოლექცია Dior Backstage

პირველი ნაბიჯი

კანის მცირე ნაკლოვანების დასაფარავად, ფილიპსი გვირჩევს მსუბუქი ტონალური საშუალების/ფლუიდის წასმას სახისა და დეკოლტეს ზონაზე; ეს კანს მოამზადებს მაკიაჟისთვის.

მეორე ნაბიჯი

ვიზაჟისტი ამის შემდეგ გვირჩევს სახის გამოშვერილ ნაწილებზე (ცხვირის წვეტი, ყვრიმალები, ტუჩზედა ღრმული, წარბები) თხევადი ჰაილაითერის წასმას, რათა სახეს ახალი, მკვეთრი იერი მივანიჭოთ, მომგებიანად გავანათოთ სახე და ხაზი გავუსვათ მის ჯანსაღ ელვარებას.

მესამე ნაბიჯი

თხევადი ჰაილაითერის მოქმედების გასაძლიერებლად, ფილიპსი გვირჩევს მის გამოყენებას პუდრთან ერთად, მაგალითად, ოქროსფერი ჰაილაითერი Dior Backstage Glow Face palette პალიტრიდან.

“სახე, თითქოს, მბზინავი ვუალითაა დაფარული, ამასთან, ლუქი ბუნებრივად, ნიღბის ეფექტის გარეშე გამოიყურება.” – ხსნის პიტერი.

სახის ჰაილაითერი Dior Backstage Glow Face palette

მეოთხე ნაბიჯი

ბოლო, დამამთავრებელი ეტაპი ყოველდღიური მკვეთრი საშემოდგომო მაკიაჟის შესაქმნელად, ტუჩის მაკიაჟი გახლავთ: წაისვით ტუჩებზე მბზინავი საცხი Dior Addict Lip Maximizer, თბილი ელფერით, 105 ნომრით, რათა ლუქის ოქროსფერ სტილისტიკას გაუსვათ ხაზი.

ტუჩის მბზინავი საცხი Dior Addict Lip Maximizer 105

ასეთია, პიტერ ფილიპსის აზრით, იდეალური მაკიაჟი 2020 წლის შემოდგომისთვის.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ