
რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, კონა, „ფუნთუშა“ ან „დონატი“ მოდიდან არასდროს გადადის. მაღალი ვარცხნილობა სახის და ყელის ოვალს ხაზს უსვამს, ანუ ყოველთვის ქალური და სექსუალურია. Girl.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ვარსკვლავების 10 საუკეთესო ვარცხნილობას, რომლებიც ნამდვილი მისაბაძი მაგალითია. შეხედეთ და ისწავლეთ.
თმის კონა–თასმა, როგორც კიმ კარდაშიანს

ეფექტური ვარცხნილობა მათთვის, ვისაც თმის სიგრძე ასე დახვევის და უხილავებით დამაგრების საშუალებას აძლევს. კიმ კარდაშიანივით გაიკეთეთ! ყურადღება მიაქციეთ, რომ თმა იდეალურად გლუვად დაივარცხნოთ. ამაში დასავარცხნი გელი დაგეხმარებათ, რომელიც თმის ბუსუსებს დამალავს. გაითვალისწინეთ, რომ ასეთი თმის კონა სახის უნაკლო კანს და იდეალურ წარბებს მოითხოვს.
მოცულობითი თმის კონა, როგორც ემი ადამსს

მოცულობით ვარცხნილობას, როგორც მსახიობ ემი ადამსს აქვს, სახლში მარტივად გაიმეორებთ. დაგჭირდებათ მხოლოდ 3 აქსესუარი: მსხვილი „ფუნთუშა“, სარჭები და რეზინა. ცხენის კუდი გაიკეთეთ, ფუნთუშაზე ჩამოაცვით, თანაბრად გადაანაწილეთ და სარჭებით დაამაგრეთ. აი, წითელ ხალიჩაზე გასასვლელად მზად ხართ!
დახვეული თმის კონა, როგორ ჯიჯი ჰადიდს

კიდევ ერთი მარტივი ვარცხნილობა. ცხენის კუდი გაიკეთეთ, შემდეგ ჩაპწენით, ოდნავ გაშალეთ, რომ მოცულობა მიანიჭოთ და რეზინის ირგვლივ შემოიხვიეთ. ჯიჯი ჰადიდი ასეთ ვარცხნილობას ხშირად ატარებს ბუნებრივ მაკიაჟთან და ბზინვარე კანთან კომბინაციაში. ახალი, მოდური, მარტივი!
ფუმფულა თმის კონა, როგორც სალმა ჰაიეკს

ასეთუ ფუმფულა თმის კონა დასახვევი უთოთი მიიღწევა. თმა ჯერ დაახვიეთ, ოდნავ აჩეჩეთ, შემდეგ კონად შეკარით. არანაირი განსაკუთრებული ტექნიკა არ გჭირდებათ. უბრალოდ ქაოსურად შეკარით და ჯერ რეზინით, შემდეგ სარჭებით დაიმაგრეთ. ყველაფერი გენიალური მარტივია!
ქაოსური თმის კონა, როგორც ერინ უოსონს

ლოგინიდან ადექით, თმა რეზინით შეიკარით და გარეთ გადით! ქაოსური, დაუდევარი თმის კონა ძალიან მაგრად გამოიყურება, ოღონდ მხოლოდ სუფთა თმაზე – ასეთი ვარცხნილობა დაბანიდან მეორე დღეს არ გაიკეთოთ. ისე მაღლა შეკარით, როგორც მოდელმა ერინ უოსონმა. მხიარულად გამოიყურება.
ხუთოსანის თმის კონა, როგორც ჯესიკა ალბას

ან, პირიქით, „კარგი გოგოს“ სტილი – თმა ჯერ გლუვად გადაივარცხნეთ, შემდეგ კონად შეკარით, წინასწარ ერთი თხელი კულული დაიტოვეთ. თმის ბურთს შემოახვიეთ და უხილავით დაიმაგრეთ – ლამაზად და ქალურად გამოიყურება!
„ფუნთუშა“, როგორც ნინა დობრევს

კვლავ „ფუნთუშა“ გამოიყენეთ, ოღონდ პატარა ზომის. თმას მოდური დაუდევრობა რომ შემატოთ, საფეთქლებიდან თხელი კულულები გამოათავისუფლეთ, როგორც ეს მსახიობმა ნინა დობრევმა გააკეთა.
ცრუ ჩოლკა, როგორც კენდალ ჯენერს

თუ გრძელი თმა გაქვთ, შეგიძლიათ ექსპერიმენტები ჩაატაროთ. მაგალითად, მაღალი თმის კონიდან ცრუ ჩოლკა გააკეთეთ. ამისთვის თმა შეკარით და წინ გადმოწიეთ ისე, რომ თმის წვერები შუბლს ხვდებოდეს. ვფიქრობთ, კენდალის შემთხვევაში დიდებულად გამოიყურება! ერთი პირობა: თმის ბოლოები მოვლილი უნდა იყოს და არავითარ შემთხვევაში გაყოფილი.
თმის კონა ომბრე, როგორც კეილი კუოკოს

თუ ომბრე ან ბალიაჟი გაქვთ, ასეთი მაღალი ვარცხნილობა ორიგინალურად გამოიყურება. თმის კუდი უფრო ღია გამოვა, ვიდრე ძირები, როგორც კეილი კუოკოს შემთხვევაში.
ნაწნავები, როგორც რიტი ორას

დაუდევარი ნაწნავები, როგორც რიტი ორას – თამამი გოგოებისა და ხულიგნური სტილის შესაქმნელად. აუცილებელი არაა ლამაზად ჩაიპწნათ – როგორც გამოგივათ, ისე გაიკეთეთ. მთავარია, თმის კონა, რაც შეიძლება მაღლა შეკრათ!