8 რჩევა ზამთარში ოთახის მცენარეების მოვლასთან დაკავშირებით

0
441

ოთახის მცენარეების მოვლა სეზონებშუა პერიოდში, როგორც წესი, განსაკუთრებულ ძალისხმევას არ მოითხოვს, თუმცა, ზამთარში აუცილებელია გარკვეული წესების დაცვა, რათა საყვარელ მწვანე მეგობრებს სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეუნარჩუნოთ.

ზამთრის თვეებში, როცა სახლის ბაღით ვერ დაიტრაბახებთ, სიმწვანე მაინც ამაღლებს განწყობას და ჰაერის სისუფთავეს იცავს. თუმცა, მაშინაც კი, თუ მცენარე შენობაში იმყოფება, მან იცის წელიწადის დროები. ფაქტობრივად, ოთახის მცენარეები ზამთარში ისევე იქცევიან, როგორც ღია სივრცეში მოსული სახეობები. მართალია, არ უფერულდებიან, თუმცა, ოთახის მცენარეებს ზამარში სძინავთ.

ამრიგად, მცენარეებს ზამთარში ნაკლები პრაქტიკული მოვლა სჭირდებათ – უბრალოდ ყურადღება მათ ცვალებად მოთხოვნილებებზე უნდა გაამახვილოთ. Girl.ge-ის რედაქცია გთავაზობთ რჩევებს ზამთარში ფიკუსის, გვიმრისა და ფიოდენდრონების მოვლასთან დაკავშირებით.

  1. გარე სივრცის მცენარეები თანდათან შეიტანეთთუ ოთახის მცენარეები შენობაში მხოლოდ ზამთრობით შეგაქვთ, უმჯობესი იქნება, ისინი მიაჩვიოთ გარემოს ცვლილებებს – დადგით ახალ ადგილას რამდენიმე საათით და დააბრუნეთ ძველ ადგილას , ყოველდღე, 1 კვირის განმავლობაში, გაზარდეთ ახალ გარემოში გატარებული საათების რაოდენობა.
  2. მოარიდეთ ტემპერატურის მყისიერ ცვლილებებსროგორც კი მცენარე გარემოს შეეგუება, დაეხმარეთ მას ფოთლების შენარჩუნებაში: მინიმუმამდე დაიყვანეთ ტემპერატურული ცვლილებები. მოაშორეთ მცენარე ფანჯრის რაფასა და სითბოს წყაროებს.
  3. შეზღუდეთ რწყვაზამთარში დღეები ხანმოკლეა და ოთახის მცენარეები ფანჯრიდან ნაკლებ გაფანტულ სინათლეს იღებენ. შედეგად, ფოტოსინთეზი ნელდება და მცენარეც სიმშვიდის ფაზაში გადადის. მცენარეები, რომლებიც ამ ფაზაში იმყოფებიან, არ მოითხოვენ იმ რაოდენობით წყალს, რამდენსაც გაზაფხულსა და ზაფხულზე. მორწყვამდე შეამოწმეთ ნიადაგი თითით და კარგად მორწყეთ მხოლოდ მაშინ, როცა იგი მშრალი იქნება.
  4. შეცვალეთ ფანჯარათუ მცენარეები ზაფხულს ერთ კონკრეტულ ფანჯარასთან ატარებენ, ზამთარში შეცვალეთ იგი. ან გაწმინდეთ ფანჯრის შუშა ორივე მხრიდან, დღით მეტი სინათლე რომ შემოვიდეს.
  5. შეაჩერეთ შესუქების გრაფიკიმცენარეებს სასუქი არ აინტერესებთ, სანამ დღე არ გახანგრძლივდება და მზე არ გაძლიერდება. შეზღუდეთ სასუქის გამოყენების სიხშირე – 5 კვირაში ერთხელ საკმარისი იქნება. თანდათან შეამცირეთ ინტერვალი 3 კვირამდე, გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად.
  6. მოწმინდეთ მტვერიგაწმინდეთ მტვრიანი ფოთლები რბილი, ნოტიო ქსოვილით. მტვერი ხელს უშლის მცენარეს მკვებავი ნივთიერებების სრულად ათვისებაში.
  7. გაზარდეთ ტენიანობაშესაძლოა, თქვენს მცენარეს ამ მომენტში ტენიანობა დიდად არ სურს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მშრალი ჰაერი მოსწონს. თუ შენობაში ძალიან მშრალი ჰაერია (რაც გამათბობლების ჩართვას ახლავს თან), შეიძინეთ ჰაერის საიმედო დამატენიანებელი.
  8. გადადეთ გადარგვაგაზაფხული მცენარის გადარგვისთვის საუკეთესო დროა, თუმცა, თუ ზამთარში შეიძინეთ ან მიიღეთ ოთახის მცენარეები, რომლებსაც დიდი სივრცე სჭირდებათ, შეასრულეთ პროცედურა სადმე სითბოში, თანაც ძალიან ფრთხილად.

თქვენ როგორ უვლით საყვარელ მცენარეებს ზამთარში?