როგორ მივიღოთ სქელი და რბილი თმა: 7 რჩევა იდეალური ვარცხნილობისთვის

0
517

აუცილებელია არაა ბუნებისგან საჩუქარი მიიღოთ, რომ დიდებულ თმას ფლობდეთ. სწორი მოვლა სასწაულებს ახდენს. Girl.ge–ს რედაქცია გთავაზობთ 7 ეფექტურ რჩევას, რომელთა დახმარებით იდეალურად სქელ და რბილ თმას მიიღებთ.

1. კარგი სპეციალისტი იპოვეთ

ვარცხნილობა დიდებულად რომ გამოიყურებოდეს, არა უბრალოდ მოდური, არამედ სახის კონტურს მორგებული უნდა იყოს. თან თმის სტრუქტურა, მისი ზრდის სიჩქარე და სიმკვრივე უნდა გაითვალისწინოთ. ერთი და იმავე ვარცხნილობა ერთ ქალს საოცრად უხდება, მეორეს გარეგნობას კი აფუჭებს. იდეალური ვარიანტი: სალონში რამდენიმე ფოტო მიიტანეთ, რომელთაც საინტერესოდ თვლით და სპეციალისტთან განიხილეთ, თუ რომელი შეგეფერებათ თქვენ.

2. თავი სწორად დაიბანეთ

ცხელი წყლით არავითარ შემთხვევაში! ასე ცხიმოვან ჯირკვლებს და ცხიმის გამოყოფას სტიმულირებთ, რის გამოც უკვე საღამოს თმა დასაბანია. სჯობს გრილი წყლით და ეტაპების დაცვით დაიბანოთ, რაც ბევრს ავიწყდება. შამპუნს არა თავზე, არამედ ხელზე დაისხით, ოდნავ ააქაფეთ, შემდეგ ძირებზე გადაინაწილეთ, თავი დაიმასაჟეთ, მთელ სიგრძეზე სწრაფად გადაინაწილეთ და წყლით ჩამოიბანეთ. მხოლოდ ასე! მეორე მომენტი: მნიშვნელოვანია, რომ შამპუნი არა მხოლოდ თმაზე, არამედ თავის კანზეც ზრუნავდეს.

photo credit: Getty images

3. ბალზამი, ნიღბები და ამპულები გამოიყენეთ

თუ მშრალი და დაზიანებული თმა გაქვთ, დამატებით ზრუნვას გვერდს ვერ აუვლით. კონდიციონერი ის მინიმუმია, რომელიც ყველა გოგოს სჭირდება, თუ თმის მდგომარეობას ყურადღებას აქცევთ. თხელი თმის მფლობელებს ვურჩევთ, რომ შემადგენლობაში ბევრ ზეთებს და პროტეინებს “ მოერიდონ.

ინტერნეტ სივრცეში, მათ შორის ჩვენს საიტზე იპოვით ბიუჟეტური თმის ნიღბების რეცეპტებს. მათი დახმარებით შესამჩნევ ეფექტს დაინახავთ. რაც შეეხება ამპულებს, მისი გამოყენება ყველას არ სჭირდება. ამპულებს ხშირად იყენებენ გოგოები, რომლებიც თმის ცვენას ებრძვიან. გამოყენებამდე ტრიქოლოგთან კონსულტანცია გაიარეთ.

4. თმის მდგომარეობა გაითვალისწინეთ

თუ თმას იღებავთ, სპეციალური საშუალება გამოიყენეთ, რომელიც ფერს და ბზინვარებას შეგინარჩუნებთ და თმას გამოკვებავს. შეღებვა თმის ზედა ფენას აზიანებს და თითოეული თმის ზედაპირის შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კარგი იქნება, თუ შერჩეული საშუალება თმას ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დაიცავს: ასე თმა არ დაიწვება, ბოლოები არ გაიყოფა და არ აიბურდება.

photo credit: Getty images

5. თმა ძალიან ხშირად არ დაივარცხნოთ

რაც უფრო ნაკლებად შეეხებით თმას, მით უფრო ჯანმრთელი და ლამაზი გახდება. მითი დღეში 100–ჯერ დავარცხნის შესახებ უკვე მოძველდა! ნებისმიერი დავარცხნა თმის ზედაპირს აზიანებს, შეიძლება სტატიკური ელექტროობა წარმოიშვას, რაც თმას აზიანებს. შედეგად თმა ხუნდება და იერს კარგავს. მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში დაივარცხნეთ და ამ მიზნით ნატურალური მასალები გამოიყენეთ.

6. ქერტლი მოიშორეთ

თმა ლამაზი ვერასდროს გახდება, თუ ქერტლი გაქვთ. თანამედროვე საშუალებები მის მოშორებაში დაგეხმარებათ. მნიშვნელობა არ აქვს, ქერტლი ცხიმიანია თუ მშრალი. ერთ–ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად ცხიმიანი ქერტლის საწინააღმდეგოდ ითვლება Aseptylamine: ანტიმიკრობული და დამამშვიდებელი მოქმედების წყალობით კანს წმენდს და კანის ცხიმის წარმოებას არეგულირებს. ცხიმიანი კანის მოსავლელად რეკომენდებულია. ხოლო მშრალი ქერტლის მოშორებაში დაგეხმარებათ ისეთი კომპონენტი, როგორიცაა თუთია–პირიტიონი. ის ქავილს აქრობს და თავის კანს არბილებს.

photo credit: Getty images

7. თმა გაასქელეთ

არა, ხელოვნურად თმის ჩამატებას არ ვგულისხმობთ! თუ პროტეინების შემცველ საშუალებას გამოიყენებთ, ის თითოეულ თმის ღერს ძირიდან წვერამდე შემოეხვევა და ამით მოცულობას გაზრდის. თქვენი ვარცხნილობა სამჯერ უფრო მოცულობითი გახდება. შემოწმებულია!