არ მოგწონთ „ვენერას რგოლი“? ყელის გამაახალგაზრდავებელი 5 მეთოდი პლასტიკური ქირურგიის გარეშე

0
1061
photo credit: Getty images

ბევრი ქალი სახის კანს აქტიურად უვლის, მაგრამ ყელის ზონა ავიწყდება. არადა სიბერის პირველი ნიშნები სწორედ ამ დელიკატურ ზონაზე ჩნდება. სწორედ ამიტომ, მასზე განსაკუთრებულად უნდა იზრუნოთ. Girl.ge–ს რედაქცია გასწავლით 5 მეთოდს, როგორ იზრუნოთ ყელზე სათანადოდ.

რატომ არ უნდა დატოვოთ ყელის ზონა უყურადღებოდ

ყელის კანი უფრო მგრძნობიარე და დაუცველია, ვიდრე სახის კანი. მას ძალიან თხელი დამცავი ლიპიდური ფენა აქვს. ამ ზონაში ნაკლები კანის ცხიმი გამოიყოფა, დერმა ცუდად ტენიანდება და ხშირად სიმშრალისგან იტანჯება. მასზე ზრუნვა საკმაოდ ადრე უნდა დაიწყოთ, დაახლოებით 25 წლიდან, მაგრამ ბევრ ქალს ეს ავიწყდება.

ყელის კანის დაბერების მიზეზები

ყელის კანის დაბერების გვერდითი და პირდაპირი მიზეზებიც არსებობს. პირველი ცხოვრების წესს უკავშირდება: არასწორი კვება და კვების რეჟიმი, ხშირი სტრესი, მავნე ჩვევები, ნაკლები ფიზიკური აქტივობა. მეორე კი ყელის კანის მდგომარეობაზე პირდაპირ გავლენას ახდენს:

  • სწორი მოვლის და გაწმენდის არ არსებობა;
  • არასწორი დგომა;
  • მუდმივად ტელეფონში ან კომპიუტერში მუშაობა;
  • მაღალ ბალიშზე ძილი;
photo credit: Getty images

კიდევ ერთი განსაკუთრებულობა: სახის მიმიკური კუნთებისგან განსხვავებით ყელის კუნთები კანს არ ედება. ასაკის მატებასთან ერთად ტონუსი მცირდება, სუსტდება, რაც კანის დაჭიმულობას ამცირებს. კუნთები სახის ქვედა მესამედ ნაწილში ყალიბდება და მას აქტიურად ქვემოთ წევს. შედეგად, ღაბაბი ვლინდება. მის გაჩენაში 70% შემთხვევაში ყელის კუნთებია დამნაშავე. სწორედ ამიტომ, უკვე 25 წლიდან ამ დელიკატურ ზონას ყურადღება უნდა მიაქციოთ. გახსოვდეთ, რომ ყელის კანი ნეჭით არ უნდა გაიხეხოთ. ის სახის დასაბანი საშუალებით გაიწმინდეთ. აბრაზიული სკრაბი ან პილინგი არ გამოიყენოთ, მხოლოდ გომაჟი.

ინტენსიური ლიფტინგ ყელის კრემი Firming Neck Cream, Omorovicza
კონცენტრირებული კრემი ყელის კანისთვის Benefiance Concentrated Neck Contour Treatment, Shiseido
ყელის, დეკოლტეს და სახის ოვალის კრემი Neovadiol Phytosculpt, Vichy
ყელის კრემი Neck Cream The Enriched Formula, Sisley
ღამის აღმდგენი ნიღაბი ყელისა და დეკოლტეს ზონისთვის Le Lift Masque de Nuit Recuperateur, Chanel

თუ ყელის კანი ჩემოიწელა, „ვენერას რგოლები“ გაჩნდა (ამ ზონაზე ჰორიზონტალური ნაოჭები), დროა ჩვეულებრივ მოვლის პროცედურებს მძიმე არტილერია დაუმატოთ ინექციების და აპარატული კოსმეტოლოგიის სახით.

ბიორევიტალიზაცია

დერმის დასატენიანებლად და გამოსაკვებად გამოგადგებათ ისეთი კოსმეტიკური პროცედურა, როგორიცაა ბიორევიტალიზაცია. მისი არსი – ჰიალურონის მჟავაზე დაფუძნებული პრეპარატების პრობლემურ ზონაში შეყვანა. შედეგი:

  • დაჭიმული კანი, გაზრდილი ტონუსი;
  • კანის ჯანსაღი ფერი;
  • ღრმა დატენიანების შეგრძნება;
  • წვრილი ნაოჭების გაქრობა, კანის თანაბარი ტონის და ტექსტურის მიღება.

პრეპარატი ინექციის ან ლაზერის გამოყენებით კანში შეყავთ. მეორე ვარიანტი ნაკლებად ტრავმულია, მაგრამ ნაკლებად ეფექტური. პროცედურა 27 წლის ასაკიდან ტარდება, ზოგჯერ უფრო ადრე, თუ დერმა ძალიან მშრალია. ჰიალურონის მჟავის შეყვანით ორგანიზმი საკუთარი კოლაგენის და ელასტინის წარმოებას სტიმულირებს. აუცილებელი პროცედურების რაოდენობა ინდივიდუალურ მახასიათებლებზე დამოკიდებულია და 3-6–მდე მერყეობს ორი კვირის ინტერვალით.

photo credit: Getty images

დამუშავება პრეპარატებით „სფეროგელი“ ან „რადიესი“

ყველაზე ეფექტურია ყელის ზონის დამუშავება სპეციალური პრეპარატებით, რომლებიც ნეოკოლაგენის წარმოებას ხელს უწყობენ. „რადიესი“ თანამედროვე ფილერია, რომელსაც დერმაზე სამმაგი მოქმედების მექანიზმი გააჩნია: კანის ზედაპირის გაუმჯობესება, ლიფტინგი ოპერაციის გარეშე და ნაოჭების ხანგრძლივი კორექცია. პრეპარატს გერმანული კომპანია Merz აწარმოებს და ერთ–ერთ ყველაზე უსაფრთხო და შესაწვლილ პრეპარატად ითვლება. უნიკალური ფორმულის წყალობით მყისიერ ეფექტს იძლევა.„სფეროგელი“ უნიკალური პრეპარატი და თავისი არსით ბიოაღმდგენია. ის რბილი ქსოვილების მოცულობას აღადგენს იქ, სადაც კორექტირება აუცილებელია. ქსოვილებზე ზემოქმედებით აღდგენის პროცესებს სტიმულირებს, ნაოჭებს ავსებს, პიგმენტურ ლაქებს ებრძვის, ქსოვილების გაახალგაზრდავების და აქტიური ჰიალურონის მჟავის წარმოების პროცესებს ააქტიურებს. უსაფრთხოა და ალერგიულ ტესტს არ საჭიროებს. ფილერის ფუნქციას ასრულებს, მაგრამ სინამდვილეში ფილერი არაა.

RF თერაპია

ზემოთ ჩამოთვლილი პროცედურების გარდა თავისი ეფექტურობა დაამტკიცა ისეთმა მეთოდმა, როგორიცაა RF თერაპია: პროცედურა ჩამოწელილი ყელის კანის, სახის კონტურის შეცვლის და ორმაგი ნიკაპის გაჩენისას რეკომენდებულია. მეთოდი რადიოტალღების დასხივების საშუალებით ქსოვილებზე ზემოქმედებს (არა მხოლოდ დერმაზე, არამედ კანქვეშა ფენაზე). ტალღოვანი იმპულსების ზემოქმედებით დერმის ცილოვანი ნაერთები იცვლება, შედეგად კოლაგენის ბოჭკოები კი არ იწელება, არამედ იკუმშება. ამით ყელის და დეკოლტეს ზონის ლიფტინგ ეფექტი მიიღწევა.

photo credit: Getty images

ლაზერული გაპრიალება

ასევე ეფექტურია ლაზერული გაპრიალება. მისი დახმარებით აკნეს და პოსტაკნეს, კანის დეფექტებს და ნაწიბურებს, ჰიპერპიგმენტაციას, წვრილ მიმიკურ ნაოჭებს გაუმკლავდებით და კანის ზედაპირის ტონუსს გაზრდით, ასაკობრივი ცვლილებების გარეგნულ ნიშნებს შეამცირებთ. შედეგს დაუყონებლივ დაინახავთ. გარკვეული უკუჩვენება აქვს, მაგრამ მთლიანობაში უსაფრთხოა, რადგან ლაზერი არა მხოლოდ დეფექტურ ნაწილებზე, არამედ ჯანსაღ ქსოვილებზე ზემოქმედებს. საკმაოდ ეფექტურია, შედეგს ნებისმიერ ასაკში დაინახავთ.გასაოცარი გამაახალგაზრდავებელი ეფექტი კოლაგენის სინთეზის სტიმულირებით მიიღწევა. ამის წყალობით ჩვენი კანი ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდება. მისი ნორმალური დონის დროს კანი ახალგაზრდა და მკვრივია. ლაზერი დერმაში კოლაგენის სინთეზს ააქტიურებს, რომელიც პროცედურის დასრულების შემდეგ დიდხანს ნარჩუნდება.

ერთ პროცედურა კარგია, რამდენიმე – კიდევ უკეთესი!

photo credit: Getty images

საუკეთესო შედეგები აპარატურული და ინექციური პროცედურების კომბინაციით მიიღწევა. ამ შემთხვევაში ისინი ერთმანეთს ავსებენ. რეკომენდებულია ისეთი მეთოდების კომბინაცია, როგორიცაა ფრაქციული გაახალგაზრდავება და ბიორევიტალიზაცია. ლაზერი დერმიდან წყალს აორთქლებს, ხოლო ბიორევიტალიზაცია წყლის ბალანსს შესანიშნავად აღდგენს – ასეთი სიმბიოზის წყალობით ლიფტინგ ეფექტი კიდევ უფრო შესამჩნევია.ასევე ხშირად რეკომენდებულია ლაზერი და „სფეროგელი“ ერთად. ამ შემთხვევაში კოლაგენის სინთეზი (ლაზერული გაპრიალება) და კანის რეგენერაცია („სფეროგელი“) იზრდება – ასე კანის გამკვრივება და ლიფტინგი ხდება.შესამჩნევი და ხარისხიანი ეფექტი შესაძლებელია, თუ პროცედურებს ინდივიდუალური მახასიათებლების საფუძველზე გამოცდილი, კვალიფიციური კოსმეტოლოგი დაგინიშნავთ. დამოუკიდებლად მიღებულმა გადაწყვეტილებამ ან საეჭვო სპეციალისტთან ვიზიტმა შეიძლება სიტუაცია გაამწვავოს. გაითვალისწინეთ, სანამ რამეს შეცვლას გადაწყვეტთ.