ვერძს – საუკეთესო მეგობარი, თევზებს – მამიკო: როგორი მამაკაცი სჭირდებათ ზოდიაქოს ნიშნებს

0
435
photo credit: Getty images

გსურთ გაიგოთ, რომელი მამაკაცის ტიპი გჭირდებათ თქვენ, თუ, რა თქმა უნდა, მასთან ერთად დიდხანს და ბედნიერად ცხოვრებას აპირებთ? მაშინ Girl.ge–ს რედაქცია ასტროლოგ ვერა ხუბელაშვილის ჰოროსკოპს გთავაზობთ.

ვერძი

photo credit: Getty images

ქალი ვერძი აფასებს მამაკაცს, რომელიც შეძლებს მისი საუკეთესო მეგობარი გახდეს. პირველ რიგში, ცდილობს პარტნიორში დაინახოს ის ღირსებები, რომლებიც კომუნიკაციაში ვლინდება. განსაკუთრებით აფასებს იუმორის გრძნობას, ინტელექტს, გამჭრიახობას, მჭერმეტყველებას. ეს ყველაფერი ვერძს პირველ დღეებში იზიდავს, მაგრამ შეიძლება ნამდვილ პრობლემაში გადაიზარდოს, რადგან ასეთი პარტნიორი დამთრგუნველია, რადგან ზედმეტად დიდ სივრცეს იკავებს. ურთიერთობისგან დაღლილი ქალი მზადაა სადმე გაიქცეს, ოღონდ განმარტოება შეძლოს. საბედნიეროდ, ყველაფერი არც ისე სავალალოა და მსგავსი ქცევა ქალ ვერძთან ურთიერთობის საწყის ეტაპზეა დამახასიათებელი. მწარე გამოცდილების მიღების შემდეგ სამომავლოდ ასეთ მომაბეზრებელ და ეგოცენტრულ პარტნიორებს აღარ ირჩევს. პარტნიორში უკვე ადამიანურ თვისებებს აფასებს. როგორ აეწყო თქვენი პირველი ურთიერთობა? მეორე ნახევრის პოვნა მალე შეძელით?

კურო

photo credit: Getty images

ქალ კუროს პარტნიორის არჩევისას ერთი საინტერესო წინააღმდეგობა ახასიათებს. მას სურს ისეთი ადამიანის პოვნა, ვინც მის თავისუფლებას არ შეზღუდავს. პარტნიორი საკუთარი ცხოვრების ბატონ–პატრონი უნდა იყოს, ვისაც ვინმესთან კონსულტანციის გარეშე დაგეგმვა და ამ გეგმების განხორციელება შეუძლია. ქალი კურო ამ თვისებებს აღაფრთოვანებს. თუმცა ეს მოთხოვნა საკმაოდ უცნაურად გამოიყურება, თუ გავითვალისწინებთ, რომ ასეთი ქალების აზრით კაცმა მეორე ნახევარს უსიტყვოდ უნდა მოუსმინოს. ძლიერი პირები, რომელთაც კუროები ირჩევენ, ზეწოლას წინააღმდეგობას უწევენ, რაც კონფლიქტს და ხშირად ურთიერთობის დაშლას იწვევს. რა გავაკეთოთ? განსაზღვრეთ, რა უფრო მნიშვნელოვანია მამაკაცში: ნება თუ მორჩილება? პრიორიტეტებში გარკვევის შემდეგ პარტნიორის არჩევას შეძლებთ. გაგვიზიარეთ, თქვენთვის რა არის პრიორიტეტული?

ტყუპები

photo credit: Getty images

ტყუპები თავისუფლებას ყველა მისი მიმართულებით აფასებენ, მათ შორის მამაკაცში. ასაკის მატებასთან ერთად ცნება „თავისუფლების“ გაგება თანდათან ყალიბდება და თუ ახალგაზრდობაში ირჩევს მამაკაცს, რომელიც უდარდელობით და ხუმრობით აოცებს, უფრო მოწიფულ ასაკში თვლის, რომ თავისუფლება ესაა მუდმივი მიზანსწრაფვა, მათ შორის განვითარებისკენ. ამრიგად, იმ დასკვნამდე მიდის, რომ ყველაზე მთავარია, როცა მამაკაცი ცდილობს გახდეს უკეთესი, დაუღალავად განვითარდეს და საკუთარ თავზე მუშაობს. იდეალური პარტნიორი: მიზანდასახული და საქმიანი მამაკაცი, რომელიც მას ენთუზიაზმით დამუხტავს. თქვენ როგორ გესმით თავისუფლება? ურთიერთობაში ასეთი მნიშვნელოვანია?

კირჩხიბი

photo credit: Getty images

ქალი კირჩხიბისთვის საუკეთესო ვარიანტია სანდო და მშვიდი ადამიანი. სწორედ ასეთი ადამიანი იზიდავს ქვეცნობიერად. თავგადასავლების მაძიებელნი, უდარდელები და მხიარულები – ხალხი, რომელსაც კირჩხიბი გაურბის. მას სტაბილური და საიმედო ურთიერთობა სურს, ამიტომ მამაკაცი, ვისთანაც ბედნიერი იქნება, ხშირად ცხოვრებით გამობრძედილი მეგობარი, თანამშრომელი ან რომელიმე მეგობრის ნაცნობია. ეს კავშირი ჩვეულებრივ ძლიერია, რადგან კირჩხიბი ძალიან დიდხანს და ფრთხილად აკვირდება მომავალ პარტნიორს, რომ საბოლოო არჩევანი გააკეთოს და როგორც წესი, კმაყოფილი რჩება. ერთადერთი შეცდომა, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვათ – იმ ადამიანთან დაბრუნება, ვისთანაც ურთიერთობა წარუმატებლად დასრულდა. სტაბილურობისკენ სწრაფვისას კირჩხიბი შეიძლება ძველ კავშირს დაუბრუნდეს, სადაც ყველაფერი ნაცნობი და ჩვეულია, მაგრამ ეს ნაბიჯი სჯობს არ გადადგათ. გვითხარით, რამდენი ხანი აკვირდებით მეორე ნახევარს? რა არის თქვენი მთავარი პრიორიტეტი და მიზანი?

ლომი

photo credit: Getty images

ქალი ლომი დედოფალია, მისი გულის მოგება რთულია. მთელი თავისი დიდებულებით მამაკაცებს შემწყნარებლურად უყურებს და ის, ვინც მისი გულის მოგებას შეძლებს ნამდვილად უჩვეულო მამაკაცია. ქალ ლომს ტიპიური მიღწევებით ვერ გააოცებთ: ხელფასის ზომა, თანამდებობები ხმამაღალი სახელწოდებებით ან გრანდიოზული გეგმები ცხოვრებაში. ასეთი ხალხი ბევრია და ყველა ერთ მოსაწყენ ნაცრისფერ მასაში ერთიანდება. საინტერესოა მამაკაცი, რომელიც მის მზერას იზიდავს, საინტერესო ან ცოტა შოკისმომგვრელი გატაცება აქვს. ქალ ლომს შემოქმედებითი ხალხი მოსწონს, ამიტომ იზიდავს მხატვრები, მწერლები და მუსიკოსები, ვისი ნიჭის დაფასებაც შეუძლია. დაფიქრდით, ასახავს თუ არა ეს მახასიათებელი თქვენს მიდრეკილებებს მამაკაცის არჩევისას? ნამდვილად თვლით, რომ ჩვეულებრივი მამაკაცი მოსაწყენია და ელოდებით, როდის გამოჩნდება განსაკუთრებული მამაკაცი თქვენს ცხოვრებაში?

ქალწული

photo credit: Getty images

ქალწული პირველ რიგში ეძებს ადამიანს, ვინც მის პრაქტიკულ და საქმიან ხასიათთან კონტრასტს შექმნის. მას შეიძლება დაუცველმა, ზედმეტად ემოციურმა ადამიანმა დააინტერესოს. ეს ქალწულის ბუნებრივ მიდრეკილებასთან არის დაკავშირებული, რომ საყვარელი ადამიანი დაიცვას, იზრუნოს და ზოგჯერ ასწავლოს. ნებისყოფის მქონე მამაკაცთან დომინირება რთულია, ხოლო სუსტთან ამის რეალიზება მარტივია. მოკლედ, „სისუსტე“ – სწორი დახასიათება არაა. უფრო სწორია ვთქვათ, მამაკაცი, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ ამის გამოსავლენად ქალწულის მხარდაჭერა სჭირდება. ასე პარტნიორები ერთმანეთს ჰარმონიულად ავსებენ. აღსანიშნავია, რომ ორმხრივი წარმატება ყველაფერი არაა, რაც ქალწულს სჭირდება. მადლიერება – აი, რისი მიღება სურს ქალწულს ურთიერთობიდან და ამას ყველა მამაკაცი ვერ ხვდება. ასეთი სიტუაციები შეიძლება კატასტროფით დასრულდეს და სწორედ ისინი წარმოშობენ მითებს, რომ ქალწულთან ცხოვრება რთულია. და მაინც, ქალწული არასდროს ნებდება და საბოლოოდ პოულობს ადამიანს, ვინც მის მხარდაჭერას სათანადოდ აფასებს. თქვენ რას ელით ურთიერთობისგან?

სასწორი

photo credit: Getty images

ქალი სასწორი ყველაფერი მშვენიერის და ამაღლებულის ნამდვილი დამფასებელია და უყვარდება მამაკაცი, რომელიც მისით აღფრთოვანებულია. პირველ რიგში, ძლიერი, ენერგიული პიროვნება, რომლის იმედი შეიძლება გქონდეთ და ვისაც გსურთ გაყვეთ. სასწორს შეუძლია აღფრთოვანდეს მამაკაცით, რომელიც ყურადღების ნიშნებით მასზე ძლიერ შთაბეჭდილებას დატოვებს. და მაინც, ბოლოს მისი რჩეული ხდება ის, ვინც ურთიერთობაში რეგულარულად თავის წილს დებს და მსგავსია იმის, რასაც სასწორი აკეთებს, რადგან თავადაც შეუძლია აღფრთოვანება და ბევრის ჩადება საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში. ამრიგად, ამ ზოდიაქოს ნიშნისთვის იდეალური პარტნიორი: მიმზიდველი ადამიანი, სიტყვის, პრინციპების და გრძნობების ერთგული, ლამაზად მზრუნველი. იდეალიზებული სურათია, მაგრამ ქალი სასწორი ყოველთვის ცდილობს დააკმაყოფილოს ის მოთხოვნილებები, რაც მამაკაცის მიმართ აქვს. ჩვეულებრივ, მათი ურთიერთობა კარგად ვითარდება. თქვენი პარტნიორი აკმაყოფილებს ურთიერთობის შესახებ თქვენს იდეებს?

მორიელი

photo credit: Getty images

ქალ მორიელს ბუნებრივი სექსუალურობის და მაგნეტიზმის მიუხედავად განსაკუთრებული ურთიერთობა სჭირდება, მის სულიერ ღირებულებებზე აქცენტით. მამაკაცში მის შინაგან სამყაროში შეღწევის უნარს ეძებს. ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელიც რთულ წუთებში მხარს დაუჭერს და საჭიროების შემთხვევაში მოიტყუებს, რომ რაღაც მომენტში მართალი იყოს, თუნდაც ასე არ იყოს. ქალ მორიელს სჭირდება საიმედო მეგობარი, რომელიც მის დარდს და სიხარულს გაიზიარებს, ადამიანი, ვისი იმედიც ნებისმიერ ვითარებაში ექნება. როგორც წესი, ასეთი ემოციური ინსტინქტის მქონე მამაკაცი ბუნებით ფსიქოლოგია, რომელსაც ნაზად და ფრთხილად კომუნიკაცია შეუძლია. სწორედ ასეთი კავშირი ყველაზე ძლიერი და ბედნიერი ხდება. თქვენს წყვილში ურთიერთობა ასეთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს?

მშვილდოსანი

photo credit: Getty images

ქალი მშვილდოსანი რომანტიკულ სფეროში თავისუფლებისმოყვარეა, გარკვეული თვალთმაქცური დაუდევრობის ელემენტით. გრძნობები, გულები, ყვავილები, თაიგულები – ეს ყველაფერი ვარდისფერ კაბაში გამოწყობილი გოგოსთვისაა. ქალი მშვილდოსანი კი ასეთი არაა. ის მეკობრეა კაბაში, რომელიც ბინოკლით კაპიტანს აკვირდება, რომ მასთან ერთად თავგადასავლებში გადაეშვას. მას აინტერესებს მამაკაცი, ვინც ცხოვრებას თამაშით უყურებს, რომელიც შეძლებს გახდეს მისი საუკეთესო მეგობარი, შემდეგ უკვე ქმარი ან შეყვარებული. და მაინც, ეს რეალურ მდგომარეობას ყოველთვის არ ასახავს. ხშირად ქალი მშვილდოსანი სულ სხვა ტიპის მამაკაცთან არის ბედნიერი: საქმიანი, რომანტიკული, მოაზროვნე. ასეთი მამაკაცი მის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს. როგორ აღწერდით თქვენს პარტნიორს ერთი სიტყვით?

თხის რქა

photo credit: Getty images

ქალ თხის რქას ენთუზიაზმით სავსე მამაკაცი აინტერესებს, ვისაც შეუძლია რაიმეთი დაკავდეს, სანამ მისი პარტნიორი საკუთარ მოვალეობებს ასრულებს. თხის რქა უსაქმურებს არ იღებს, მაგრამ ზედმეტი აქტივობაც აღიზიანებს. იდეალური ბალანსი: მამაკაცი, რომელსაც საკუთარი საქმე აქვს და ქალს ყურადღებას უთმობს მაშინ, როცა ორივე საკმარისად თავისუფალია. თხის რქა ცხოვრებას განვითარების გარეშე ვერ ხედავს, ამიტომ პარტნიორი, რომელმაც „უკვე ყველაფერს მიაღწია“ და ახლა საღამოს ტელევიზორის წინ ატარებს, მისთვის მოსაწყენი და მომავალი გაუცხოების საგანია. ასეთი ქალი პარტნიორის არჩევას პრინციპულად უდგება. დაუნდობლად იშორებს ისეთ კანდიდატებს, რომლებმაც ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტეს, თუ რა სურთ ცხოვრებაში ან თვლიან, რომ უკვე ყველაფერს მიაღწიეს და მიზანსწრაფვა აღარ აქვთ. თქვენ რას აფასებთ მამაკაცში?

მერწყული

photo credit: Getty images

მერწყული პარტნიორის მიმართ ძალიან მომთხოვნია. ყველაზე უჩვეულოა ის, რომ ეს მომთხოვნებლობა სტაბილური არაა და მუდმივად იცვლება. ერთი მხრივ, სჭირდება ჭკვიანი, საინტერესოდ მთხრობელი მამაკაცი, მეცნიერებით ან ხელოვნებით გატაცებული, მაგრამ ამავდროულად ენატრება უდარდელი მამაკაცი, ვისთანაც საერთო ენას ადვილად იპოვიდა. ამის გამო ქალი მერწყული შინაგანად იტანჯება. მათი კავშირი შეიძლება ყველაზე წარმოუდგენელი და ურთიერთგამომრიცხავი მიზეზებით იშლება. და მაინც, სულიერად მოწიფული ქალი მერწყული არჩევანს აკეთებს. ხვდება, რომ მისთვის მთავარია მტკიცე მამაკაცი, რომელიც პარტნიორის ჯიუტ ბუნებას მოერგება. ამას მრავალი ცდის და შეცდომების შემდეგ აცნობიერებს. რა თქმა უნდა, ეს ერთადერთი და გარდაუვალია ტენდენცია არაა. არსებობს ბევრი მაგალითი, როცა ქალი მერწყული თავის ბედს საკმაოდ ადრე ნახულობს. არსებობს ასეთი მკითხველებს შორის? ვინ არის თქვენი პარტნიორი ჰოროსკოპის მიხედვით? რამდენად წარმატებულია თქვენი კავშირი?

თევზები

photo credit: Getty images

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ თევზები ერთ–ერთი ყველაზე საკამათო ნიშანია. ქალი თევზები ამ წესს ამტკიცებს და თავის შეხედულებებში ცალსახა არაა. ეს გარკვეულ სირთულეს ქმნის, რომ დავახასიათოთ მამაკაცის ტიპი, რომელიც მას ყველაზე მეტად იზიდავს. აღსანიშნავია თვისებები, რომელთაც თევზები ყველაზე მეტად აფასებენ: ცხოვრებისეული პოზიციების მიმართ სიმტკიცე, მიზანდასახულობა და ორგანიზებულობა. მისი იდეალური ტიპი: თავდაჯერებული ადამიანი, რომელსაც შეუძლია მართვის სადავეები ხელში აიღოს. აღსანიშნავია, რომ ეს თევზისთვის ხელსაყრელია, რადგან მშვიდ და ბედნიერ მომავალს უზრუნველყოფს. სხვა თევზები უფრო ემოციურ სფეროზე ორიენტირებულნი არიან, ამიტომ მათთვის ურთიერთობაში ნათელი ემოციები და გრძნობების სიღრმე მნიშვნელოვანია. ისინი რომანტიკულ მეგზურებს ირჩევენ ან მათ, ვინც ყველაზე ძლიერი გრძნობების გაღვიძებას შეძლებენ. ცალსახად ვერ ვიტყვით, თუ რამდენად ბედნიერია ასეთი კავშირი, რადგან ადამიანის შესაფასებლად მხოლოდ რომანტიკა საკმარისია არაა. საინტერესოა, ამ ორი ტიპიდან თქვენ რომელს ანიჭებთ უპირატესობას?