10 მიზეზი იმისა, თუ რატომ არ უნდა დაურეკოთ მამაკაცს პირველმა

0
524

მამაკაცებისთვის ჩვენი შეუპოვრობა ურთიერთობის შედგომისა და გაძლიერების კუთხით ძალიან ხელსაყრელია. თქვენთვის კი – არა. არ გჯერათ? Girl.ge-ის რედაქცია ამას დაგიმტკიცებთ.

-“ასეთ აჩქარებას საკუთარი თავისგან თავადაც არ ველოდი! შემთხვევითი ნაცნობი ძილისა და მადის დაკარგვამდე რომ შეგიყვარდეს – ამას ყველა ვერ მოახერხებდა… მე მოვახერხე და ახლა მხოლოდ მასზე შემეძლო ფიქრი – მაგარი, ორმოიანი ნიკაპის მფლობელზე, რომელიც 1 კვირის წინ პიკნიკზე გავიცანი.

დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ მაგარნიკაპიანზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოვახდინე, იგი ერთი ნაბიჯითაც არ მშორდებოდა, იცინოდა, როგორც კი პირს გავაღებდი, ტანგო ვიცეკვეთ, ერთმანეთს ვაკოცეთ, ტელეფონები გავცვალეთ და გამოთხოვებისას ნაზი მზერით გავაცილეთ ერთმანეთი, მოკლედ, ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ არ დამირეკა…

საკუთარ თავს ავუკრძალე მისი ნომრის ციფრებზე ფიქრიც კი. საკუთარ ხელს ვჩქმეტდი, როცა იგი ინტერნეტში მისი ფოტოს მოწონებას ლამობდა. 2 დღეში საქმე გართულდა. ქორწილის სტუმართა 90-კაციანი სია შევადგინე და დაუღალავად ვბღაოდი მასზე. მალე ჩემმა ხელებმა ლექსების წერა დაიწყეს. ჩემი დაქალი მეჯვარეობაზე დამთანხმდა. მე ვისწავლე მისი გვარით ხელის ლამაზად მოწერა. თუმცა, მაგარნიკაპიანი ისევ “მკვდარზე ვენოკივით” იყო. თუმცა, ინტერნეტში ონლაინ ჩნდებოდა ხოლმე. თანდათან ადამიანური სახე დავკარგე, თუმცა, მაინც ვერ ვივიწყებდი. მეორე, უფრო პრაქტიკულმა დაქალმა მითხრა: “თვითონ დარეკე, რას კარგავ?” მის კომპრომისმა დიანამ კი მესიჯის მიწერა შემომთავაზა. თუმცა, მე ზუსტად ვიცოდი, რომ პირველს არ უნდა შემეხსენებინა თავი. იმიტომ, რომ…

მამაკაცები ათიდან ერთ-ერთი მიზეზის გამო არ გვირეკავენ:

1. არ მოვეწონეთ

ალეკო, 26: “კლუბში ერთი გოგონა გავიცანი და ასეთ სწრაფ გამოლაპარაკებას არც კი ველოდი – ის მართლა ულამაზესი იყო. თუმცა, კლუბიდან ერთად წავედით. საწოლშიც კარგი იყო, ვიხმაურეთ. არ ვიცი, მართლა ასე კარგად იგრძნო თავი თუ სასიამოვნო შთაბეჭდილების დატოვება სცადა, თუმცა, მისი ყვირილი აუტანელი იყო. ყოველ 10 წამში ვჩერდებოდი და ვთხოვდი, რომ ხმადაბლა ყოფილიყო. ბედნიერი ვიყავი, სახლში რომ წავიდა. არავითარ შემთხვევაში არ დავურეკავ!”

დათო, 25: “თუ მამაკაცი გარკვეული დროის განმავლობაში არ გირეკავთ, ესე იგი, არ უნდა ან არ შეუძლია. სხვა მიზეზი არ არსებობს. გოგონებო, მოეშვით ილუზიებს! 3 დღე ზედიზედ ტელეფონი დამჯდარი ვერ გვექნება, ვერ დავკარგავთ მას ან შემთხვევით ნომერი ვერ წაგვეშლება! თუ გოგო მომეწონა, დარეკვის დროსა და საშუალებას აუცილებლად გამოვნახავ.”

2. ზედმეტად მოეწონეთ

ავთო, 24: “მაიამ მომცელა. სახე, ფიგურა, ღიმილი – ჩემი ოცნების გოგო იყო. თან, ძალიან მარტივი ხასიათით. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს 100 წელია ვიცნობ. კონცერტზე გავიცანი და სასეირნოდ წავედით. თუმცა, თუმცა, არ დავურეკე. არ მინდოდა, შეყვარებულ იდიოტად გამოვჩენილიყავი. შეიძლებოდა ეფიქრა, რომ ჩემი თითზე დატრიალება შეეძლო. ან, რომ ქალი ნანახი არ მყავდა, რახან ასე მივეწებე. 1 კვირაში ვაპირებდი გადარეკვას, მაგრამ გადავწყვიტე, რომ აღარ ვემახსოვრებოდი. 1 თვე გავიდა და ისევ მასზე ვფიქრობ. იმედი მაქვს, სადმე შემთხვევით შევხვდები.”

3. თავს იფასებს

რენატი, 31: “რაც უფრო მეტი მოწინააღმდეგე ჰყავს ქალს, მით უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ მათთან ბრძოლა მოუნდება. მე და ძმაკაცმა მოვილაპარაკეთ – როცა ერთ-ერთი ჩვენგანი პაემანზე მიდის, მეორე რამდენჯერმე ურეკავს მას. პაემანზე მყოფი კი ისე საუბრობს, თითქოს მომაბეზრებელი გოგონები ურეკავენ. ტაქტიკა საათივით მუშაობს! პაემნის შემდეგ კი უნდა დადუმდე. აზრი იმის შესახებ, რომ შეიძლება ასეთი ძვირფასი კადრი დაკარგოს, გოგოს მოსვენებას დაუკარგავს და შენთან დაარეკინებს.”

4. შეყვარებული ჰყავს

სერგო, 27: “ჩემი შეყვარებული ძალიან მიყვარს. თუმცა, ცოტა ხნის წინ, ძმაკაცის ქორწილამდელ წვეულებაზე ლენა გავიცანი. ნებისმიერი მამაკაცის შავგვრემან ეროტიკულ სიზმარს ჰგავდა. მართალი ხართ, ცხოველი და ამორალური არსება ვარ, ლენასთან ერთი ღამე გავატარე. ჩემს მანქანაში. ამ პროცესის დასრულებისთანავე დამეწყო სინდისის ქენჯნა. ლენა სახლთან ჩამოვსვი, დანაშაულის კვალი წავშალე და ვეცადე, ამ სისულელის დავიწყება. თუმცა, ლენამ ჩემი მობილურის ნომერი საერთო ნაცნობისგან გაარკვია და ნაზი მესიჯებით მარწმუნებს, რომ მთელი ცხოვრება მე მელოდა! მართლა მეშინია, რომ ჩემი გოგო გაიგეს. ნომერი ხომ არ შევცვალო?”

5. ჩაფლავების ეშინია

ილია, 23: “ეს გოგოები ქუჩაში გავიცანი. ირინა მაშინვე ძალიან მომეწონა. თითქოს, მიღიმოდა. მაგრამ, ჩემს მეგობარს უფრო ხშირად უყურებდა (მგონი). საღამო საინტერესოდ გავატარეთ, რესტორანში დავსხედით და ირინას ნომერიც ჩავიწეე. მაგრამ არ დამირეკავს. მისი მხრიდან ინტერესი ვერ ვიგრძენი. არადა, მეგობარი, რომელიც ირინას დაქალს ხვდება, ამბობს, რომ ირინამ რამდენჯერმე ჰკითხა ჩემ შესახებ. მოსახერხებელ შემთხვევას, დღესასწაულს ან შეკრებას დაველოდები, რომ დავრწმუნდე, მართლა ვაინტერესებ თუ არა.

6. თავს იკავებს

დიმა, 30: “სანამ ქალთან მშვიდი და უინტერესო ხარ, ყველაფერი კარგადაა, სიტუაციას შენ აკონტროლებ. ქალიც ადამიანივით იქცევა! თუმცა, როგორც კი აჩვენებ, რომ შენთვის რაღაცას ნიშნავს, დაუყოვნებლივ იწყება კაპრიზები, კონტროლი, სისულელეები.”

7. თაიმ-აუთი

ნიკა, 27: “მაშინაც კი, თუ “მის სამყაროს” გავიცნობ, უნდა მიიღოს ის ფაქტი, რომ ჩემი ცხოვრება ემოციებითაა დაკომპლექტებული. სპორტი, სწავლა, რეპეტიციები, სამსახური. საქმეს დრო სჭირდება, სექსს – 1 საათი! პაემნის შემდეგ ორი დღე მაინც მჭირდება იმის გასააზრებლად, თუ საით უნდა წავიდე. ეს მინიმუმ! არასდროს ვჩქარობ გადარეკვას ან სხვა სახის კომუნიკაციას.

8. ცვლილებები არ სჭირდება

გიო, 31: “ცხოვრება ისე მაქვს მოწყობილი, როგორც ვოცნებობდი. საკუთარი ბინა მაქვს, სახლში სტერილური სისუფთავეა, რომელზეც დაქირავებული დიასახლისი ზრუნავს. საყვარელ რესტორანში ვვახშმობ. თევზაობა, სამთო-სათხილამურო კურორტები. ხანდახან პოკერი. შაბათობით ფეხბურთი და ძმაკაცები. კარაოკე-კლუბებსაც არ ვიკლებდი, პანდემიამდე. მოკლედ, ცხოვრება იმდენად მშვენიერია, რომ ცვლილებების მეშინია. ყოველ ახალგაცნობილ გოგონაში ცვლილების მატარებელს ვხედავ! ხანდახან, ქალებს ვპატიჟებ სახლში, მაგრამ, თუ განსაკუთრებულ “დიასახლისურ მზერას” ვამჩნევ, დილით მის ნომერს ვბლოკავ.”

9. ფორს-მაჟორი

ვიტალი, 29: “თაკო მისი დაქალის დაბადების დღეზე გავიცანი. იქ ერთმანეთი ისე მოგვეწონა, რომ ჩვენებს ჩამოვშორდით და ღამის ქალაქში გავისეირნეთ. ისე გავერთეთ, ტროტუარებზე დავრბოდით, პიცა პარკში შევუკვეთეთ და მზის ამოსვლას ერთად შევხვდით. შემდეგ ჩემს საყვარელ კაფეში ვისაუზმეთ. “აი, იმ ერთადერთს შევხვდი.” – ვფიქრობდი მე. დილით, როგორც კი ოფისში მივედი, საუკეთესო მეგობარმა დამირეკა და მითხრა, რომ ჩვენი ოცნება ახდა – თევზაობა იქ, სადაც ადამიანს ფეხი ჯერ არ დაუდგამს. საღამოს უნდა გავმგზავრებულიყავით. რომანტიკა კარგია, მაგრამ თევზაობა ძმაკაცებთან ერთად… მოკლედ, ვერ მოვასწარი გადარეკვა. მოგზაურობამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა, მაგრამ მაინც თაკოზე ვფიქრობდი. დაბრუნებისას უიმედოდ გადავურეკე. “როგორც იქნა. მეგონა, ჩემს პენსიაზე გასვლას ელოდი.” – მითხრა მხიარულად. მაშინ მივხვდი, რომ მასთან მთელი ცხოვრების გატარება მინდა.”

10. უმიზეზოდ

სტეფანე, 23: “გოგონების პრეტენზიები “რატომ არ მირეკავ?” ძალიან მიშლის ნერვებს. რამდენჯერ შეიძლება? რატომ არ შეიძლება, რომ რამე აკეთოთ, მობილურზე ზარის ლოდინის გარდა?

P.S. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მისტერ მაგარნიკაპიანი ერთბაშად ყველა ჩამოთვლილი მიზეზის გამო არ მირეკავდა. მას მუდმივი შეყვარებული ჰყავდა, არ მოეწონა, რომ “ყოველთვის ჭკვიანი ვიყავი”, “თავს იფასებდა”, ეშინოდა, რომ დებილად ჩავთვლიდი (ჩავთვალე კიდევაც) და მრავალი სხვა. თუმცა, ჩემი მტკიცე მოქმედებების (ამაყი დუმილის) წყალობით, მაგარნიკაპიანი დამარცხდა. დღეისათვის, დღეში 50-ჯერ მაინც მირეკავს.