
Girl.ge-ის რედაქცია გთავაზობთ მცირე ტესტს, რომელიც მოგცემთ ძალიან სასარგებლო რჩევას უახლოესი მომავლისთვის. უბრალოდ აირჩიეთ ნახატიდან ერთ-ერთი უძველესი მუზა და წაიკითხეთ შედეგი.
1. მუზა A
ეს მუზა შეგახსენებთ, რომ ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის. ოჯახად არა თქვენი სისხლით ნათესავები, არამედ ისინი მიგაჩნიათ, ვინც თავად აირჩიეთ. თქვენი ოჯახის წევრად შეიძლება იქცეს ახლო მეგობარი, რომელსაც დად ან ძმად აღიქვამთ. თქვენი სულიერი ოჯახის წევრებს შორის კავშირი გაცილებით უფრო ღრმაა და ნამდვილი ცხოვრებით არ შემოიფარგლება. დროა, მათ დაუკავშირდეთ (სადაც არ უნდა იყვნენ ისინი). იცოდეთ, რომ თქვენი სულების გაერთიანება გაცილებით ღრმა დონეზე ხდება. ოჯახის წევრები იგრძნობენ/მიხვდებიან, რას აკეთებთ, ფიქრობთ, გრძნობთ…
2. მუზა B
მეორე მუზა კი შეგახსენებთ, რომ ცვლილებები თქვენი ცხოვრების ნაწილია და არაფერს უნდა შეუშინდეთ! განვითარების ბუნებრივ ციკლში იმყოფებით და თქვენი ცხოვრების ერთი ან რამდენიმე სფერო დიდი სიჩქარით ვითარდება. თუ თავს ცუდად გრძნობთ, ახლავე უნდა იმოქმედოთ, ცხოვრებაში ცვლილებების შესატანად. მუზა, რომელიც აირჩიეთ, მოგიწოდდებთ სულიერი მოგზაურობის გაგრძელებისა და საკუთარი თავის შენარჩუნებისაკენ. თქვენ გაქვთ რაღაც, რისი შეთავაზებაც შეგიძლიათ სამყაროშტვის! გახსოვდეთ, რომ სიყვარული ჯადოსნურია, რამდენადაც მას აბსოლუტურად ყველაფრის გარდასახვა შეუძლია.
3. მუზა C
თუ ეს მუზა აირჩიეთ, იგი გეტყვით, რომ სახლს ისევე უნდა მოექცეთ, როგორც საკუთარ ცხოვრებას. არ იჩქაროთ. დარწმუნდით, რომ თქვენი ცხოვრების ყოველი სფერო დასრულებულია და სწორ ადგილას გაჩერდა, სანამ წინსვლას გააგრძელებდეთ. ყურადღება მიაქციეთ საბოლოო შედეგს და დატკბით პროცესით. ენდეთ თქვენს ხედვას. თქვენ შეგიძლიათ იმის დანახვა, რაც თქვენთვისაა განკუთვნილი, რაც თქვენთვის ჭეშმარიტია. თქვენთვის სიბნელე და სინათლე არ არსებობს – მხოლოდ ცხოვრება, თავისუფლება და განსაზღვრულობა. თქვენი მუზა ყოველთვის თქვენთან იქნება და დაგეხმარებათ!
4. მუზა D
ეს მუზა ბრძენი ბუს ენერგიას განასახიერებს. შეიძლება იგრძნოთ, რომ საკუთარ თავს ან გარშემომყოფებს რეალურ დროში აკვირდებით, აანალიზებთ ან განსჯით. არ იჩქაროთ დაფიქრება, ოცნება და განხილვა. ნებისმიერ კითხვაზე პასუხი და ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა თქვენშივეა ღრმად დამალული. თქვენი მუზა მოგიწოდებთ, უარი თქვათ თქვენს პრაქტიკულ, ლოგიკურ გონებაზე და მონაწილეობა მიიღოთ უზრუნველ წამოწყებებში, რომლებიც გაგახალისებთ. შემოქმედებითი საქმიანობა მნიშვნელოვანია, რადგან იგი ზრდის თქვენს ვიბრაციას, რომელსაც ოცნებებისკენ მიჰყავხართ.