დეზერტირი სასიყვარულო ფრონტიდან: როგორ აფუჭებენ ურთიერთობას სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის მამაკაცები

0
835
photo credit: Getty images

გსურთ გაიგოთ, როგორ იქცევიან სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის მამაკაცები სასიყვარულო ურთიერთობაში და რომელ უსიამოვნებებს უნდა ელოდოთ მათგან? ამის გასაგებად Girl.ge–ს რედაქცია ასტროლოგ ვერა ხუბელაშვილის სასიყვარულო ჰოროსკოპს გთავაზობთ.

ვერძი

photo credit: Getty images

მამაკაც ვერძს შეიძლება პარტნიორის მიმართ გული გაუცივდეს მას შემდეგ, რაც საპასუხო გრძნობით უპასუხებენ. მისთვის საინტერესოა ყურადღების მიღწევა, მაგრამ უკვე დაწყებულ ურთიერთობაში ვერძის ენთუზიაზმი შეიძლება გაქრეს. აქედან გამოდის ერთი უარყოფითი მხარე: ვერძმა შეიძლება სხვა ქალის მიმართ ყურადღება გამოიჩინოს, რადგან მისი გული ჯერ კიდევ დაპყრობილი არაა.

კურო

photo credit: Getty images

მამაკაცი კურო შეიძლება ძალიან ორჭოფი ადამიანი იყოს, რომელიც ცდილობს გადაწყვეტილის დიდი წილი მეორე ნახევარს გადაულოცოს. სიყვარულში ასეთი ორჭოფობა თავშეკავებასა და ინიციატივის ნაკლებობაში გადადის. ყოველთვის სადღაც აქ არაა, თითქოსდა საკუთარი ფიქრები და საზრუნავი უფრო აწუხებს, ვიდრე შეყვარებულთან ყოფნა.

ტყუპები

photo credit: Getty images

ქცევებით უფრო მოზარდს ჰგავს. ასეთი თამაში ყველა ქალს არ მოსწონს, არადა მისი ახალგაზრდული მიდრეკილებები ამით არ შემოიფარგლება. ზოგჯერ ნამდვილი ქალების მუსუსივით იქცევა და ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს. ვინ აიტანს მის ურთიერთობას სხვა ქალებთან, ტელეფონის ზარებს და სოციალურ ქსელში მიმოწერას. მამაკაც ტყუპს შეუძლია ყველაზე მშვიდ და გაწონასწორებულ ქალშიც ეჭვიანობა გამოიწვიოს.

კირჩხიბი

photo credit: Getty images

კირჩხიბის მგრძნობელობა ზოგჯერ გამაღიზიანებელია. რაც გასაკვირი არაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ თვისებიდან ნამდვილი კულტის შექმნა შეუძლია. ყველა ქალს არ სურს შეეგუოს კაცს, რომელიც თავის სისუსტეებს ასე აშკარად წარმოაჩენს. განწყობაზე დამოკიდებული მამაკაცი, მისი ახირებების შესრულება და საკუთარ სიტყვებსა და ქცევებზე დაკვირვება, რომ შემთხვევით არ აწყენინოთ – ეს იმ ქალის ბედია, ვინც მასთან კავშირს დათანხმდება.

ლომი

photo credit: Getty images

ლომმა თავისი ფასი იცის, მაგრამ მისი თავდაჯერებულობა და ნარცისიზმისკენ მიდრეკილება შეიძლება ყველა საზღვარს გასცდეს. ხშირია შემთხვევა, როცა მამაკაცი ლომი, თავისი დიდებულებით დაბრმავებული, ურთიერთობაში ზარმაცობს და ქალისგან ყურადღების და ზრუნვის გამოხატვას ითხოვს. როგორი მომთმენიც არ უნდა იყოს პარტნიორი, ადრე თუ გვიან აღშფოთდება. ხშირად ამ შემთხვევაშიც ლომი სხვისი ინტერესების მიმართ გულგრილი რჩება.

ქალწული

photo credit: Getty images

შენიშვნების გაცემა არ რცხვენია და საქმეს ურთიერთობაზე წინ აყენებს. ზოგჯერ, ქალი მოწყენილია იმის გამო, რომ პარტნიორმა მასთან ყოფნას საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარება ან მუშაობა არჩია. მას შეუძლია კეთილი სურვილებით პარტნიორის არა მხოლოდ ქცევა, არამედ გარეგნობაც გაკიცხოს. ხშირად ეს უკმაყოფილებას, სკანდალს და დაშორებას იწვევს.

სასწორი

photo credit: Getty images

ამ ნიშნის მამაკაცთან ურთიერთობას აფუჭებს ის, რომ ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია. ნახევარჩრდილს მიჩვეული ცდილობს ცხოვრების ყველა სფეროში ოქროს შუალედი შეინარჩუნოს. თუ მას შეხვდება პარტნიორი, რომელსაც მამაკაცში ლიდერის, წინამძღოლის დანახვა სურს, იმედგაცრუება გარდაუვალია.

მორიელი

photo credit: Getty images

რთული გასაგებია, თუ რას ფიქრობს მამაკაცი მორიელი. ის არაპროგნოზირებადია, ამიტომ კონფლიქტი ერთი შეხედვით ცარიელ ადგილას ხშირად წარმოიქმნება. ყველაზე გავრცელებული მიზეზი: მორიელის ეჭვიანობა, მოთხოვნები, რომ პარტნიორმა მისი ცხოვრების ყველა მომენტი გაუზიაროს. თუ რამეს დაუმალავთ, ამით პრობლემები არ დასრულდება.

მშვილდოსანი

photo credit: Getty images

მისი დაკავება შეუძლებელია. ფიზიკურად თქვენ გვერდით იმყოფება, მაგრამ უკვე ეძებს ვინ დაიპყროს უახლოეს მომავალში. ღალატის რაოდენობით ზოდიაქოს ნიშნებს შორის ნამდვილი რეკორდსმენია. ურთიერთობას სერიოზულად არ აღიქვამს. ამ ტენდენციის გამოსწორება შეიძლება, მაგრამ საკმაოდ იშვიათად. მშვილდოსანთან ცხოვრებამ პარტნიორში შეიძლება მუდმივი ეჭვიანობის მანია ჩამოაყალიბოს.

თხის რქა

photo credit: Getty images

ეს მშრალი და ხშირად ემოციებს მოკლებული ადამიანია. ის სამსახურში ჩაფლულია და როგორც წესი ნამდვილი კარიერისტია. მასთან ურთიერთობა განსაკუთრებით უჭირთ რომანტიკულ ქალებს და მათ, ვისაც ყურადღება სჭირდება. თხის რქა ზედმეტად ცივი და გაუცხოებულია, რომ საკუთარ თავს ზრუნვის გამოხატვა აიძულოს. გასაკვირი არაა, რომ ბევრი ქალი პირველი პაემნის შემდეგ ცდილობს ცხოვრება მას არ დაუკავშიროს და სხვა მოძებნოს, ვინც იდეალური პარტნიორის შესახებ მათ იდეებს უფრო შეესაბამება.

მერწყული

photo credit: Getty images

მერწყული ქალთან პირდაპირ ურთიერთობას თავს არიდებს. კომუნიკაციის რაიმე ინსტრუმენტით ან სხვა ხალხის გარემოცვაში ურთიერთობა უფრო უადვილდება. პირისპირ საუბრისას დამალვას, ფიქრებში სადღაც ჩაძირვას ცდილობს. მაშინაც კი, თუ პარტნიორმა მისი კომუნიკაციის მანერის შესახებ იცის, საკმაოდ რთულია იმ განცდის მოშორება, რომ რაღაც რიგზე არაა. ვინ ისურვებს თავი ლამის კეთროვნად იგრძნოს, რომელსაც საყვარელი მამაკაცი თავს არიდებს.

თევზები

photo credit: Getty images

მამაკაცი თევზი პარტნიორის იდეალურ იმიჯს იგონებს და ყოველთვის როცა საყვარელი ადამიანი ამ იდეალს არ შეესაბამება, ღრმა იმედგაცრუებას განიცდის. მისი ურთიერთობა თავად წყვილის ურთიერთობის გარეთ ვითარდება, ანუ მამაკაც თევზს შეუძლია ათასობით მიზეზი მოიფიქროს, თუ რატომ არის ყველაფერი ცუდად, თავად გადაწყვიტოს, რომ გამოსავალი არაა და პარტნიორი მიატოვოს ისე, რომ მისი საქციელი არ ახსნას.