
ლამაზი ღიმილი და ჯანსაღი კბილები თქვენი მიმზიდველობის გარანტიაა. სჯობს კბილებზე სწორად იზრუნოთ, ვიდრე მკურნალობაზე ბევრი ფული დახარჯოთ. სამწუხაროდ, თითოეული ჩვენგანი ყოველდღე შეცდომებს უშვებს. Girl.ge–ს რედაქცია გთავაზობთ 9 ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს, რითაც კბილებს აზიანებთ.
ღრძილების სისხლდენას ყურადღებას არ აქცევთ თუ კბილების ყოველი გახეხვის შემდეგ ცოტა სისხლს აფურთხებთ, ეს საგანგაშო ნიშანი და ექიმთან წასვლის მიზეზია! სწორედ ასე იწყება პაროდონტოზი – ღრძილების დაავადება, რომელიც კბილების დაკარგვას იწვევს. ამ დროს ტკივილის შეგრძნება აუცილებელი არაა. წლების განმავლობაში შეიძლება ღრძილებიდან ცოტა სისხლი გდიოდეთ, მაგრამ შემდეგ ეს სავალალო შედეგს გამოიწვევს. გამორიცხული არაა, სტომატოლოგმა გირჩიოს უფრო ნაზი ჯაგრისი და სპეციალური, ღრძილების გამაძლიერებელი კბილის პასტა.
კბილებს ქაოტური მოძრაობით იწმენდთ

ნებისმიერი სტომატოლოგი კბილების წმენდის სწორ ტექნიკას გაგაცნობთ. სამწუხაროდ, უმეტესობა ჩვენგანი კბილებს არასწორად იწმენდს, რაც ნადების უხარისხოდ მოშორებას და ემალის სწრაფად ცვეთას იწვევს. თქვენი მოძრაობა უნდა იყოს „რადიკალური“, ზემოთ–ქვემოთ მიმართულებით – მხოლოდ ასე შეძლებთ კბილების წინა და უკანა მხრიდან გაწმენდას. აი, საღეჭი კბილები შეგიძლიათ ზემოდან წრიული მოძრაობით გაიხეხოთ.
მათეთრებელს რეგულარულად იყენებთ სამწუხაროდ, ყველაზე თანამედროვე და ნაზი მათეთრებელიც თქვენი ემალისთვის სტრესია. აღმდგენ კბილის პასტებს იმ ზარალის მხოლოდ ნაწილობრივ ანაზღაურება შეუძლია, რასაც მათეთრებელი კბილებს აყენებს. ემალი უფრო თხელი და მტვრევადი ხდება, ანუ კარიესის გაჩენის რისკი იზრდება. ფრთხილად იყავით!
ძალიან უხეშ ჯაგრისს ირჩევთ

თუ ფიქრობთ, რომ უხეში კბილის ჯაგრისი კბილების ეფექტურად გაწმენდაში დაგეხმარებათ, ცდებით. ასეთი ჯაგრისი მხოლოდ სტომატოლოგთან ერთად უნდა შეარჩიოთ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნადების სწრაფად მოშორება გჭირდებათ ან მწეველი ხართ. სხვა შემთხვევაში, მაშინაც კი, თუ ჩაის ან ყავის მოყვარული ხართ, ჩვეულებრივი, საშუალო სიხისტის ჯაგრისი საკმარისია – ასე თქვენი ემალი დიდხანს გემსახურებათ!
კბილის ჯაგრისს არასწორად ირჩევთ კარგი ჯაგრისია ის, რომელსაც ბევრი ჯაგარი აქვს. მწარმოებლები გვთავაზობენ ჯაგრისებს სხვადასხვა რეზინის ჩანართებით და იშვიათი ჯაგრით – სინამდვილეში, ეს ყველაფერი მარკეტინგული ხრიკია მასალის დასაზოგად. სწორედ ამიტომ, კბილის ჯაგრისის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ მათ, რომელთაც რაც შეიძლება სქელი ჯაგარი აქვთ. ასეთი ჯაგრისით კბილებს ნადებს ხარისხიანად მოიშორებთ.
მცირე კარიესს, რომელიც არ გაწუხებთ, არ მკურნალობთ

თუ კბილებზე კარიესი შენიშნეთ, ეს მხოლოდ ერთს ნიშნავს – ექიმთან ვიზიტის დროა! მცირე კარიესი შეიძლება წლები არ გაწუხებდეთ, მაგრამ ის კბილებს შიგნიდან ანადგურებს. თავად ვერ შეამჩნევთ, როგორ დაკარგავთ კბილს.
ცივი და ცხელი ტემპერატურის მკვეთრ ცვალებადობას უშვებთ ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება კბილებს გაუკეთოთ – ნაყინის ჭამა, შემდეგ ყავის ან ჩაის დაყოლება. ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება ემალისთვის დამღუპველია – მასში მიკრობზარები ჩნდება, რომლებიც კარიესის განვითარებას იწვევენ. ყურადღებით იყავით!
კბილებს პროფესიონალურად არ იწმენდთ კბილების პროფესიონალური წმენდა – პროცედურა, რომელიც კბილებს არა მხოლოდ ათეთრებს (როგორც იქნა, ემალის ნამდვილ ფერს დაინახავთ!) და ქვებს აშორებს, არამედ აძლიერებს. წმენდის დროს ემალზე სპეციალური მინერალური საშუალება ისმება, რომელიც მის ზედაპირს აღადგენს და მიკრობზარებს ავსებს.
კბილის ძაფს არ იყენებთ

გაიხსენეთ, რამდენჯერ გირჩიათ სტომატოლოგმა კბილის ძაფის ყიდვა? და რამდენჯერ შეიძინეთ? ვეჭვობთ, არც ერთხელ. ამ მარტივი ნივთის გამოყენება არ უგულებელყოფთ. მხოლოდ ძაფით შეძლებთ კბილებს შორის სივრცის ეფექტურად გაწმენდას. სხვათა შორის, კარიესი ხშირად აქ ჩნდება! კბილის ძაფი დღეში ერთხელ მაინც გამოიყენეთ. ეს რთული არაა, მაგრამ კბილები მადლობას გეტყვით.