
არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავს მარტო ყველაზე კომფორტულად გრძნობენ. Girl.ge-ის რედაქციის დღევანდელი გმირი 42 წლისაა და ანონიმურად გაგვიზიარა ის, თუ რა მოსწონს და რა – არა ამ დრომდე სერიოზული ურთიერთობის გარეშე.
1. ცხოვრება საინტერესოა
“20 წლის ასაკში უკვე არ გამოვრიცხავდი იმის შესაძლებლობას, რომ ოჯახი და ბავშვები არ მეყოლებოდა. ვხვდებოდი მამაკაცებს, თუმცა, ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი, როგორც ჩემი დაქალების უმეტესობა. მათ მიზნად დაქორწინება დაისახეს და მიაღწიეს კიდევაც ამას. მე კი ჩემს თავს ვეძებდი და, სიმართლე რომ გითხრათ, გარშემომყოფები დიდად არ მაინტერესებდა. ახლა, რა თქმა უნდა, ვიცი, ვინც ვარ, მაგრამ გვერდით ვერ ვხედავ დაქორწინებისთვის ან თუნდაც სერიოზული ურთიერთობებისთვის შესაფერის ადამიანს.”
2. ჭკვიანი უნდა იყო
“თუ მარტო ცხოვრობ, ცხოვრებისა და ურთიერთობის დაგეგმვა უნდა შეგეძლოს. ჩემი დაქორწინებული მეგობრები, განსაკუთრებით კი შეძლებულები, უპირატესობას ასეთივე ადამიანებთან ურთიერთობას ანიჭებენ. მე კი მიწევს იმაზე ფიქრი, თუ როგორ შევხვდე მათ, ხანდახან კი მეგობრობა სამუშაო დღეებში სადილზე შეხვედრამდე დადის. ჩემთვის რთულია იმაზე ფიქრი, თუ რა მოხდება, სამსახურიდან რომ დამითხოვონ, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ გაცილებით უარესი იქნება ვინმეზე დამოკიდებულება არამხოლოდ მატერიალურად, არამედ მორალურადაც. თუ მარტო ხართ, არ მიგატოვებენ.”
3. მოიწყენ
“არა, იმას ვერ გეტყვით, რომ მარტო ყოფნა მარადიული დღესასწაულია. ხანდახან, ეს ძალიან რთულია, მითუმეტეს, როცა ძაღლის გარდა ვერავის შესჩივლებ. მბზინავი პატარძლებისა და კმაყოფილი ნეფეების ქორწილები შემახსენებს ხოლმე, რომ ჩემი ცხოვრება ჩვეულებრივი გზით არ წასულა.”
4. თავისუფალი ხარ
“გასულ უქმეებზე ჩემი მეგობრების შვილის მეორე დაბადების დღეზე ვიყავი, ვინახულე ბევრი დაოჯახებული თანაკლასელი, დრო კარგად გავატარე. როცა ბავშვებმა თავის მობეზრება დაიწყეს, ჩემს მყუდრო ბინაში დავბრუნდი, ყავა მოვიდუღე და მშვიდად ვუყურე ფილმს.”
5. მომავალი გაურკვეველია
“საინტერესოა, შევხვდები კი სიყვარულს? მეყოფა მეგობრობა სიცოცხლით დაკმაყოფილებისთვის? მე ოჯახი მაქვს: დედა, ძმები და მათი ოჯახები. საკმარისი მეგობარი მყავს სხვადასხვა ქალაქში. თუმცა, გაურკვევლობა მაინც რჩება.”
6. სექსუალური ცხოვრება არსებობს
“ამაზე საუბარი გინდა? ახლა ძალიან მარტივია პარტნიორის პოვნა მხოლოდ სექსისთვის, ყოველგვარი ემოციური გატაცების გარეშე. არა, მე ღია სექსს არ ვიღებ, თუმცა ვიცი, ვის უნდა დავურეკო სასურველის მისაღებად.
7. ჩემი შემთხვევა უნიკალური არაა
“დიდ ქალაქში ვცხოვრობ და საკმაოდ ბევრ 40+ მარტოხელა ქალსა და მამაკაცს ვხედავ. ამის მიზეზები მრავალფეროვანია, თუმცა, ვერ უარყოფთ, რომ საკმაოდ ბევრი ადამიანი ცხოვრობს ასე.”
8. თავს შესანიშნავად ვგრძნობ
“არ მოგატყუებთ: 10 წლის წინ ძალიან განვიცდიდი, რომ ცხოვრება ასე გაეწყო. თუმცა, რაც უფრო მეტი სანთელი ინთებოდა დაბადების დღის ტორტზე, მით უფრო ნაკლებად განვიცდიდი ამ საკითხთან დაკავშირებით. ახლა ცხოვრებით სრულიად კმაყოფილი ვარ!”