10 რამ, რაც ქალმა 30 წლის შემდეგ არ უნდა გააკეთოს

0
718

ითვლება, რომ გოგონა ზრდასრული 18 წლის ასაკში ხდება, 30 წლისას კი უკვე დროა, ბარგი-ბარხანა აიკრიფოს და 40 წლის ასაკში უკვე აღარავის დაენახოს, რომ არავის შეახსენოს უხალისო და არასახარბიელო სიბერის შესახებ. რეალურად, 30 წელი სწორედ ის ასაკია, რომლისკენაც ქალი უკვე ასწრებს სხვადასხვა ზღურბლზე დაბიჯებას, ყველა მიღებული ჭრილობის შეხორცებასა და ამ გამოცდილებით სარგებლობის დაწყებას.

30 წლის ქალბატონების გამოცდილების განზოგადებით, Girl.ge-ის რედაქციამ დაასკვნა, რომ ამ ასაკის შემდეგ, ქალმა შემდეგი 10 რამ უნდა დაივიწყოს.

1. საკუთარი სხეულის გამართლება

არავის არასდროს აუხსნათ, რატომ იწონით მეტს ან ნაკლებს; რატომ არასდროს დაკავებულხართ სპორტით და აპირებთ თუ არა, ან, პირიქით, რატომ ვარჯიშობთ დღეში ორჯერ; რატომ არ მკურნალობთ კონკრეტულ დაავადებას ან მკურნალობთ თუ არა მას ამა თუ იმ საშუალებით. ეს ყველაფერი მხოლოდ თქვენი საქმეა. ნუ გაიმართლებთ თავს “ძალა/ჯანმრთელობა/დრო/ფული არ მყოფნის.” თქვით: “ეს შენ არ გეხება.” თუ ეს წინადადება ვერ გიშველით, გადართეთ თანამოსაუბრის ყურადღება მის სხეულზე და მოითხოვეთ იმის ახსნა, თუ რატომ არაა დღემდე მილიონერი, ოლიმპიური ჩემპიონი ან ნობელის პრემიის ლაურეატი.

2. ნახატებიან მაისურებზე, ფერად მელირებაზე, დრედებზე, ტატუზე, ყურის ექვსჯერ გახვრეტაზე ან ათობით ფერად სამაჯურზე უარის თქმა

მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ძალიან ბავშვურია. ინფანტილურობა არა გარეგნობით, არამედ ქცევებით გამოიხატება. 30 წლისთვვის, როგორც წესი, ქალი უკვე პასუხისმგებელია თავის შვილებზე, ზრუნავს ხნიერ მშობლებზე, პასუხს აგებს სამსახურებრივ პროექტებზე და, ხშირად, კოლექტივზეც, ეხმარება მეგობრებს, რომლებსაც ეს სჭირდებათ, ხანდახან კი იცავს სრულიად უცხო ადამიანებს, რომლებიც ზედმეტად სუსტები არიან საკუთარი თავის დამოუკიდებლად დასაცავად. თქვენი ზრდასრულობა თქვენი საქმიანობაა და არა ტანსაცმლის სტილი თუ წამწამის ტუშის ფერი. საშუალოსტატისტიკური ქალი 30 წლის ასაკში უკვე იმდენს აკეთებს, რომ თავისუფლად შეუძლია პამპერსითა და პირში საწოვარათი სიარული, თანაც იმაზე უდარდელად, რომ მას ზედმეტად ბავშვურად ჩათვლიან.

3. ბოიფრენდთან, ქმართან ან ბავშვებთან ურთიერთობისგან შეუცვლელი სიამოვნების მიღება

30 წლისთვის, ქალმა უკვე ძალიან კარგად იცის, რომ სიყვარული არ ნიშნავს იმას, რომ თითოეული თავისუფალი წუთის იმ ადამიანთან გატარება უნდოდეს, ვინც უყვარს. ნორმალურია, გიხაროდეთ სასწავლო წლის დაწყება, ნორმალურია დაქალთან შეხვედრა, საყვარელ ადამიანთან ერთად დროის გატარების სანაცვლოდ. პირადი დროისა და სივრცის ქონა და ამის სურვილი ბუნებრივია. ნორმალურები ის ადამიანები არ არიან, რომლებიც გეკითხებიან: “რას თხოვდებოდი/აჩენდი შვილს?” ამ კითხვას კი იმ ქალს უსვამენ, რომელიც ამბობს, რომ ახარებს მარტო ან ოჯახის წრის გარეთ ყოფნა. არ დაგავიწყდეთ ამ ადამიანებისთვის იმის კითხვა, თუ რატომ ფლანგავენ ახლა ამ ძვირფას წუთებს თქვენთან საუბარში, ნაცვლად იმისა, რომ ეს დრო ახლობლბთან გაატარონ.

4. სახლის საქმეების სიყვარული

გავრცელებული მოსაზრების თანახმად, კულინარიისა და დალაგებისგან სიამოვნების მიღება ქალს უკვე სინამდვილეს ართმევს. დიახ, სახლის საქმე მოსაწყენი რუტინაა. არსებობენ ადამიანები, რომელთაც მოსწონთ ეს საქმიანობა, თუმცა, ეს გამონაკლისი უფროა, ვიდრე ჩვეულება. სხვათა შორის, უცნობი რჩება, ამ ადამიანთაგან რამდენ პროცენტს შეადგენს მდედრობითი სქესი, რომელსაც გულწრფელად უყვარს მზარეულობა და დაუთოვება, რომელიც არ კისრულობს სახლის მოვალეობებს მხოლოდ იმიტომ, რომ არ შეუძლიათ ან ეშინიათ საქმის ცუდად შესრულების.

5. ყოველთვის პატიება და გამართლება

ცოტა ხნის წინ, რომელიღაც თოქ-შოუში ქალი ჰყვებოდა, რომ ქმარმა იგი საავადმყოფოში დამბლადაცემული მიატოვა, მას კი პალატის მეზობლების ნათესავები უვლიდნენ. თოქ-შოუს გმირი გაბრაზებული იყო, ქმრის დანახვაც აღარ უნდოდა და განქორწინებას აპირებდა, წამყვანმა ქალბატონმა კი თავი განმსჯელად გააქნია: “არ გიფიქრიათ, რომ უბრალოდ შეეშინდა? რომ დაიბნა და არ იცოდა, რა ექნა?” იმის, რომ ღალატს გამართლება ან მიზეზები მოუძებნოთ, რომ ყოველთვის უნდა მისცეთ მეორე შანსი, ბავშვსაც კი არ უნდა სჯეროდეს! თუ პატიება გსურთ, თქვენი უფლებაა და არავინ არ უნდა განგიკითხოთ იმის გამო, რომ ეს უფლება გამოიყენეთ.

6. სექსის ღვთაებად ქცევა

30 წლის ქალს უკვე აღარ სურს თავისი ოსტატობის გამოვლინება – სიამოვნების მიღება ურჩევნია. ამასთან, მხოლოდ 18 წლის ასაკში შეიძლება იმის ბრმად დაჯერება, რომ არსებობს საერთო ჯადოსნური ინსტრუქცია, რომლის დაწვრილებით შესრულება ნებისმიერ მამაკაცს აღაფრთოვანებს. ასაკთან და გამოცდილებასთან ერთად მოდის იმის გაგებაც, რომ ყველა ადამიანი განსხვავებულია და “ღვთაებრივი” სექსი გენებში ჩადებული უნარი ან ცოდნა არაა, რომელსაც ონლაინ-კურსებზე ისწავლით, არამედ ესაა ერთმანეთის გემოვნების შეცნობისთვის მზაობა და დროის დათმობა.

7. ახლის სწავლის შეწყვეტა

პირიქით, ახლა სწორედ ამის დროა – უკვე გაქვთ საკუთარი ფული, გამოცდილება, საკუთარი სურვილების შეგნება, სუსტი და ძლიერი მხარეების აღქმა. არ დაგავიწყდეთ, რომ სიბერე შორს არაა – მალე 40-ის გახდებით და ხელჯოხი დაგჭირდებათ. ამიტომ, დაკავდით სკლეროზისა და ართრიტის პროფილაქტიკით და დატვირთეთ ტვინი და სხეული სრულად. დროა, აითვისოთ ჩინური ენა და ისწავლოთ ცხენზე ჯირითი. იჩქარეთ – 40 წლის ასაკში ცხენზე ხელჯოხით ასვლა გაგიჭირდებათ

8. თავის წარუმატებლად მიჩნევა

შეგიძლიათ, გულუბრყვილო ახალგაზრდა გოგონას დააჯეროთ, რომ მეტის მიღწევა შეეძლო, რადგან ჰაიდარი 14 წლის ასაკში უკვე ჯარს მეთაურობდა. 30 წლის ქალმა იცის, რა რესურსი ჰქონდა და როგორ გამოიყენა, და სიამოვნებით უყურებს ნებისმიერ სხვას, ვინც მის ადგილზე მეტს მიაღწევდა. გავიმეორებთ, უყურებს! და არ მოისმენს, თუ როგორ განიხილავს ადამიანი, რომელსაც მის ცხოვრებაზე ზედაპირული წარმოდგენა აქვს, თუ როგორ გამოძვრებოდა, გადადგამდა მთას და იქედან რძის მდინარეებს გამოუშვებდა, თქვენს ადგილას.

9. თავის ინტერესებსა და პერსპექტივებზე უარის თქმა ქმრისა და ბავშვებისთვის

არა, აქ არაფერ შუაშია ეგოიზმი, რომელსაც მიაწერენ ქალს, რომელიც მამაკაცის გულისთვის კარიერაზე უარს არ ამბობს ან არ სურს, გახდეს დედა და დიასახლისი, მიუხედავად მისი ქმრის დაჟინებისა, რომ სწორედ ასე უნდა მოიქცეს იმ შემთხვევაში, როცა მისი შემოსავალი საკმარისია ოჯახის უზრუნველყოფისთვის. როგორც ერთი ცნობილი ფსიქოლოგი ამბობდა: ნამდვილი მამაკაცი ისაა, რომელსაც საკუთარი თავის, ბავშვისა და ცოლის შენახვა შეუძლია, ხოლო ნამდვილი ქალი ისაა, რომელსაც საკუთარი თავის, ბავშვისა და ქმრის შენახვა შეეძლება, თუ რამე მოხდება. რაც არ უნდა თქვათ ტრადიციებისა და მრავალსაუკუნოვანი წყობის შესახებ, ქალის დამოუკიდებლობა და წარმატებულობა არამხოლოდ მის, არამედ მისი ოჯახის ინტერესებშიც შედის.

10. საკუთარ თავზე მთელი ურთიერთობის პასუხისმგებლობის აღება

როგორც კი ორი ადამიანი გაჩნდება, იწყება გუნდური თამაში, მისი წარმატება კი ორივეს მიღწევაა. არ არსებობს არც ერთი მიზეზი იმის საფიქრებლად, რომ ამ ორიდან სწორედ ქალი უნდა იყოს მეტად მომთმენი, ნაკლებად მომთხოვნი და მზადმყოფი, პირველმა გაწიროს თავისი ინტერესები, საერთო კეთილდღეობისთვის.

დასკვნა: 30 წლის ქალმა უკვე აღარავის უნდა მისცეს იმის კარნახის უფლება, თუ რა უნდა გააკეთოს და რა – არა.