
ხშირია ისტორია, როცა ქალი ახალშეღებილი თმით უკმაყოფილოა. რა მოხდა არასწორად, თუ თითქოსდა სპეციალისტს ყველაფერი აუხსენით? Girl.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს კოლორისტთან კომუნიკაციაში.
რატომ ვიღებთ ხშირად ისეთ ფერს, რომელიც არ გვითხოვია? დამოუკიდებელი სტილისტი და საკუთარი სილამაზის სტუდიის მფლობელი სერჟ კლიმოვი გიამბობთ, როგორ მოემზადოთ თმის შესაღებად სწორად და რა უნდა იცოდეთ წინასწარ, რომ იდეალური თმის ფერი მიიღოთ.
1. ფერი მკვეთრად არ შეცვალოთ
„მაშინაც კი, თუ იმიჯის რადიკალურად შეცვლა გსურთ, ეტაპობრივად იმოქმედეთ და ერთ პროცედურაში თმა მაქსიმუმ 2 ტონით გაიღიავეთ. რატომ? საქმე იმაშია, რომ საბოლოო შედეგზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ საღებავი, რომელსაც სტილისტი იყენებს, არამედ თმის ბუნებრივი პიგმენტი. შესაბამისად, ფერი შეიძლება უფრო მოწითალო ან ფერფლისფერი გამოვიდეს, ვიდრე ვარაუდობდით. ეტაპობრივი შეღებვა საშუალებას გაძლევთ არასასურველი ქვეტონი დროულად შეასწოროთ. ერთ დღეში შეგიძლიათ სამჯერ გაიღიავოთ (ყოველჯერზე 2 ტონით).“
2. ჩამორეცხვის არ შეგეშინდეთ

„თუ ადრე მათეთრებელი საშუალებები ძალიან აგრესიული იყო, ახლა თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელთაც სტუდიაში ვიყენებ, თმის პიგმენტის ნაზად მოშორების საშუალებას იძლევა, ტექსტურის ნაკლებად დაზიანების გარეშე. სისტემას Olaplex ეწოდება. გაღიავების ან შეღებვის დროს თმის შიდა კავშირები ირღვევა, რის გამოც მტვრევადი ხდება. Olaplex მათ მოლეკულურ დონეზე „არემონტებს“, მშრალ და დაზიანებულ თმას აღადგენს, თმას მოქნილობას უბრუნებს, გაყოფილ ბოლოებს კვებავს და სტატიკურ დამუხტვას აქრობს. Olaplex–ით ჩამორეცხვის შემდეგ ბუნებრივი საბაზისო პიგმენტი ჩანს და როგორც სტილისტს სასურველი შედეგის მიღწევა მიადვილდება“.
3. ფოტოები წაიღეთ

„სამწუხაროდ, რომ ბევრს არ მოაქვს საჩვენებელი ფოტო ჟურნალიდან ან ინსტაგრამიდან, თუ რომელი ფერი სურთ. სიტყვებით ახსნა ნებისმიერს დააბნევს. თქვენ „ოქროსფერ წაბლისფერს“ ერთ ფერს უწოდებთ, თქვენი დაქალი – სხვას, მე შეიძლება საერთოდ რაღაც მესამე წარმოვიდგინო. უფრო მოსახერხებელია, როცა სტილისტს უბრალოდ ფოტოს აჩვენებთ, სადაც თქვენთვის სასურველი იდეალური თმის ფერია აღბეჭდილი.“
4. სპეციალისტი არ მოატყუოთ
„ჩემს პრაქტიკაში იყო საშინელი შემთხვევა, როცა კლიენტმა დამწვარი შავგრემანიდან მოწითალო ფერზე გადასვლა მთხოვა. თან არ გამაფრთხილა, რომ ცოტა ხნის წინ თმა ქიმიურად დაიხვია. გამაღიავებელი საშუალება წავუსვი და თმა თითქმის ძირებიდან დაცვივდა! რომ მცოდნოდა ბუნებრივი ხვეულები არ ჰქონდა, მინიმუმ 1 წლით ფერის რადიკალურ შეცვლას გადავაფიქრებინებდი ან აღმდგენ პროცედურას და თმის დიაგნოზს ჩავუტარებდი, რომ მაქსიმალურად ნაზად შემეღება. არასდროს დაუმალოთ სპეციალისტს, თუ რა პროცედურა ჩაიტარეთ თმაზე ბოლო დროს!
5. ყველაფერს თავისი სახელი დაარქვით
„მენდეთ, არავინ დაგცინებს, თუ გულწრფელად აღიარებთ, რომ თმის ძირები უიაფესი საღებავით შეიღებეთ. შემდეგ პროცესი წარმატებულად რომ დასრულდეს, კოლორისტმა უნდა იცოდეს, თუ რომელი მწარმოებლის საშუალება გამოიყენეთ, რომელი თმის ტონი წაისვით, რამდენად ხშირად იღებავდით ადრე, რამდენი ჭაღარა თმა გაქვთ. ყველა ამ კითხვას მხოლოდ თქვენდა სასარგებლოდ სვამენ! თუ რაიმე მიზეზით სპეციალისტმა არაფერი გკითხათ, ინიციატივა გამოიჩინეთ და ყველაფერი თავად მოუყევით.”
6. გეგმის შესაცვლელად მზად იყავით
„ასე საკმაოდ ხშირად ხდება: კლიენტს ფერფლისფერი ქერა სურს, მაგრამ მის წითურ თმას ვუყურებ და ვხვდები, რომ სასურველ შედეგს დღეს ან საერთოდ ვერასდროს მიიღებს. რა თქმა უნდა, უსიცოცხლო მდგომარეობამდე თმის გაღიავება და შეღებვა შემიძლია, მაგრამ ეს კლიენტთან მიმართებაში დანაშაულია. რამდენიმე კვირაში თმა გაწითლდება, ხოლო ასეთი ქიმიური შეტევის შემდეგ გადაღებვა უკვე აღარ შეიძლება. სწორედ ამიტომ, თუ ოსტატი გეუბნებათ, რომ სასურველ შედეგს ვერ მიაღწევთ, სალონში მისვლა ან საჩივრის წიგნის აღება არ იჩქაროთ. სავარაუდოდ, სტილისტი თქვენზე ზრუნავს.“
7. იდეალური თმის ფერის მისაღებად მოთმინება იქონიეთ
„სასურველი თმის ფერი მაშინვე არ ჩანს. თანამედროვე საღებავების ნაზი შეღებვა იმდენად დელიკატურია, რომ 1 კვირა სჭირდება! რა თქმა უნდა, ეს გაღიავებას ეხება. შეღებვიდან პირველი კვირა შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თმა ძალიან მუქია, მაგრამ ყოველი დაბანის შემდეგ ფერი ჩამოირეცხება და 7-10 დღეში ისეთ ფერს მიიღებთ, რომელზეც ოცნებობდით.“