
კაშკაშა ისრების და ფერადი ჩრდილების დრო წარსულს ჩაბარდა, მაგრამ ეს მიზეზი არაა, რომ შემოდგომა ერთ–ერთადერთ ნაცრისფერ პალიტრაში ჩახუტებულმა გაატაროთ. ახლა შემოდგომის ფოთლების, მწარე ყავის და ცხელი შოკოლადის ყველა შეფერილობა ტრენდულია.
მწვანე თვალებისთვის
- არა: ზეთისხილისფერი, ნაცრისფერი
- დიახ: ქლიავისფერი, შოკოლადისფერი და ოქროსფერი
მწვანე ფერის თვალს უხდება ნებისმიერი ჩრდილი, სადაც წითელი პიგმენტი ფიგურირებს (მწვანე ფერის საწინააღმდეგო ფერების წრეზე). ჟანრის კლასიკა – ქლიავისფერი, უფრო გაბედულებისთვის – ვარდისფერი და მარჯნისფერი. ყოველდღიურად გამოგადგებათ შოკოლადისფერი ჩრდილები ოქროსფერი წვეთებით, რაც თვალს ბზინვარებას მიანიჭებს.
ყავისფერი თვალებისთვის
- არა: ნარინჯისფერი, ვერცხლისფერი
- დიახ: იისფერი, ყავისფერი, ოქროსფერი, ცისფერი, თეთრი
ყავისფერი თვალების მფლობელებს (სხვათა შორის, ეს მსოფლიო მოსახლეობის 80%) გაუმართლათ: მათ თითქმის ყველა ჩრდილი უხდებათ. ეფექტურად გამოიყურება იისფერი, რომელიც ხედვას უფრო სიღრმეს ანიჭებს. ყავისფერის კონტრასტზე ეფექტურია მარგალიტისფერი თეთრი ჩრდილი თხელ ისრებთან ერთად. უფრო მეტი ფერი გსურთ? ნაზი ფირუზისფერი ან ლურჯი ისრები შეუხამეთ.
ცისფერი თვალებისთვის
- არა: ცისფერი, მწვანე
- დიახ: ნარინჯისფერ–თაფლისფერი, ატმისფერი, ბრინჯაოსფერი, ყავისფერი
ცისფერი ჩრდილების გამოყენების ცდუნებას მოერიდეთ (თუ 80-იანი წლების დისკოთეკაზე წასვლას არ აპირებთ). როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ცისფერ თვალებს უფრო მეტად გამოკვეთს თბილი ჩრდილები: თაფლისფერი, ბრინჯაოსფერი, ატმისფერი, რძიანი შოკოლადისფერი. თუ ცივი ქვეტონის კანი გაქვთ, ყავისფერი ან იისფერი ჩრდილები გამოიყენეთ. არ გადააჭარბოთ: ცისფერ თვალებს ზედმეტი მაკიაჟი არ უყვარს.
ხრიკები
გლუვი ყავისფერი ჩრდილები თითქმის ყველას უხდება. ყურადღება მიაქციეთ Charming Mocha-ს, Eveline Cosmetics-ის „ყავისფერ“ პალიტრებს. კაპუჩინო, ლატე, ამერიკანო – აქ, ამ შემოდგომის მთავარ ფერებს იპოვით.
არ შეგაშინოთ მოწითალო შეფერილობის ჩრდილებმა. კონტრასტული ფერები თვალის ფერს კვეთს, განსაკუთრებით მწვანე და ცისფერ თვალებს. ჩვენ მოგვწონს Ruby Glamour-ის, Eveline Cosmetics-ის პალეტები – მათში უჩვეულო ვარდისფერი და წითელი ჩრდილები ნეიტრალური შეფერილობებით არის შევსებული. სახეზე ავადმყოფის იერი რომ არ გქონდეთ, წამწამებს შორის კონტური წაისვით და წამწამები ტუშით შეიღებეთ. ჩვენი არჩევანია – Variete Lashes Show, Eveline Cosmetics, რომელიც წამწამებს აგრძელებს, მოცულობას მატებს და აცალკევებს.
ჩრდილების ნაცვლად რუმიანა და ჰაილაითერი გამოიყენეთ. ასე, არა მხოლოდ დაზოგვას, არამედ აქტუალური მონოქრომული მაკიაჟის შექმნას შეძლებთ. სცადეთ რუმიანა Feel The Blush, Eveline Cosmetics. ისინი ქუთუთოებზე გლუვ, პიგმენტურ ფერს მოგანიჭებთ.
კანის ფერი არ დაგავიწყდეთ. თუ მაკიაჟის გასაკეთებლად მხოლოდ რამდენიმე წუთი გაქვთ, კანით დაიწყეთ! ტონალური საფუძველი 2–1–ში Selfie Time, Eveline Cosmetics ისე მოქმედებს, როგორც კონსილერი: არათანაბარ კანს და მუქ წრეებს ნიღბავს, ამასთან თხელ, თანაბარ ზედაპირს ქმნის.