
Girl.ge-ს რედაქცია გთავაზობთ მარტივ რჩევებს, რომელთა დახმარებით მოდურ მანიკურს სწრაფად და ადვილად გაიკეთებთ.
- ფრჩხილის დიზაინი მკვრივი, გამჭვირვალე მასალა დაგჭირდებათ. გირჩევთ ხორცის საცხობი პარკი ან რაღაც მსგავსი გამოიყენოთ. პატარა ნაჭერი ამოჭერით, ფრჩხილი დაასველეთ და ფირფიტა ფრჩხილზე მჭიდროდ დაიკარით. ამ ფირფიტაზე ფრჩხილის ლაქით ზოლები, ორნამენტები ან გრაფიკა დახატეთ, რომლის ნახვაც ფრჩხილზე გსურთ. პროცედურა თითოეულ ფრჩხილზე გაიმეორეთ. ფირფიტები მთელი ღამე გააშრეთ. დილით 10 მზა ტიფსი მზად გექნებათ. ისღა დაგრჩენიათ ფრჩხილებზე დაიმაგროთ: ჯერ საბაზისო ლაქი წაისვით, ტიფსები დაიმაგრეთ და ტოპ საფარით დააფიქსირეთ. მზადაა!
- უსაფრთხოება ფრჩხილის ლაქი იატაკზე ან მაგიდაზე დაღვარეთ? სასწრაფოდ შაქარი მოაყარეთ და მშრალი სალფეთქით ან პირსახოცით მოაშორეთ.
- გამძლე ლაქის მოშორება ყურადღება მიაქციეთ: საქმე ეხება არა მხოლოდ გელლაქს ან შილაკს, რომელსაც ნათურის ქვეშ აშრობენ, არამედ ჩვეულებრივ ლაქს, რომელსაც რატომღაც მოშორება არ სურს. ფრჩხილის ლაქის სწრაფად და ადვილად მოსაშორებლად, ლაქის მოსაშორებელ საშუალებას სოდა დაუმატეთ. ეფექტი თქვენს მოლოდინს გადააჭარბებს.
- ფიქსაცია საშრობის ნაცვლად შეგიძლიათ თმის ლაქი გამოიყენოთ. ხელის კანიდან თმის ლაქს წყლით ადვილად ჩამოიბანთ, ხოლო ფრჩხილის ლაქს ისევე კარგად დააფიქსირებს, როგორც საშრობი აპარატი.
- შეკეთება თუ ფრჩხილი ფუძეზე გამოგედოთ და ბზარი გაჩნდა, პრობლემურ ზონაზე სუპერწებო წაისვით და ქლიბით გააპრიალეთ. ასე ფრჩხილის სიგრძეს მომავალ მანიკურამდე შეინარჩუნებთ.
- სუპერ გაწმენდა ძველი ლაქის მოსაშორებლად ფრჩხილები ბამბის დისკებით რომ არ გახეხოთ, ჩვეულებრივი ბამბა პატარა ქილაში ჩადეთ (ფოტოფირის, აბების ან კრემის ქილა), ლაქის მოსაშორებელი სითხე დაასხით და უბრალოდ თითები მასში ჩადეთ, თან წრიულად ატრიალეთ. ლაქი უკვალოდ და სწრაფად გაქრება.
- გლუვი საფარი სპეციალური გლუვი ლაქის შეძენაზე ფულს დაზოგავთ, თუ ჩვეულებრივ უფერო ლაქს ცოტა სახამებელს დაუმატეთ. ასე ლაქი შესანიშნავი გლუვი საფარი გახდება.
- ორიგინალური ბზინები თუ გსურთ ფრჩხილებს ბზინები დაუმატოთ, მაგრამ ლაქები ბზინებით ზედმეტად ვულგარული გეჩვენებათ, გთავაზობთ ხრიკს. ჩვეულებრივი ოქროსფერი ჩრდილი აიღეთ, პიგმენტი ფუმფულა ფუნჯით ამოიღეთ და მიკრონაწილები პირდაპირ ფრჩხილს დააყარეთ. ასე დელიკატურ ბზინვარებას მიიღებთ, რომელიც ცოტა არათანაბრად დევს, მაგრამ მანიკურს უფრო დახვეწილ იერს მატებს.
- შაბლონი ფრჩხილებზე ვარსკვლავები, ყვავილები და გულები (ან ნებისმიერი სხვა ნიმუში) ლამაზად რომ გამოიყურებოდეს, წინასწარ სკოჩისგან შაბლონი მოამზადეთ. მუყაოს ან სხვა ბრტყელ ზედაპირს დაადეთ და საკანცელარიო დანით საჭირო ნიმუში ამოჭერით. ნახვრეტი ფრჩხილზე დაიდეთ და ლამაზად წასმაზე აღარ ინერვიულებთ.
- წერტილოვანი თუ იდეალური წერტილოვანი მანიკური მოგწონთ, მაგრამ ნემსით ან კბილის ჩხირით სხვადასხვა ზომის წერტილებს იღებთ, სუნთქვადი ფირფიტა გამოიყენეთ. მისი კიდეები მექანიკურად დახვრეტილია, ამიტომ ყველა ნახვრეტი ერთი და იმავე ზომისაა. უბრალოდ ფრჩხილს ფირფიტა დაადეთ და ზემოდან გადაღებეთ. გაშრობა აცადეთ, შემდეგ ფირფიტა მოაშორეთ. მზადა.
- ფრენჩი შესაფუთი სკოჩი – შესანიშნავი შაბლონია სახლის პირობებში იდეალური ფრენჩის გასაკეთებლად.
- ომბრე მოდური სტილი მანიკურში – ფერების გრადუირებული გადასვლა ფუძიდან კიდეებისკენ. ამას ჩრდილების ჩამშლელი სპონჟით მარტივად მიაღწევთ. საბაზისო ფენა გააშრეთ, ჩრდილები წაისვით. სპონჟით მსუბუქად ჩაშალეთ, შემდეგ ბაზა ან საშრობი წაისვით.
- გელლაქის მოშორება შილაკის ან გელლაქის დამოუკიდებლად მოშორებას არ გირჩევთ, რომ შემდეგ ფრჩხილის აღდგენა არ მოგიწიოთ. თუმცა ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და თუ გამძლე საფარის დამოუკიდებლად მოხსნა ნამდვილად გჭირდებათ, ლაქის მოსაშორებელი საშუალება აცეტონით გამოიყენეთ. ბამბის დისკები დაასველეთ, თითოეულ ფრჩხილზე დაიმაგრეთ, ფოლგით შეიხვიეთ და 20 წუთით გაიჩერეთ. შემდეგ დარბილებული ლაქი ხის ჩხირით ფრთხილად მოიშორეთ, ფრჩხილები გააპრიალეთ და ზეითუნის ზეთი წაისვით.
- არტობიექტი აუცილებელი არაა, რომ ფრჩხილებზე სურათების წასმა ფრჩხილების ლაქით სცადოთ. შეგიძლიათ წყალგამძლე თხელი მარკერი გამოიყენოთ.
- სუფთა ხელები ლაქით დასვრილ კუტიკულაზე რომ არ ინერვიულოთ, წებო PVA წაისვით და გააშრეთ. მანიკურის წასმის შემდეგ წებო, როგორც ფირი ისე მოიშორეთ. ასე თქვენი თითები სუფთა დარჩება.
- ფრჩხილების გათეთრება 1 ნაწილი წყალბადის ზეჟანგი და 2 ნაწილი სოდა აურიეთ. ფრჩხილებზე 10 წუთით წაისვით. მარტივი რეცეპტი, რომელიც ფრჩხილების სიყვითლეს გაუმკლავდება!
- უნაკლო მანიკური 1 საათში თუ მზად არ ხართ, ფერადი ან თამამად შეღებილი ფრჩხილები მთელი კვირა ატაროთ, მაგრამ ამ წვეულებაზე ყველას გაოცების წინააღმდეგი არ ხართ, მანიკურის ბაზად წებო PVA გამოიყენეთ. წვეულების შემდეგ ლაქის მოშორებას მარტივად შეძლებთ. ამისთვის საფარი ჩხირით ან უბრალოდ თითით ოდნავ გადაწიეთ.
- თანაბრად წასმა თუ თქვენს უნარებში დარწმუნებული არ ხართ, ფრჩხილები შემდეგი სქემით წაისვით: ლაქის წვეთი ფრჩხილის ცენტრში დააწვეთეთ, შემდეგ ჯერ კუტიკულისკენ შემდეგ კუთხეებისკენ გადაანაწილეთ. იმავე სქემით მარჯვნივ. შემდეგ საერთო ზედა ფენა წაისვით. უნაკლო მანიკური სახლის პირობებში მზადაა!
- კუტიკულას გაწმენდა თუ ფრჩხილის ლაქით კუტიკულაზე მაინც გადახვედით, დასვრილ ადგილას სკოჩი დაიკარით და სწრაფი მოძრაობით მოიშორეთ. ლაქი უკვალოდ გაქრება.
- სწრაფად გაშრობა ნებისმიერი ლაქი წუთში გაშრება, თუ თითს ძალიან ცივი წყლით სავსე ჭურჭელში ჩადებთ.