
ტაროს კარტებზე მკითხაობით უახლოესი მომავლის გაგება შეიძლება კარიერისა და ფინანსების სფეროში. გაინტერესებთ, ზოდიაქოს რომელი ნიშნები მიიღებენ ნანატრ დაწინაურებას, ხოლო ვის ელის დროებითი ფინანსური სირთულეები? Girl.ge-ის რედაქცია გეტყვით, ვისთვის დაგვირგვინდება ახალი სამსახურის ძიება წარმატებით, ხოლო ვის გაუღიმებს იღბალი შედარებით მოგვიანებით? გთავაზობთ ტაროზე მკითხაობას თებერვლის წინასწარმეტყველებისთვის.
თებერვალში ზოდიაქოს თითქმის ყველა ნიშანს ელის კარიერული ცვლილებები. უმეტესობისთვის, ეს ცვლილებები დადებითი იქნება, თუმცა, ვიღაცას რთული არჩევნის გაკეთება მოუხდება, სასურველი თანამდებობის მისაღებად ან შემოსავლების გასაზრელად. ახლა ყველაზე შესაფერისი დრო იქნება თქვენი პროფესიონალური მომავლის დასაგეგმავად.
1. ვერძი – 9 პენტაკლი
არკანი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში წარმატების სიმბოლოა. სამსახური გამონაკლისი არაა. კარტი ფინანსურ სტაბილურობასა და ხვალინდელ დღეში თავდაჯერებულობას ნიშნავს. ვერძი, რომელმაც შეუპოვრად იშრომა გასულ თვეში, როგორც იქნა, დაასრულებს თავის მიმდინარე პროექტებს, მიიღებს მადლიერებას კოლეგებისა და ხელმძღვანელობისგან. შესაძლოა, არა ფულისთვის, არამედ საკუთარი სიამოვნებისთვის მუშაობთ. თუ მართლა ასეა, კარიერაში წარმატება, პირველ რიგში, სწორედ თქვენ გელით. საქმე ისაა, რომ არკანი ფინანსურ კეთილდღეობას მათ უქადის, ვისაც შეუძლია არ იმუშავოს, თუმცა, ამას გარკვეული მიზეზების გამო მაინც აკეთებს. აგრეთვე, 9 პენტაკლი გვპირდება მოულოდნელ მემკვიდრეობას ან შემოსავლის მიღებას მოულოდნელი წყაროდან.
2. კურო – 9 ხმალი
ამ კარტის მნიშვნელობა სამსახურებრივ სფეროში უკავშირდება დროებით კარიერულ სირთულეებს. არკანი არ იძლევა მკაფიო პასუხს კითხვაზე, თუ რაში მდგომარეობს მსგავსი წარუმატებლობის მიზეზი. ვიღაცას შეიძლება ხელი იმ კოლეგების შურმა შეუშალოს, რომლებიც დიდი ხანია უმიზნებენ მის ადგილს. ამ თვეში უფრო ყურადღებით შეამოწმეთ და დააზუსტეთ ყველა დოკუმენტი და ინსტრუქცია – იქ შეიძლება შეგხვდეთ შეცდომები, რომლებიც სამსახურში გარჩევებსა და კამათს გამოიწვევს. უფრთხილდით არამხოლოდ გარეგან ძალებს, არამედ შინაგან შიშებსა და თავდაუჯერებლობას. შესაძლოა, სწორედ ამ თვეში მიხვდეთ, რომ ახლა საუკეთესო დროა სწავლისა და პროფესიონალური უნარების გაუმჯობესებისთვის. კარგი ამბავიც გვაქვს: ესაა ბრძოლა საკუთარ თავთან და გარემოებებთან, რომელსაც მარტივად გაუმკლავდებით და დასახული მიზნების მისაღწევად აზარტიც შეგემატებათ.
3. ტყუპები – ტაროს ეშმაკი
თავად არკანის სახელწოდება მაინცდამაინც ნდობას არ იწვევს! სწორ მდგომარეობაში, იგი სამსახურში უსიამოვნო სიტუაციებს იწვევს. თქვენ გარშემო შეიძლება ინტრიგები ჩაიხლართოს ან ვიღაცამ ზურგუკან გაგჭოროთ, კოლეგებს თქვენი შეშურდეთ, ხელმძღვანელობა კი აუხსნელ პრეტენზიებს წამოგიყენებთ. კარტის სივერაგე იმაში მდგომარეობს, რომ შეიძლება რაღაც მიმზიდველი შემოთავაზება მიიღოთ, რომელზეც თითქმის შეუძლებელი იქნება უარის თქმა, თუმცა, იგი არც ისე ხელსაყრელი და საშიშიც კი შეიძლება აღმოჩნდეს. თებერვალში აუცილებლად ყურადღებით წაიკითხეთ ყველა მოლაპარაკება, შეამოწმეთ დოკუმენტები და გადადეთ სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
4. კირჩხიბი – 6 თასი
ჩაბრუნებულ მდგომარეობაში, ეს არკანი არც ისე სასიხარულო პერსპექტივებს უწინასწარმეტყველებს იმ კირჩხიბებს, რომლებიც ერთ ადგილზე მუშაობას რამდენიმე წლის განმავლობაში აგრძელებენ, მიუხედავად იმისა, რომ იქვე უფრო სარფიანი შემოთავაზებები ელით. ამიტომაც თებერვალი იდეალური დროა მათთვის, ვისაც დიდი ხანია სამსახურის შეცვლა სურს, მაგრამ ვერაფრით გადაუდგამს ეს ნაბიჯი. თუმცა, სხვა კომპანიაში სასწრაფოდ გადასვლა არაა აუცილებელი – ძველ სამუშაო ადგილზე ნებისმიერი ცვლილება მხოლოდ კეთილდღეობას მოგიტანთ. დათანხმდით ახალ პროექტებს, დაწინაურებას ან სხვა განყოფილებაში გადასვლას. ტარო ამ თვეში ამბობს, რომ ფინანსებისადმი დამოკიდებულებასაც უნდა გადახედოთ: თუ ხელფასს არც ისე საიმედო ადგილას ინახავთ, თანაც ნაღდი ფულის სახით, დაფიქრდით ფულის შენახვის თანამედროვე საშუალებებზე.
5. ლომი – ტაროს იმპერატორი
არკანი იდეალურია კარიერისა და ფინანსური კეთილდღეობისთვის. თუ ხელფასის მომატებას დიდი ხანია ელოდებით, თქვენი პროექტები კი ბოლო დროს ნაკლებად წარმატებული გამოდის, ამ თვეში წარმატება ნამდვილად გელით. განსაკუთრებით, ეს პერიოდი ხელსაყრელია იმ ლომებისთვის, რომლებიც შემოქმედებით არიან დაკავებული ან გუნდში მუშაობენ. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია კარგი ურთიერთობის შენარჩუნება კოლეგებთან და თანამშრომლებთან – სწორედ ისინი დაგეხმარებათ დასახული მიზნების მიღწევაში. თუ ხელმძღვანელი ხართ, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ კოლექტივში გამეფებულ ატმოსფეროსა და ქვეშევრდომთა კმაყოფილების დონეს. მათი ფინანსური კეთილდღეობა და მოტივაცია თქვენი კარიერული ზრდის წინაპირობაა.
6. ქალწული – 7 თასი
ესაა აუხდენელი იმედებისა და ილუზიების არკანი. იგი ასახიერებს ადამიანებს, რომლებიც არარეალურ მიზნებს ისახავენ, ოცნებობენ იმაზე, რაც შეუძლებელია ან რეალობასთან კავშირი არ აქვს. სამსახურში ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა აირჩიოთ სხვადასხვა პროექტს, ვაკანსიასა და შემოთავაზებას შორის რომელიმე. თუ უკვე რაღაც კონკრეტულზე შეჩერდით, ფრთხილად იყავ ით – შესაძლოა, განზე გახედვა მოგიხდეთ, რაღაც უფრო რეალური რომ დაინახოთ. ეს წყობა გვიჩვენებს, რომ თებერვალში ქალწულმა სერიოზული არჩევანი უნდა გააკეთოს, რომელიც მის მომავალ სამსახურზე აისახება, თუმცა, ფინანსური შემოსავლების ლოდინი ჯერ ადრეა, თებერვალში მიღებული გადაწყვეტილებების ნაყოფს მოგვიანებით მიიღებთ.
7. სასწორი – 4 კვერთხი
ამ კარტის მნიშვნელობა მართლაც ყოველმხრივ საკეთილდღეოა. არკანი კეთილდღეობას, სიმდიდრესა და საკუთარ სფეროში პროფესიულ რეალიზაციას განასახიერებს. ამავდროულად, გასაკვირია, რომ ეს სამსახურის კარტი არაა – იგი დამსახურებულ დასვენებას ან პასუხისმგებლობის დროებით მოხსნას წინასწარმეტყველებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ წინა თვეებში ბევრი იშრომეთ, ჯილდო გელით ხელფასის მომატების ან ხელმძღვანელობის მხრიდან მადლიერების სახით. თუ მოგეჩვენათ, რომ თქვენი შრომა დამსახურებულად ვერ შეაფასეს, თებერვალში დარწმუნდებით, რომ თქვენი ძალისხმევა უპასუხოდ არ დარჩება. მისთვის, ვინც წლების განმავლობაში მუშაობდა შეუპოვრად, დროა, პენსიაზე ან დამსახურებულ შვებულებაში გავიდეს.
8. მორიელი – ტაროს სამყარო
ამ კარტს შეგვიძლია ერთ-ერთი ყველაზე საკეთილდღეო ვუწოდოთ სამსახურთან, ფინანსებთან და კარიერასთან დაკავშირებულ მკითხაობაში. იგი გამაოგნებელ წარმატებას უქადის მორიელებს, რომლებიც ყველაფრის მიღწევას საკუთარი შრომით ცდილობდნენ. იღბალი განსაკუთრებით მათ ელოდებათ, ვინც ტურიზმის, მეცნიერებისა და ინოვაციების სფეროში მუშაობს. თუ მთელი ამ დროის განმავლობაში საკუთარ ძალებში ეჭვი გეპარებოდათ, თებერვალში თავდაჯერებულობა მოგეზღვავებათ. დამიჯერეთ, ახლა საუკეთესო დროა იმაში დასარწმუნებლად, რომ შერჩეული სფერო თქვენთვის იდეალურია. ნუ დაუმალავთ კოლეგებს, ხელმძღვანელებსა და ქვეშევრდომებს აზრებსა და იდეებს. სწორედ ინფორმაციის მიმოცვლა მოგიტანთ მეტ წარმატებას საქმეებში.
9. მშვილდოსანი – შეყვარებული ტარო
როგორც იქნა, იღბალი ელით თავდადებულ შრომისმოყვარეებსაც, რომლებიც დაიღალდნენ გაწეული სამსახურისთვის ჯილდოს მიღების ლოდინში. თუ გაძლიერებულად შრომას ხართ მიჩვეული, თებერვალი თქვენს კარიერაში წარმატებული თვე იქნება. თუმცა, ეს მხოლოდ ერთი პირობით მოხდება: მთელმა გუნდმა ეფექტურად უნდა იმუშავოს, ამიტომ, თუ დანაყოფის ან პროექტის ხელმძღვანელი ხართ, რაც შეიძკება მეტი დავალება უნდა შეასრულოთ, ქვეშევრდომებთან ერთად. კოლეგების ნდგობა ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – ასე შეინარჩუნებთ ენერგიას, გააუმჯობესებთ კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებს და გაზრდით პირად შემოსავალსაც.
10. თხის რქა – ორი თასი
სამსახურთან დაკავშირებულ მკითხაობაში, ამ კარტის სწორი მდგომარეობა დადებით ცვლილებებზე მეტყველებს. ან სამსახურის შეცვლა ან კოლექტივში ახალი თანამშრომლის შემატება გელით, რაც ყოველდღიურობაში ცვლილებებს განაპირობებს. შესაძლოა, სწორედ ზემოხსენებული ადამიანის ან სხვა მნიშვნელოვანი შეხვედრის წყალობით მიიღოთ პერსპექტიული შემოთავაზება. ახალი სამსახურის ძებნაც წარმატებით დასრულდება. განსაკუთრებით იმ თხისრქებს გაუმართლებთ, რომლებიც შემოქმედებით არიან დაკავებული და რომელთათვისაც კოლექტივში ატმოსფერო პირველ ადგილზეა.
11. მერწყული – ტაროს მთვარე
გადაბრუნებულ მდგომარეობაში, ეს არკანი გადაუმოწმებელ გარიგებაზე ან სამსახურში ტყუილზე მიუთითებს. შესაძლოა, შემოსავლის გაზრდის მარტივი გზა შემოგთავაზონ, თუმცა, ფრთხილად იყავით: სანამ კონტრაქტს ხელს მოაწერდეთ, კარგად შეამოწმეთ ყველა მხარის ინტერესი. შესაძლოა, ამ თვეში იმედი გაგიცრუვდეთ, რადგან რომელიღაც პროექტი არ შედგება ან არ დამტკიცდება, თქვენს ზოგიერთ ინიციატივაზე კი ხელმძღვანელობას სახსრები არ ეყოფა. ნუ იღელვებთ! ამ თვეში ბედი დაგიცავთ გაუაზრებელი მოქმედებებისა და ტყუილებისგან, არაკეთილსინდისიერი პარტნიორების მხრიდან.
12. თევზები – 6 კვერთხი
სწორ მდგომარეობაში, ეს არკანი თევზებს უახლოეს მომავალში სამსახურებრივ წარმატებას უწინასწარმეტყველებს. გელით წინსვლა კარიერულ კიბეზე და ძალიან ხელსაყრელი კონტრაქტების ხელმოწერა. ეს განსაკუთრებით აქტუალური იმ თევზებისთცისაა, რომლებმაც მნიშვნელოვანი ძალისხმევა ჩადეს პარტნიორებთან ან კლიენტებთან გარიგების მისაღწევად. კარტი იმაზე მეტყველებს, რომ ყველა ამ მიზნის მისაღწევად სერიოზული გადაწყვეტილების მიღება მოგიხდებათ. არ იდარდოთ – სწორედ იმ არჩევანს გააკეთებთ, რომელიც თქვენ და თქვენს კომპანიას სჭირდება. ნუ შეუშინდებით იმ გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც, ერთი შეხედვით, აბსურდული და გიჟური ჩანს – ახლა საუკეთესო დროა მათ ასარჩევად. წარმატება იმ შემთხვევაშიც გელით, თუ სამსახურის შეცვლას გეგმავთ – შესაძლოა, სწორედ ამ თვეში შეუერთდეთ ოცნების გუნდს.