როგორ მივაღწიოთ თმის ბზინვარებას: 10 გამოცდილი საშუალება.

0
944
Photo credit: Shutterstock

თმის ბზინვარება მისი სილამაზისა და ჯანმრთელობის მთავარი ნიშანია. თუმცა, ხშირად, თმა უფერულად გამოიყურება, მიუხედავად კონდიციონერის ან პროფესიონალური ნიღბების გამოყენებისა. როგორ მოვიქცეთ? Girl.ge-ის რედაქციამ იცის 10 ძალიან სასარგებლო საშუალება, რომლებიც თმას გამოაცოცხლებს და ელვარებას შემატებს.

1. ფენით სწორად გაშრობა ხშირად, თმის გაუფერულების ბანალური მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ თმას არასწორად იშრობთ. თუ ფენის ძალიან განიერ თავაკს იყენებთ ან ჰაერს ქაოტურად მიმართაბთ, თმის ქერცლი აფუვდება და თმა გაუფერულდება.

მაშ ასე, ფენით შრობის 3 წესი:

  • ვიწრო თავაკი – ჰაერის ნაკადი მჭიდრო, მკაფიოდ მიმართული უნდა იყოს;
  • ფენის თავაკი თმასთან ქვემოთ დახრილი უნდა ურთიერთქმედებდეს, ძირებიდან ბოლოებამდე. სწორედ ეს მოძრაობები გააგლუვებს თმის გარე ნაწილს და ელვარებას მიანიჭებს მას.
  • ყოველთვის დაასრულეთ შრობა ცივი ჰაერით.

2. ქოქოსის კარაქი ეს უნივერსალური საშუალებაა კანისა და თმის სილამაზისთვის. თმას ელვარება რომ მიანიჭოთ, მოამზადეთ ქოქოსის კარაქის ნიღაბი: ოდნავ გაათბეთ იგი ორთქლზე და წაისვით თბილი მასა თმაზე. ეფექტის გასაძლიერებლად, დაიხურეთ საშხაპე ქუდი. შემდეგ უბრალოდ დაიბანეთ თავი.

3. ავოკადოს ნიღაბი ავოკადო ვიტამინებისა და სამკურნალო ზეთების ზარდახშაა. ავოკადოს ნიღაბის ამ რეცეპტს ჯენიფერ ლოპესიც კი იყენებს. მწიფე ავოკადო დაჭყლიტეთ ჩანგლით, დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი და თანაბრად გადაინაწილეთ მასა მთელ თმაზე. ჯანსაღი ელვარება დაბანის შემდეგ გარანტირებულია.

4. ლუდით გავლება ღია ფერის “ცოცხალი” ლუდი დიდებული საშუალებაა თმისთვის დამაბრმავებელი ელვარების მისანიჭებლად. სველი, სუფთა თმა კარგად გაივლეთ ლუდით. სუნის მოსაშორებლად, პროცედურის შემდეგ წაისვით კონდიციონერი. გარდა ამისა, ლუდი არამხოლოდ ელვარების კოსმეტიკურ ეფექტს იძლევა, არამედ თმას შინაგანად კვებავს, საფუვრის წყალობით. გენიალურია!

5. ლიმონის წვენი აქვე აღვნიშნავთ – ეს მეთოდი შეუფერებელია მათთვის, ვისაც მშრალი თმა აქვს, რადგან ლიმონის წვენს შრობის თვისება აქვს. თუმცა, ამავდროულად, ლიმონის წვენი მართლაც ანიჭებს თმას ელვარებას – უბრალოდ გადაინაწილეთ იგი თმის მთელ სიგრძეზე, გაიჩერეთ 10-15 წუთით და ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

6. ჟელატინის ნიღბები ინტერნეტში შეგიძლიათ უამრავი რეცეპტი იპოვოთ “თმის ჟელატინით ლამინირების” მიზნით. რა თქმა უნდა, ეს სისულელეა. ჟელატინით თმას ლამინირებას ვერ გაუკეთებთ, თუმცა, ლამაზ, მსუბურ ელვარებას მარტივად მიანიჭებთ. გააზავეთ 3 ს.კ. ჟელატინი 4 კოვზ გადადუღებულ წყალს. დადგით მასა ორთქლზე და ურიეთ, სანამ ჟელატინი სრულად არ გაიხსნება. აცადეთ გაგრილება, წაისვით თმაზე და 40 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

7. ჭინჭრის სავლები ხანდახან, “ბებიას” რეცეპტები ძალიან სასარგებლო აღმოჩნდება ხოლმე. ალბათ, თქვენც გსმენიათ, რომ დაბანის შემდეგ თმის ჭინჭრით გავლება სასარგებლოა, თუმცა, არასდროს გიცდიათ. ხმელ ჭინჭარს აფთიაქში შეიძენთ – დაასხით მას მდუღარე წყალი, დააყენეთ და გაივლეთ თმა.

8. რეჰანის ნაყენი კიდევ ერთი სასარგებლო რეცეპტი: რეჰანის ნაყენი სახლის კონდიციონერია, რომელიც თმას ელვარებას შესძენს. ეს სუნელი კარგია არამხოლოდ იტალიურ კერძებში, არამედ ხალხური საშუალების სახითაც, ჩვენი თმისთვის. რეცეპტი ასეთია: 2 ს.კ. ხმელ რეჰანს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და გააგრილეთ. თავის დაბანის შემდეგ, ყოველ ჯერზე გაივლეთ თმა ამ ნაყენით.

9. ასპირინი შამპუნში კიდევ ერთი შესანიშნავი რეცეპტი – ამჯერად, ჯენიფერ ენისტონისგან. ერთ-ერთ ინტერვიუში, მსახიობმა თქვა, რომ თავის ყოველი დაბანის დროს, შამპუნს ასპირინს დანაყულ აბს უმატებს. ასეთი მარტივი მანიპულაციის გამო, თმა დაუყოვნებლივ იძენს ბზინვარებას – სცადეთ და დარწმუნდით.

10. სპრეი ნუ, რაღა თქმა უნდა. არც ერთი მსახიობი არ გადის წითელ ხალიჩაზე, სანამ თმაზე ელვარების სპრეის არ შეისხამს. რა თქმა უნდა, ეფექტი მხოლოდ კოსმეტიკურია, მის შემადგენლობაში მკვებავი კომპონენტები არ გვეგულება, თუმცა, მნიშვნელოვანი შემთხვევებისთვის შეუცვლელი პროდუქტია.