ეფექტური კუდი: 10 მაგარი იდეა ყველაზე მოსახერხებელი ვარცხნილობისთვის

0
962

რთულია ცხენის კუდზე უფრო მოსახერხებელი და უნივერსალური ვარცხნილობის წარმოდგენა. აუცილებელი არაა თმის უბრალოდ რეზინით შეკვრა – ეს ხომ ძალიან მოსაწყენია! Girl.ge-ის რედაქცია წარმოგიდგენთ ცხენის კუდის 10 ეფექტურ იდეას – იდეალურია ყოველდღიურობისთვის.

როგორ გავიკეთოთ უჩვეულო ცხენის კუდი

ცხენის კუდი უბრალოდ თმის მოშორების საშუალებად კი არა, ლამაზ და დახვეწილ ვარცხნილობად რომ აქციოთ, მხოლოდ 5 წუთი, დასავარცხნი სპრეი და სავარცხელი დაგჭირდებათ.

1. ნაწნავი თხემზე

მარტივია: გამოყავით შუბლთან ახლოს თმის რიგი, დაწანით იგი კუდის დაწყებამდე, ოდნავ გააფუეთ თითებით, შემდეგ უბრალოდ დაიმაგრეთ რეზინით. შეგიძლიათ, კუდი სახვევი უთოთი ცოტათი დაახვიოთ, თმა უფრო მოცულობითი რომ გამოჩნდეს.

2. დაწნული კუდი

ჯერ ცხენის კუდს გაიკეთებთ, შემდეგ კუდს დაწნავთ. იგი ისეთივე დიდი რომ გამოჩნდეს, როგორიც ფოტოზეა, თმა ჯერ უნდა აიჩეჩოთ და ლაქით დაასველოთ, მხოლოდ ამის შემდეგ დაწნათ – ნაწნავი არ უნდა იყოს მჭიდრო, მაქსიმალურად თავისუფლად უნდა დაიწნას.

3. გვერდული ნაწნავი

ძალიან ლამაზი კუდია! გვერდით თხელ ნაწნავს გაიკეთებთ, მას კი, დანარჩენ თმასთან ერთად, კუდად შეიკრავთ. ვარცხნილობა დაუდევრად რომ გამოიყურებოდეს, კუდი ოდნავ აიჩეჩეთ.

4. ბაფთა

პაემანზე მიდიხართ? რომანტიკულ ლუქდ მხოლოდ ერთი თხელი ლენტი სჭირდება. გაიკეთეთ მაღალი კუდი, დაიმაგრეთ რეზინით და შეკარით ლენტი პატარა კეკლუცი ბაფთის ფორმით.

5. თხელი ნაწნავები

ცხენის კუდი ბოჰო-შიქის სტილში. სამწუხაროდ, ვარცხნილობა ლამაზად მხოლოდ გრძელ თმაზე გამოიყურება. თუ ასეთი თმა გაქვთ, აუცილებლად სცადეთ.

6. ცხენის კუდი მოცულობით

ასეთი ვარცხნილობები ძალიან მოსწონდა ბრიჯით ბარდოს, დღეს კი მას სიამოვნებით ატარებს ვიქტორია ბექემი. სანამ ცხენის კუდს გაიკეთებდეთ, მაღალი მოცულობა მიეცით თმას კეფის არეში.

7. ლაკონიური სამაგრით

ასეთი სამაგრი და დაუდევარი დაბალი კუდი შესანიშნავი ვარიანტია ყოველდღიური ვარცხნილობისთვის, თუ გინდათ, რომ მოდურად, მაგრამ არც ისე კლასიკურად გამოიყურებოდეთ.

8. ნაწნავი

ჩაიწანით პატარა ნაწნავი კუდის დასაწყისთან, დაჭიმეთ თმა რეზინით. შემდეგ გამოყავით თხელი კონა და შემოახვიეთ იგი რეზინს.

9. ნაწნავი კუდქვეშ

კიდევ ერთი ეფექტური ვარიანტი – ნაწნავი კუდქვეშ. დაწნვა კისრიდან უნდა დაიწყოთ, თმის ზრდის ზოლიდან. რაც უფრო მაღალ კუდს გაიკეთებთ, მით უფრო ეფექტური იქნება შედეგი.

10. რთული ნაწნავი

გამოყავით გვერითა თმა და ქაოტურად ჩაწანით, ჩაიმაგრეთ თმის სარჭებით – ეს ის შემთხვევაა, როცა ვარცხნილობა მაქსიმალურად დაუდევრად გამოიყურება. შემდეგ შეიკარით ეს სილამაზე დაბალ კუდად.