ტუში საჭირო აღარაა: რა არის წამწამების ლამინირება და ვის მოეწონება იგი

0
1050

დაწებებული წამწამები ბევრი გოგონას ყოველდღიური მაკიაჟის საფუძველია. ახლა კი, წარმოიდგინეთ, ოცნება ახდა: დილით იღვიძებთ საყვარელ ადამიანთან ერთად, თვალებზე კი მაკიაჟი უკვე გისვიათ. წამწამები შავი, დახვეულია, ბუნებრივად გამოიყურება, დაწებებულისგან განსხვავებით – ამის მიღწევა შესაძლებელია, თუ ხარისხიან ლამინირებას გაიკეთებთ. Girl.ge-ის რედაქციამ გადაწყვიტა, ამ პროცედურის შესახებ ყველაფერი გაეგო.

ლამინირებული წამწამები Yumi Lashes

წამწამების ლამინირება – ესაა პროცედურა, რომლის შემდეგაც წამწამები იპრიხება, მტკიცდება და, ამავდროულად, იღებება. ახლა კი ყველაფერი ლამინირების შესახებ:

1. ეს წამწამებს არ აფუჭებს
Yumi Lashes შემადგენლობა ყველაზე გავრცელებულია ევროპაში. ყველაფერი, რაც ამ შემადგენლობის გაჩენამდე გამოიყენებოდა, უბრალოდ ქიმიური დახვევის საშუალება იყო. თუმცა, Yumi Lashes-ს დაუმატეს კერატინი, რომელიც არამხოლოდ არ აფუჭებს, არამედ აძლიერებს წამწამებს, ანეიტრალებს ქიმიის ნეგატიურ გავლენას, არ ფიტავს და არ იწვევს თმისცვენას.

Photo credit: Getty Images

2. მართლა შეგიძლიათ, აღარ შეიღებოთ

როგორც უკვე ვთქვი, ლამინირება არამხოლოდ პრეხს წამწამებს ზემოთ, არამედ მას შავადაც ღებავს. ეს ისე გამოიყურება, თითქოს ტუშის ერთი ფენა წაისვით – ძალიან ბუნებრივად, თუმცა, ამავდროულად, შეღებილი თვალების ეფექტით. პროცედურიდან დაახლოებით 2-4 კვირის შემდეგ, წამწამის მოხრა ნაკლებად მკვეთრი ხდება, თუმცა, თავად ლამინირება თმიდან არ გამოირეცხება, იგი “იზრდება” ახალი თმის ზრდასთან ერთად, ეს ბუნებრივი პროცესია.

Photo credit: Getty Images

3. წამოზრდილი ლამინირება შეუმჩნეველი იქნება

1-1.5 თვის შემდეგ, ლამინირება გაზრდას დაიწყებს, თუმცა, ეს პრობლემას არ წარმოადგენს, წამწამები უცნაურად არ გამოჩნდება, როგორც ეს მაშინ ხდება, როცა დაწებებული თმა გვძვრება. ჩვეულებრივი ტუში წვრილ დეფექტებს დაფარავს. ბრენდ Yumi Lashes-ს აქვს სპეციალური ტუშიც ლამინირებული წამწამებისთვის, კონსისტენციით იგი გელს მოგაგონებთ. ეს ტუში შეიცავს მოსავლელ კომპონენტებს, ამავდროულად კი ლამინირების ეფექტს ახანგრძლივებს.

Photo credit: Getty Images

4. ეს დიდხანს გაგყვებათ

წამწამების ლამინირება 2 თვეში ერთხელ ხდება. თუ ოსტატი განმეორებით პროცედურას 2 თვეზე ადრე გთავაზობთ, სხვა სპეციალისტი იპოვეთ.

Photo credit: Getty Images

წამწამების ლამინირების ეტაპები:

როგორ ხდება ლამინირება? უფრო გასაგებად რომ აგიხსნათ, პროცედურის ეტაპებს გაგაცნობთ. ჩვეულებრივ, იგი დაახლოებით 1 საათით გრძელდება.

  • პირველი ეტაპი – წამწამები სპეციალურ გორგოლაჭზე მაგრდება, რომელიც განსაკუთრებულ მოხრას უზრუნველყოფს. S ზომის გორგოლაჭი ძალიან მკვეთრი მოხრისთვისა და მოკლე წამწამებისთვისაა, М – საშუალო სიგრძის წამწამებისა და ზომიერად ბუნებრივი მოხრისთვის, ხოლო L – გრძელი წამწამებისა და ბუნებრივი მოხრისთვის.
  • მეორე ეტაპი – წამწამებს უსვამენ ქიმიურ კომპონენტს, რომელიც ამტკიცებს მოხრას.
  • მესამე ეტაპზე წამწამებს უსვამენ კერატინს, რომელიც აფიქსირებს მოხრას, ანეიტრალებს ქიმიის მავნე მოქმედებას და კვებავს თმას.
  • მეოთხე ეტაპი – წამწამები რბილი საღებავით იღებება.
  • მეხუთე ეტაპი კი მოვლას მოიცავს. წამწამები იფარება ზეთოვანი, ვიტამინების შემცველი მასით, კონდიცირებისა და გაძლიერების მიზნით.
Photo credit: Getty Images
Photo credit: Getty Images
Photo credit: Getty Images

თქვენ ჩაგიტარებიათ ეს პროცედურა? რამდენად გაამართლა თქვენი მოლოდინი?