
სმოუქი-აის შესახებ ნებისმიერს გვსმენია, რადგან ეს თვალის მაკიაჟის ერთგვარი კლასიკაა. მიუხედავად იმისა, რომ კვამლიანი მაკიაჟის გაკეთება მარტივია, პროცესში უამრავ შეცდომას ვუშვებთ. Girl.ge-ის რედაქცია ახლა ამ შეცდომებს გაგაცნობთ.
სმოუქი-აის მსოფლიოში მაკიაჟის ყველაზე გავრცელებული ტექნიკაა. იგი აბსოლუტურად ყველას უხდება, უბრალოდ მას ყველა სწორად ვერ აკეთებს. ზოგი ისეთ შეცდომებს უშვებს, რომ მაკიაჟი არა ღირსებას, არამედ ნაკლს უსვამს ხაზს. ახლა გეტყვით, კონკრეტულად რას აკეთებენ ისინი არასწორად.
1. არასწორად შერჩეული ფერები
პირველი, რაც კვამლიანი თვალების ხსენებისას გვახსენდება – მატე შავი ფერი. თუმცა, კვამლიანი მაკიაჟის შესრულება უფრო მშვიდ, ნეიტრალურ ან, პირიქით, მკვეთრ ფერებში შეიძლება, სიტუაციის, გარეგნობისა და საერთო დრეს-კოდის მიხედვით.
2. დაუმუშავებელი კანი
ხშირად ამბობენ, რომ მაკიაჟში მხოლოდ 1 აქცენტი უნდა იყოს, ვიღაცამ კი შეიძლება იფიქროს, რომ, თუ აქცენტს თვალებზე გააკეთებს, დანარჩენი სახე შეუძლია საერთოდ არ შეიღებოს. თვალის მკვეთრი მაკიაჟი მთელ სახეზე იზიდავს ყურადღებას და ხაზს უსვამს ნებისმიერ, თუნდაც უმნიშვნელო ნაკლებს, ესე იგი, სახისა და თვალქვეშა ზონის კანი სრულყოფილი უნდა იყოს, არავითარი დაღლილობის, აქერცლვისა და ანთების კვალი.
3. მორიდებულად ან, პირიქით, ჭარბად გადანაწილებული ჩრდილი
შეიძლება სიფრთხილეს იჩენდეთ და ჩრდილები არ წაისვათ მოძრავი ქუთუთოს ნახევარზე ან ჩრდილის ზედმეტად თხელი ზოლი გაავლოთ ქვედა ქუთუთოზე – ეს თვალს ვიზუალურად დააპატარავებს. ხოლო ვიღაც, პირიქით, იმდენად მოინდომებს, რომ ჩრდილებს წარბამდე ისვამს და პანდად იქცევა.
4. არასწორად შერჩეული ტექსტურა
ჩრდილები ძალიან მსხვილი ბრჭყვიალებით ხაზს გაუსვამს კანის რელიეფს, წვრილ ნაოჭებს ან ჩამოწელილ ქუთუთოს. სუპერმატე ჩრდილები კი, ხანდახან, ტოვებს ლაქებს, რომელთა გადაღებვა რთულია.
5. შეუღებავი წამწამები
ეს შეცდომა განსაკუთრებით კრიტიკულია ქერათმიანებისთვის, რომლებსაც ღია ფერის წარბები აქვთ. თუ ჩრდილის ფერი მაძღარია, წამწამები კი საერთოდ არ შეგიღებავთ ან ცუდად შეიღებეთ, უსიამოვნო ან დაუსრულებელი მაკიაჟის შეგრძნება იქმნება. მნიშვნელოვანია, ტუში წამწამების ძირებიდან 2-3 ფენად წაისვათ.