მესამე ზედმეტია: როგორ ვუმკურნალოთ ნაწლავის გაღიზიანებას

0
424

ნაწლავის გაღიზიანება ზამთარივითაა – ყოველთვის მოულოდნელად მოდის. თითქოს, სულ ახლახან ყველაფერი კარგად იყო, აი, მუცლის “აღშფოთება” კი ბანკის რიგში, რომანტიკული ფილმის ან პაემნის დროს ისმის, გვერდითი ეფექტები კი თავს ატომურ ბომბად გაგრძნობინებთ. ხანდახან, არ ვიცით, როგორ ავუხსნათ უფროსს, თუ რატომ ვერ გავდივართ სამსახურში დღეს, ვაუქმებთ გეგმებს… Girl.ge-ის რედაქციამ გადაწყვიტა, ფაღარათის გაჩენის მიზეზები და მისი მკურნალობის გზები განეხილა.

მიზეზები

ფაღარათი (დიარეა) ნაწლავის გაღიზიანების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნიშანია. ყოველწლიურად, 2 მლრდ შემთხვევა რეგისტრირდება! მისი ცნობა მარტივია: საპირფარეშოს ვიზიტები შესამჩნევად ხშირდება, განავალის ტექსტურა იცვლება, მუცელში კი მტკივნეული შეგრძნებები ჩნდება. პრობლემა აქ და ახლა უნდა გადაწყდეს, და არა ექიმთან 1 კვირის შემდეგ ჩაწერის დროს, ამიტომ გამოსავალი დამოუკიდებლად უნდა იპოვოთ. დასაწყისისთვის, გააანალიზეთ თქვენი ბოლოდროინდელი ქმედებები და გაარკვიეთ, რომელ ფაქტორს შეიძლება გამოეწვია ფაღარათი.

1. ანტიბიოტიკების მიღება

ანტიბიოტიკებით მკურნალობის დროს მიმდინარეობს პროცესები, რომლებსაც მავნე ბატერიების ზრდის გამოწვევა შეუძლია. ისინი გამოყოფენ ტოქსინებს და იწვევენ ანთებას, რაც თავს ძალიან უსიამოვნო გვერდითი ეფექტით – დიარეით იჩენს. ანტიბიოტიკების მიღების შემთხვევაში, აუცილებელია იმ პრეპარატების მიღება, რომლებიც ხელს შეუშლის გაღიზიანებას ან დაგეხმარებათ მის განკურნებაში, თუ ფაღარათი უკვე გაჩნდა.

2. ნაწლავური ინფექცია

ყველაზე ხშირად, დაინფიცირება ორგანიზმში ინფექციის აღმგზნების მოხვედრის შემდეგ ხდება, მაგალითად, საკვებით, წყლით ან ჭუჭყიანი ხელებითაც კი, ამიტომ, ნუ იტყვით უარს ხელების საგულდაგულოდ დაბანასა და საპონზე! ნაწლავური ინფექციების პროვოკატორი შეიძლება იყოს ბაქტერია, მისი ტოქსინები და ვირუსები.

როცა მიკრობი ნაწლავებში მოხვდება, იგი იწყებს გამრავლებას, ტოქსინების გამოყოფასა და ანთებებს ნაწლავში, მოკლედ, ამიტომ ჩნდება გულისრევა, დიარეა. თუ ეს სიმპტომები ძალიან ძლიერი ფორმით იჩენს თავს, ორგანიზმის გაუწყლოება არ დააყოვნებს.

3. სტრესი

დიახ, ვერც კი წარმოიდგენთ, რამხელა გავლენას ახდენს სტრესი თქვენს ორგანიზმზე, მათ შორის, კნტ-ს მდგომარეობაზეც. ნერვიულობა გამოცდის, მნიშვნელოვანი საქმის ან პაემნის წინ საკმაოდ ხშირად იწვევს გაღიზიანებას, მაშინაც კი, თუ სხვა ფაქტორს ადგილი არ ჰქონია. ეცადეთ, მღელვარებას გაუმკლავდეთ და ნაწლავს ცხოვრება არ გაურთულოთ. იზრუნეთ მასზე, ნაწლავს ეს სჭირდება!

4. კვების რაციონის ან კლიმატის ცვლილებები

ორგანიზმი ეჩვევა თქვენს ყოველდღიურ კვებას, ამიტომ მგზავრობისას ნაწლავებში შეიძლება დისკომფორტი გაჩნდეს. ეგზოტიკური საკვები ან წყლის უჩვეულო ხარისხი დიარეის მიზეზი შეიძლება გახდეს. ეს რომ არ მოხდეს, ეცადეთ, ნაცნობი რაციონი დასვენების დროსაც დაიცვათ და მხოლოდ ბოთლში ჩამოსხმული წყალი დალიოთ.

პრობლემის გადაჭრა

ორგანიზმის სწრაფი თვითდახმარებისთვის, მიირთვით მეტი სითხე და შეამსუბუქეთ დიეტა. გახსოვდეთ, რომ დიარეასთან და მის გამომწვევ მიზეზებთან ბრძოლაში პრობიოტიკები და პრებიოტიკებიც დაგეხმარებათ.

ყურადღება მიაქციეთ პრეპარატებს, რომლებიც დიარეას აცხრობს, აგრეთვე, შეგიძლიათ ფაღარათის პროფილაქტიკური საშუალების გამოყენებაც, მისი გამომწვევი მიზეზის მიუხედავად. ისინი განსაკუთრებით გაციების სეზონზეა აქტუალური.

მაგალითად, პრეპარატი ენტეროლი® ანტიფაღარათული ეფექტის მქონე პრობიოტიკია. მოქმედი კომპონენტია  საქარომიცეტი ბულარდი, ბაქტერიული პრობიოტიკების უმეტესობისგან განსხვავებით, იგი არ ექვემდებარება ანტიბიოტიკების ზემოქმედებას და დიარეის პროფილაქტიკისთვის ამ პრეპარატების მიღების პირველი დღიდან შეგიძლიათ მისი დატანება. ანტიბიოტიკი კლავს სასარგებლო ბაქტერიებსაც, რომლებიც ბაქტერიულ პრობიოტიკებს შორისაა.

მაშინაც კი, თუ ზუსტად არ იცით, რამ გამოიწვია ფაღარათი, ენტეროლი სხვადასხვა წარმოშობის ფაღარათის დროს დაგეხმარებათ. პრეპარატი, ნაწლავებში რბილად მოქმედებით, უზრუნველყოფს დიარეისა და მისი მიზეზების აღკვეთას, თრგუნავს და დევნის ფაღარათის აღმგზნებს ორგანიზმიდან. გარდა ამისა, ამცირებს ანთებას ნაწლავებში და ხელს უწყობს მასში ჯანსაღი მიკროფლორის შენარჩუნებას.

პრეპარატის ორი ფორმატი არსებობს: კაფსულები და ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად. ენტეროლის გამოყენება შეიძლება 1+ წლის ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის. ორივე ვარიანტი მარტივად გამოიყენება.