
Girl.ge-ს რედაქცია გიზიარებთ ინნა ამიტანის, საიტ luxxy.com–ის ავთენტიფიკაციის სპეციალისტის რჩევებს, თუ როგორ განასხვავოთ ნატურალური ბეწვი ხელოვნურისგან. ასევე აგიხსნით, თუ რატომ არის ორივე კარგი ვარიანტი.
ჩვენ უკვე მივეჩვიეთ ხელოვნურ ბეწვს, რომლითაც ბევრი მწარმოებელი ნატურალურ ბეწვს ანაცვლებს. ბევრი ბრენდი ეკოლოგიური მოხმარებისა და ცხოველების დაცვის მხარდამჭერად გამოდის, ამიტომ უფრო და უფრო მეტი მოდის სახლი ნატურალური ბეწვის გამოყენებაზე უარს ამბობს. სწორედ ამიტომ, უკუსიტუაცია იშვიათობას არ წარმოადგენს: ბევრი ცდილობს ხელოვნური ბეწვი ნატურალურად, ხოლო იაფი ნატურალური ბეწვისგან დამზადებული ნივთები ცნობილი ბრენდების ნიმუშებად გაასაღოს.
ნატურალური ან ხელოვნური ბეწვის უპირატესობებში თქვენს დარწმუნებას არ დავიწყებთ, აქ, უფლება გაქვთ არჩევანი თავად გააკეთოთ. აი, ყალბ ნიმუშებს თქვენს გარდერობში ადგილი ნამდვილად არ ეკუთვნის, ასეა?
როგორ განვასხვავოთ ხელოვნური ბეწვი ნატურალურისგან

ამისთვის რამდენიმე მარტივი მეთოდი არსებობს:
- ნივთს ხელი გადაუსვით. უმეტესობა ცხოველების ნატურალური ბეწვი რბილია, ხოლო ხელოვნური უფრო მოქნილი. მაღალი ტენიანობის პირობებში ზოგიერთი ხელოვნური ბეწვი წებოვნების შეგრძნებას ტოვებს. არ დაგავიწყდეთ, რომ ხელოვნური ბეწვის მწარმოებლები ნატურალური ბეწვის ყველა მახასიათებლის გამეორებას ცდილობენ, ამიტომ ხშირად შეგრძნებით განსხვავება შეიძლება ვერ შეამჩნიოთ.
- ბეწვები გადაწიეთ, რომ ძირი დაინახოთ. ნატურალური ბეწვის ძირი უფრო გლუვია. ეს შეგიძლიათ თმის ქვეშ ადამიანს კანს შეადაროთ. ჩვეულებრივ, ხელოვნურ ბეწვს ნაჭრის ძირი აქვს.
- „თმის წვერებს“ შეხედეთ. ცხოველის ნამდვილ თმას მახვილი წვერი აქვს, თუ არ დაამოკლეს ან შეჭრეს. ხელოვნურ ბეწვს, პირიქით, ბლაგვი წვერი აქვს.
- ბეწვი დაწვით. Luxxy შემოწმების ამ მეთოდს არ გირჩევთ (ნივთი რომ არ გააფუჭოთ, რომლის დაბრუნებაც შეიძლება მოგიწიოთ), მაგრამ მაინც ერთ–ერთი ყველაზე გამოყენებადი მეთოდია. წვის შედეგი ბეწვის წარმომავლობას უმალ ააშკარავებს. თუ ბეწვის წვის სუნი იგრძენით და დამწვარს ჰგავს, გამოდის ნივთი ნატურალური ბეწვისგან შეკერილია. თუ თმა „დნება“, როგორც ფირფიტა, პლასტმასის სუნი აქვს და ბურთებად იხვევა, საქმე ხელოვნურ ბეწვთან გაქვთ.
სხვადასხვა ცხოველის ნატურალური ბეწვის მახასიათებლები
ერთი ნატურალური ბეწვის სხვა, უფრო იაფი ნატურალური ბეწვით ჩანაცვლების ამოცნობა უფრო რთულია, რადგან თითოეული ტიპის ბეწვს რამდენიმე მახასიათებელი აქვს. მოდით, მხოლოდ რამდენიმე მაგალითი განვიხილოთ, რადგან მთელი ბეწვის სამყაროს ერთ სტატიაში გაშუქება შეუძლებელია.
ვერცხლისფერი მელა შეიძლება სხვა ცხოველში აგერიოთ. მელაძაღლა (მელიის და ძაღლის ჰიბრიდი) და კორსაკი (ფერადი სტეპის მელა) ყურადღებას ისედაც იმსახურებს, მაგრამ მათი ბეწვისგან დამზადებული ნივთები ისე ძვირად არ ფასობს, როგორც ვერცხლისფერი მელას ბეწვი. რით გამოირჩევა ნამდვილი ვერცხლისფერი მელას ბეწვი?
- ბეწვის განსაკუთრებული შეფერილობა. ბოლოში მონაცისფრო–მარგალიტისფერია, შუაში – რძიანი თეთრი, წვერებზე – მარგალიტისფერი შავი. თუ მხოლოდ ორ ფერს ხედავთ ან ფერი ერთგვაროვანი არაა, ეს ვერცხლისფერი მელას ბეწვი არაა.
- ბეწვს ხელი გადაუსვით. თუ წებოვნებას ან ჩხვლეტას გრძნობთ, შეგიძლიათ თამამად უარი თქვით. ვერცხლისფერი მელას ნატურალური ბეწვი ხავერდოვანი, გლუვი, ბზინვარე და ელასტიურია.

წაულა ხშირად ერევათ ვირზაზუნასა და კენგუროში. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ცხოველების ბეწვის ფასი დიდად განსხვავდება, ყიდვისას ნივთი საგულდაგულოდ შეამოწმეთ.
- წაულას ბეწვი ერთნაირი სიგრძისაა, ვირზაზუნას ერთი ბეწვი მეორეზე გრძელია. კენგუროს ბეწვი უფრო გრძელია, ვიდრე წაულასი – 1,5-დან 2 სმ–მდე.
- წაულას ბეწვი უფრო რბილი და ნაზია, ვიდრე ვირზაზუნას ბეწვი. კენგურუს ბეწვი უფრო უხეშია, ვიდრე წაულასი. ბეწვში ხელი შეყავით: თუ ხელისგულით გრძნობთ, რომ თმა უხეშია, თითქოსდა ლაქით დამუშავებული, გამოდის კენგურუს ბეწვია.
- ბეწვს დავარცხნის საწინააღმდეგო მიმართულებით ხელი გადაუსვით. წაულას ბეწვი დაუყონებლივ თავდაპირველ იერს დაუბრუნდება, ხოლო ვირზაზუნას ბეწვი აქეთ–იქით გამოშვერილი დარჩება.

შინშილას ბეწვი შეიძლება კურდღლის ბეწვში აგერიოთ, მაგრამ მათი გარჩევა რთული არაა. ჩინეთსა და საფრანგეთში კურდღლის სპეციალური ჯიშებია გამოყვანილი: რექსი და ორილაგი, რომელთა ბეწვი შინშილას ბეწვს ჰგავს. თუმცა ბწვის უნიკალური სტრუქტურის იმიტაცია შეუძლებელია.
- შინშილას ერთი თმის ბოლქვიდან ათობით თხელი თმა იზრდება, როგორც ქსელი.
- შინშილას ბეწვის შეფერილობა მთელ სიგრძეზე არაერთფეროვნებით გამოირჩევა. ამიტომ, მისი ბეწვი თითქოსდა ბზინავს. შინშილას ბუნებრივი ფერი მუქი ნაცრისფრიდან მოთეთრო ან მოცისფრო–თეთრი მუცელია. ტყვეობაში გამოყვანილია ცხოველების ბეწვი მოყავისფრო–კრემისფერ ფერებში. შინშილას ბეწვს იშვიათად ღებავენ, ის ძალიან ძვირია.
- შინშილას ტყავის ზომა ყველაზე ფართო ადგილას მამაკაცის ხელისგულის ზომას შეუძლებელია აღემატებოდეს. თუ ასეა, თქვენს წინაშეა კურდღელი.
- კურდღლის ბეწვი ოთახის ტემპერატურას სწრაფად იღებს, ხოლო შინშილას ბეწვი შეგრძნებაზე ოდნავ გრილია.
- შინშილას ბეწვის სიგრძე სხეულის სხვადასხვა ნაწილში განსხვავდება. თუმცა წარმოებაში ყველა ნაწილი გამოიყენება, ამიტომ შეკერილი ბეწვის ქსოვილი ტალღოვანი ჩანს. კურდღლის ბეწვის ქურქი უფრო ბრტყელია, ამასთან მუქი ნაწილი უფრო განიერია, ვიდრე შინშილასი.
Fur Free თუ უგემოვნო ყალბი ნიმუში
ხელოვნური ბეწვიც შეიძლება განსხვავებული იყოს. აქ, საქმე ეხება არა ერთი მასალის მეორესგან განსხვავებას, არამედ ნივთის დამზადების ხარისხს და ბრენდის ავთენტურობას.
დღესდღეობით ნატურალურ ბეწვზე ბევრმა ბრენდმა უარი თქვა, ამიტომ ისეთი ნივთების შეძენისაა, როგორიცაა Stella McCartney, Tommy Hilfiger, Ralph Lauren, Calvin Klein, Diesel, დარწმუნებული იყავით, რომ მათი ბეწვი ხელოვნურია. ოღონდ იმ შემთხვევაში როცა ორიგინალ ნივთს ყიდულობთ და არა ყალბ ნიმუშს. ეს ელიტური დიზაინერების მთელი სია არაა, რომლებიც ხელოვნურ ბეწვს იყენებენ.

ყველა ბრენდისთვის ხელოვნური ბეწვის სწორი შემადგენლობის ერთიანი მეთოდი არ არსებობს. მათი განმასხვავებელი თვისებებია ბეწვის ნაწარმის ესთეტიკური, მდიდრული, „სტატუსური“ გარეგნული მხარე, რომლის გარჩევას ნატურალური ბეწვისგან ხშირად რთულია.