
Girl.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ძალიან მოკლე და მარტივ ტესტს, რომელიც აჩვენებს თუ ყველაზე მეტად თქვენი რომელი თვისება ახდენს გავლენას გარშემომყოფებზე. უბრალოდ საძინებლის ნომერი აირჩიეთ და აღწერა წაიკითხეთ!

1. გულახდილობა
თქვენ აირჩიეთ ოთახი ყველაზე ლამაზი ხედით, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდად არ ნერვიულობთ იმაზე, თუ რას ფიქრობენ სხვები თქვენზე თუ თქვენს ინტერესებზე. ეს ხედი ნიშნავს, რომ მოგზაურობა და თავგადასავლები გიყვართ და რაღაც ახლის გამოსაცდელად ყოველთვის მზად ხართ.
2. სტილი
ძალიან კარგად იცით, თუ რა გსურთ და როგორ მიაღწიოთ: აქედან მოდის ღრმა წითელი კედლები და იდეალური სიმეტრია. უზადოდ იცვამთ და მთელი გარეგნობით ხაზს უსვამთ, თუ როგორი ძლიერი და დამოუკიდებელი ხართ.
3. თანაგრძნობა
ამ ოთახში თქვენი მეგობარი თავს კომფორტულად იგრძნობს, როცა თქვენს მხარზე დაყრდნობილი ყოფილ ურთიერთობას გამოიტირებს. საძინებელი რბილია, ნათელი, სასიამოვნო ფარდებით – როგორც თქვენ, რომელიც ყოველთვის სტუმართმოყვარე, კეთილი და გულმოწყალეა.
4. სიღრმე
ამ ოთახს შეხედეთ. აქ, იმდენი დეტალი და ნიუანსია, რომლებიც ერთმანეთს შესანიშნავად ერწყმიან, როგორც თქვენი პიროვნული თვისებები. ადამიანებს ხშირად აოცებთ უსაზღვრო ერუდიციით ყველა სფეროში – დაწყებული პოლიტიკით და დამთავრებული კარდაშიანების იმპერიით.
5. ბალანსი
თქვენ მინიმალისტური ოთახი აირჩიეთ, რომელიც მოყავისფრო–ნაცრისფერ ფერებშია გაფორმებული. ოთახი თქვენს მიზანმიმართულ ბუნებას ხაზს უსვამს. წარმოუდგენლად ლოგიკური ხართ. სავარაუდოდ, იოგით დაკავებული ხართ, რომელიც სურვილების დაბალანსებაში გეხმარებათ.
6. დამოუკიდებლობა
ღრმა იისფერი სამეფო ფერია და თქვენ დედოფალი ხართ. შესაძლოა, მდიდარი არ ხართ (ჯერჯერობით), მაგრამ საკმაოდ დამოუკიდებელი ხართ. პარტნიორი გიყვართ, მაგრამ იცით, რომ მის გარეშეც მშვენივრად იცხოვრებთ. თქვენს ცხოვრებაში ხომ ბევრი რამ ხდება. დაშორება მხოლოდ გაძლიერებთ, საბოლოოდ ყოფილები ხვდებიან, თუ ვინ დაკარგეს.
7. იუმორის გრძნობა
თქვენ ყველაზე ნათელი, მზიანი ოთახი აირჩიეთ, რადგან სხვების ცხოვრებაში თავად ხართ მზე. რთულ სიტუაციაშიც ყველას გაცინებას ახერხებთ და ხალხი ამაზე გიჟდება.
8. კრეატიულობა
თქვენს საძინებელში ბევრი წიგნი, ფოტოები და სხვა დეტალებია, რომლებიც წარმოადგენს იმას, თუ როგორ ფიქრობთ. პირად იდუმალ სამყაროში ცხოვრობთ და აკეთებთ იმას, რაც სხვებს აღაფრთოვანებს.
9. ამბიციები
თქვენ მდიდრული, ელეგანტური საძინებელი აირჩიეთ, რომელშიც ხარახურა არაა და საერთოდ არაფერი ზედმეტი იდეალური „მე“–სკენ მიმავალ გზაზე. ირჩევთ იმას, რაც გსურთ, დაწყებული ახალი კარიერით და დამთავრებული გიჟურად ძვირი, მაგრამ გემრიელი ვახშმით. გარდა ამისა, თქვენი ენერგიით სხვებს შთააგონებთ!