
თუ პარტნიორის ერთგულებაში ეჭვი გეპარებათ, Girl.ge–ს რედაქცია გთავაზობთ სიას, რომლის მიხედვით მოღალატეს გამოაშკარავებთ. სია ერთ–ერთი ამერიკული საიტის (მოკლევადიანი სექსუალური სიამოვნების საძიებო საიტი) ვიზიტორებმა შეადგინეს.
ზოგიერთი ნიშანი აშკარაა, ზოგიერთი კი ნამდვილი აღმოჩენა გახდა. ზოგჯერ, ადამიანი უბრალოდ ასე ღალატზე ფიქრის გარეშე იქცევა. მოკლედ, ყველაფერი რთულადაა, მაგრამ სჯობს ნიშნები წინასწარ იცოდეთ და დასკვნები სპექტდაკლის დროს არ გააკეთოთ.
- პირად ცხოვრებას ძალიან სერიოზულად მალავს (ტელეფონი ხელში უჭირავს, ელექტრონულ ფოსტაზე პაროლს ცვლის).
- დისტანციას იცავს და მხედველობით კონტაქტს თავს არიდებს.
- მოულოდნელად გარეგნობაზე ზრუნვა დაიწყო და კარგად გამოიყურება.
- არაბუნებრივად იქცევა: ოჯახის საჭიროებებს ყურადღებას არ აქცევს, სხვა რამეზე ფოკუსირებულია.
- უჩვეულო დროს იბანს და იპარსავს, ტანსაცმელს პირდაპირ სარეცხ მანქანაში დებს (განსაკუთრებით მაშინ, თუ ადრე ასე არ იქცეოდა).
- ალიბი ავიწყდება და გამოგონილ ამბებში იხლართება.
- ძალიან მოსიყვარულეა და ხშირად კოცნას ცდილობს, ღალატისთვის თავს დამნაშავედ გრძნობს.
- ტანსაცმელზე ტუჩსაცხის კვალი ან ქალის სუნამოს სურნელია.
- ნამდვილ შემოსავლებს და ხარჯებს მალავს.
- სახლში მოსვლისთანავე წვება, სექსის და საუბრის ეტაპების გვერდის ავლით.