
ჰიპერტონიას ხშირად უხილავ მკვლელს უწოდებენ. ადამიანმა შეიძლება წლები არ იცოდეს, რომ მაღალი არტერიული წნევა აქვს, შემდეგ კი დიდი პრობლემები აღმოაჩინოს. Girl.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ტონომეტრი ნორმაზე (120/80) მეტს აჩვენებს.
ივარჯიშეთ
რეგულარული ვარჯიში, თუნდაც მარტივი, როგორიცაა სიარული, წნევას ამცირებს, ამას ათობით კვლევა ადასტურებს. სპორტი სისხლის მიმოქცევას და გულის მუშაობას აუმჯობესებს. ამისთვის ყოველდღე სიმძიმეების აწევა აუცილებელი არაა.
ყველაფრისგან დაისვენეთ
ცნობილია, რომ სტრესი კორტიზოლის და ადრენალინის გამოყოფას იწვევს. ეს ჰორმონები პულსს ზრდიან და სისხლძარღვების სპაზმს იწვევენ, რის გამოც წნევა იზრდება. ზომიერად სუნთქვა ისწავლეთ, მედიტაცია და იოგა სცადეთ, უბრალოდ ხალხის და გაჯეტების გარეშე მშვიდ ადგილას დაისვენეთ. თავს უკეთ იგრძნობთ.
მარილი მოიშორეთ
მარილის ჭარბი მოხმარება სასარგებლო არავისთვისაა. ითვლება, რომ დღეში 1 სუფრის კოვზზე მეტი მარილი არ უნდა მიიღოთ. სჯობს უფრო ნაკლები მარილი მიირთვათ.
კალიუმი მიიღეთ
კალიუმი ორგანიზმიდან ჭარბ მარილს გამოდევნის. კალიუმს დიდი რაოდენობით შეიცავს ბანანი, კარტოფილი, ლობიო, ისპანახი, ავოკადო და პომიდორი.
მწარე შოკოლადი მიირთვით
მასში ბევრი ფლავონოიდი შედის, რომლებიც სისხლძარღვების გამტარობას და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებენ. სჯობს მიირთვათ შოკოლადი, რომელიც 70% კაკაოს შეიცავს.
ნაკლები დალიეთ
რა თქმა უნდა, საუბარია ალკოჰოლზე. ქალებისთვის რეკომენდებულია დღეში მაქსიმუმ 1 პორცია. პორცია: 1 კათხა ლუდი, 150 მლ ღვინო ან 50 მლ ძლიერი სასმელი.
ყავასა და ჩაიზე უარი თქვით
ჩვეულებრივი ყავა და შავი ჩაი წნევას ზრდიან. სჯობს ზომიერად დეკაფი და ბალახების ჩაი დალიოთ.
ნაკლებად იჯექით
მაშინაც კი, თუ მჯდომარე სამსახური გაქვთ, ყოველდღე ნახევარ საათში ერთხელ რამდენიმე წუთით გაიარ–გამოიარეთ, რომ ორგანიზმში სისხლის მიმოქცევა გააუმჯობესოთ.