სილამაზის გიდი: ყველაფერი სწორი, ტალღოვანი და ხვეული თმის მოვლის შესახებ

0
635

სწორი, ტალღოვანი, ხვეული – თქვენ როგორი თმა გაქვთ? ეს კითხვა ყოველდღიური ბიუთი-რუტინის დიდ ნაწილს განსაზღვრავს. Girl.ge-ის რედაქცია გთავაზობთ მოვლისა და სტაილინგის სახელმძღვანელოს, რომელიც ნებისმიერ გოგონას გამოადგება. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დიდი დრო გჭირდებათ თმის მოსაწესრიგებლად, თუმცა, ამაოდ.

“სწორი – დავიხვიოთ, ხვეული – გავისწოროთ” – სწორედ ამ ლოგიკით ხელმძღვანელობს გოგონების უმეტესობა, ის კი ავიწყდებათ, რომ ნებისმიერი ტიპის თმა შეიძლება ლამაზად გამოიყურებოდეს. მთავარია, მას სწორად მოვუაროთ.

წარმოგიდგენთ სილამაზის გიდს სწორი, ტალღოვანი და ხვეული თმის მოსავლელად, სთაილინგთან დაკავშირებულ რჩევებსა და ვარსკვლავურ მაგალითებს.

P.S. თმის ტექსტურის განსაზღვრისთვის, დაიბანეთ და შეისწავლეთ თმა ყოველგვარი დამატებითი საშუალების გამოყენებამდე. ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტეთ, რომელ კატეგორიას განეკუთვნება თქვენი თმა? შესაძლოა, ორი ტიპის, მაგალითად “სწორს + ტალღოვანი” ნარევი გქონდეთ.

I ტიპი: სწორი თმა

ცხიმიანი, სუსტი, უსიცოცხლო, მოსაწყენი – ხშირად, სწორედ ასეთი არასახარბიელო ზედსართავებით აღწერენ სწორ თმას. თუმცა, იგი შეიძლება იყოს გასაოცრად ლამაზიც, თუ სწორად მოვუვლით: ხშირად დავიბანთ და შევიარაღდებით მშრალი შამპუნით. შედეგი არ დააყოვნებს. არსებობს სწორი თმის სამი სახეობა:

1A სახეობა

ბავშვივით სწორი, თხელი თმა – ა1 კატეგორიის ხორცშესხმაა. იგი ცუდად იტანს ხვეულებს და რთულად დამყოლია. საერთო ჩივილები: ზეთოვნობა და სისუსტე. მუდმივად ხელთ გქონდეთ მშრალი შამპუნი, დღიური “გადატვირთვების” შემთხვევაში, და მოერიდეთ მკვრივ მკვებავ კონდიციონერებს, რომლებიც თმას ქვემოთ ქაჩავს და ცხიმიან იერს აძლევს.

ვარსკვლავური მაგალითი: დაკოტა ფანინგი, გვინეთ პელტროუ.

1B სახეობა

1B ტიპის თმა სიხშირითა და ბოლოებში მცირე სიმრუდით (მაგრამ არა დახვევით) გამოირჩევა. თმას მოცულობა და ტექსტურა რომ მიანიჭოთ, გამოიყენეთ მშრალი მატექსტურირებელი სპრეი  თმის ძირებთან, უთოს გამოყენებამდე.

ვარსკვლავური მაგალითი: ქენდალ ჯენერი.

1C სახეობა

ეს კატეგორია მოიაზრებს სწორ თმას რამდენიმე ტალღით. თმა ძალიან თხელია, მიდრეკილია ხვეულების წარმოქმნისკენ და კარგად იტანს დავარცხნას. თუმცა, სახლიდან გასვლის შემდეგ ფუმფულა ბურთს რომ არ დაემსგავსოთ, გამოიყენეთ დამაგლუვებელი შრატი, ანტისტატიკი და ცივი ჰაერი ფენით შრობისას.

ვარსკვლავური მაგალითი: სიენა მილერი.

II ტიპი: ტალღოვანი თმა

ადამიანების უმეტესობა ბუნებრივად ტალღოვანთმიან გოგონებს ხვეულ და სწორ თმას შორის იდეალური ბალანსის მქონე იღბლიანებად მოიხსენიებენ. თუმცა, ტალღები ლამაზად და ფრთხილად რომ გამოიყურებოდეს, აუცილებელია მათი სწორად მოვლა. არსებობს ტალღოვანი თმის სამი სახეობა:

2A სახეობა

ამ ტიპს შეგვიძლია კლასიკური ვუწოდოთ. თითოეულ ხვეულს შემთხვევითი ფიგურა აქვს. ასეთთმიან გოგონათა უმეტესობა თმას ისწორებს გლუვი ვარცხნილობის მისაღებად. თუმცა, თუ თქვენი ბუნებრივი ტექსტურისთვის ხაზგასმა გსურთ, გაიშრეთ თმა ფენით და გამოიყენეთ სახვევი უთო, უფრო სწორი რიგების დასახვევად.

ვარსკვლავური მაგალითები: ამანდა სეიფრიდი, ქეით ჰადსონი.

2B სახეობა

ბევრი გოგონა იყენებს სპეციალურ სპრეის “პლაჟის ტალღების” ეფექტის მისაღებად, 2B სახეობის თმის მქონე გოგონები კი ასეთი ვარცხნილობით დაიბადნენ. ასეთი თმა საუკეთესოდ მაშინ გამოიყენება, თუ მუსით ან დიფუზორით დაიმუშავებთ. საიდუმლო: რაც უფრო ნაკლებად შეეხებით თმას, მით მეტი ტალღა გამოგივათ. გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ თმის ზეთის გამოყენება.

ვარსკვლავური მაგალითი: ქეით მიდლტონი.

2C სახეობა

მსხვილი ტალღები, შემთხვევითი ხვეულებით, დიდებულად გამოიყურება, თუმცა, განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს. ასეთი თმა სარგებელს სითხისა და თითებით დავარცხნისგან იღებს. აუცილებლად გაანებივრეთ იგი ღრმა კონდიცირებით, მკვებავი ნიღბებით (კვირაში ერთხელ მაინც).

ვარსკვლავური მაგალითები: შაკირა, ლორდი.

III ტიპი: ხვეული თმა

ბაზარი სავსეა ხვეული თმის მოვლის საშუალებებით, რაც გასაკვირი არაა. თქვენ მესამე ჯგუფში ხვდებით, თუ თმა რგოლებად ან სპირალებად იხვევა, აგრეთვე, თუ თმა დაუდევრად, მშრალად და დასვრეტილად გამოიყურება, ძლიერ იხლართება, მსხვრევადია, იშვიათად ჭუჭყიანდება. ასეთი თმისთვის მთავარი წესი: უფრთხილდით თმის ფენით გაშრობას! არსებობს ხვეული თმის სამი სახეობა.

3A სახეობა

ამ ტიპის ხვეულები დიამეტრით ყველაზე დიდი ზომისაა. ისინი ლამაზად რომ გამოიყურებოდეს, წაისვით მოვლის ურეცხავი საშუალებები სველ თმაზე. შეგიძლიათ, პირსახოციც გამოიყენოთ, ხვეულების გასაშრობად, თმის რიგები პირსახოცით თავის ძირებისკენ აიტანეთ. ასეთი ტექსტურის მქონე თმა მარტივად სწორდება, თუმცა, მაღალი ტემპერატურისადმი მგრძნობიარეა – არ დაგავიწყდეთ მისი დაცვა.

ვარსკვლავური მაგალითი: თეილორ სვიფთი.

3B სახეობა

ასეთი ხვეულები უფრო გაწელილ სპირალებს მოიცავს, რომლებიც ქვემოთ, მხრებთან ახლოს კასკადებად იყრება. მსუბუქი გელი, შერეული კონდიციონერთან, დაგეხმარებათ გლუვი, მკვრივი ხვეულების მიღებაში, ყოველგვარი წებოვანი ნარჩენის გარეშე. სთაილერები წაისვით სუფთა ნოტიო თმაზე, აცადეთ მათ სითხის შეწოვა, მხოლოდ ამის შემდეგ გაიშრეთ.

ვარსკვლავური მაგალითი: ჰოლი ბერი.

3C სახეობა

რაც შეეხება ამ კატეგორიის ხვეულებს: ასეთი თმა მოიცავს ყველაზე მჭიდრო და ხვეულ სპირალებს, რომლებსაც ფანქრიდან მცირე ზომის მარკერამდე ზომის დიამეტრი შეიძლება ჰქონდეს. ვარცხნილობას დაუდევარი იერი რომ არ ჰქონდეს, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ თმის წმენდას (მაგალითად, გამოიყენეთ გამწმენდი კონდიციონერი). ასეთი მოვლა ხელს შეუშლის ხვეულების გამოყოფას და თმას ელვარებას შეუნარჩუნებს.

ვარსკვლავური მაგალითი: ტენდი ნიუტონი.