მამაკაცი შეაფასებს: 10 მარტივი და ეფექტური ვარცხნილობა პაემნისთვის

0
1030

პაემნისთვის მომზადებისას, არ ღირს ზედმეტად რთულ ვარცხნილობაზე წვალება. იყავით ბუნებრივი, რომანტიკული, ოდნავ დაუდევარიც კი – ამ მიზნით, Girl.ge-ის რედაქციამ შეაგროვა ვარცხნილობის 10 მარტივი ვარიანტი, რომელთა განხორციელება სულ რამდენიმე წუთში შეგიძლიათ.

1. ორი ხვეულა

ოდნავ დაიხვიეთ თმა უთოთი, მაქსიმალურად დაუდევარი ხვეულები რომ გაკეთდეს. შემდეგ გამოყავით სფეთქლებთან ახლომდებარე თმა, დაახვიეთ და დაიმაგრეთ გამჭვირვალე რეზინით, შემდეგ კონა ჩააბრუნეთ.

2. დაბალი კუდი

პირველ რიგში, დაიხვიეთ მთელი თმა სახვევ უთოზე, ოდნავ დაივარცხნეთ კეფის თმა, მოცულობა რომ მიიღოთ. ერთ მხარეს დაახვიეთ თმა და დაიმაგრეთ უხილავი სარჭებით, ახლა უბრალოდ გაიკეთეთ დაბალი კუდი და ეფექტური ვარცხნილობა მზადაა.

3. ნიჟარა

ძალიან მარტივია! დაივარცხნეთ თმა მთლიანად, დაახვიეთ დაუდევარ ნიჟარად და ჩაიმაგრეთ სარჭები. შესასრულებლად მარტივი, თუმცა ძალიან რომანტიკული და ქალური ვარცხნილობაა.

4. რთული ნაწნავი

ჩვეულებრივი ნაწნავის ნაცვლად, ცოტათი გაართულეთ პროცესი. გაყავით თმა ორ არათანაბარ ნაწილად, საფეთქელთან დაახვიეთ თმა, დაბოლოება კი დაიწანით. სულ ბოლოს, ოდნავ გაისწორეთ ნაწნაბი და შეიკარით რამდენიმე რეზინით.

5. თვით სინაზე

შესანიშნავი ვარიანტი მათთვის, ვისაც თმა ბობად აქვს შჭრილი. ყველაფერი ისევ სახვევი უთოთი იწყება – თმა უნდა დაახვიოთ, შემდეგ გამოყოთ საფეთქლის თმა, ჩაიწნათ ისინი და დაიმაგროთ კეფაზე. რომანტიკული ლუქი მზადაა.

6. “მოკრივის” ნაწნავები

მიიხედავად იმისა, რომ ამ ნაწნავებს “მოკრივისა” ეწოდება, ისინი ძალიან ქალურია, ამიტომ, თამამად ჩაიწანით შუბლიდან და ასე გაეშურეთ პაემანზე. ყველაზე საყვარელი იქნებით!

7. მოდური “მალვინა”

ეს ვარცხნილობა მოდიდან არ გადადის. ამიტომ, თუ გრძელი თმა გაქვთ და მოგბეზრდათ მუდმივად გაშლილი ვარცხნილობა, გაიკეთეთ კეკლუცი კონა თხემზე – ასეთი ვარცხნილობა თქვენს რჩეულს ნამდვილად მოეწონება.

8. კუდი ნაწნავით

ჩვეულებრივი კუდი ლამაზ ვარცხნილობად იქცევა, თუ მხოლოდ ორ დამატებით მანიპულაციას გააკეთებთ – კეფის თმა დაწანით და შემოახვიეთ რეზინს, რომელსაც ჩვეულებრივ კონაზე გაიკეთებთ.

9. “მალვინა” ნაწნავით

“მალვინას” კიდევ ერთი მარტივი, თუმცა ორიგინალური ვარიანტი. დაიხვიეთ თმა მსხვილად, შემდეგ შუბლიდან თხემამდე დაიწანით თმის ნაწილი, თხემზე კი გაიკეთეთ კონა და გაემართეთ პაემანზე თამამად!