
წითელი შოკოლადისფერი, ნუდი, მტვრიანი ვარდი, ფუქსია, მარსალა… ტუჩსაცხი ლუქს ფერებს უნდა უმატებდეს, გარდასახოს და აამაღლოს განწყობა. თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი გამძლე იქნება. Girl.ge-ის რედაქცია გთავაზობთ მცირე ინსტრუქცია-ხრიკს, რომლის დახმარებით, თქვენი საყვარელი ტუჩსაცხი თქვენს ტუჩებზე დიდხანს დარჩება.
1. მოამზადეთ ფუძე
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გაიკეთეთ მაკიაჟი: ტონალური, წარბები, წამწამები, ფერ-უმარილი, ჩრდილები და სხვა, ყველაფერი ტუჩსაცხის გარეშე.
2. შეიღებეთ ტუჩები ფანქრით
აიღეთ ტუჩსაცხისფერი დანქარი, გათალეთ და დაიწყეთ ხატვა. იმოძრავეთ ტუჩების ცენტრიდან კიდეებისგან, ფანქრის წვერით, გვერდით კი მთელი ტუჩი შეიღებეთ. რატომაა ეს ნაბიჯი აუცილებელი? ფანქარი უფრო მშრალი, მატე და, შესაბამისას, უფრო მედეგია, ვიდრე ტუჩსაცხი.
3. წაისვით პუდრა
ამისთვის გამოიყენეთ ფხვიერი პუდრა მსუბუქი პიგმენტით ან სულაც გამჭვირვალე. აიღეთ პუდრის ან ფერ-უმარილის ფუმფულა ფუნჯი, წაუსვით პუდრი და ფრთხილად “გაიმტვერეთ” ტუჩები. პუდრის მსუბუქი ფენა ტუჩსაცხის ეფექტს გაახანგრძლივებს.
4. წაისვით ტუჩსაცხი
დიახ, გაპუდრულ ტუჩებზე. გამოდგება ნებისმიერი ტექსტურა – მატედან კრემოვნამდე. იმოძრავეთ “ამურის მშვილდიდან” (ზედა ტუჩზემოთ ორმოდან) კიდეევამდე, ქვედა ტუჩი კი შეიღებეთ მარცხნიდან მარჯვნივ და პირიქით. საჭიროებისამებრ, გაათანაბრეთ ტუჩსაცხი ფუნჯით.
5. ისევ პუდრი წაისვით
ტუჩსაცხის სიმტკიცის გასაძლიერებლად, წაისვით ტუჩებზე პუდრი. კიდევ ერთხელ.
6. გაიმეორეთ 2-5 ნაბიჯები კიდევ ერთხელ
ეს ეტაპი აუცილებელია მათთვის, ვისაც მაქსიმალური სიმტკივის მიღწევა სურს.
7. მზადაა!
ახლა თქვენი ტუჩსაცხი ნებისმიერ განსაცდელს გადაიტანს, მათ შორის, ყველაზე ტკბილ კოცნასაც კი!
ტესტი: დალევა
ტესტი: კოცნა